მელვილი (კუნძული, ავსტრალია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელვილი
მშობ. სახელი: ინგლ. Melville Island

მელვილის მდებარეობა ავსტრალიაში
გეოგრაფია
11°30′ ს. გ. 130°56′ ა. გ. / 11.500° ს. გ. 130.933° ა. გ. / -11.500; 130.933 (Melville Island)
მდებარეობა ტიმორის ზღვა
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 5786 კმ²
უმაღლესი წერტილი 258 მ
ჩრდილოეთი ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა 1029 (2010)
სიმჭიდროვე 0,178 ად. /კმ²

მელვილი (ინგლ. Melville Island) — კუნძული აღმოსავლეთ ტიმორის ზღვაში, ჩრდილოეთი ტერიტორიის სანაპიროს მახლობლად, ავსტრალიაში. აბორიგენთა ენაზე კუნძულის დასახელებაა ერმალნერი. მელვილი, ბათერსტის კუნძულთან ერთად, ქმნის ტივის კუნძულებს. მდებარეობს ნახევარკუნძულ კობურგიდან დასავლეთით ნახევარკუნძულ არნემ-ლენდზე და ქალაქ დარვინის ჩრდილოეთით.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიდიდის მიხედვით (5786 კმ²) მელვილი არის ავსტრალიის რიგით მეორე კუნძული ტასმანიის შემდეგ. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან შეადგენს 258 მეტრს. კუნძული დაფარულია შერეული და ტროპიკული ტყით. კლიმატი ტროპიკულია და მუსონურია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული აღმოაჩინა ნიდერლანდელმა ზღვაოსანმა აბელ ტასმანმა 1644 წელს და მას დაარქვა ვან-დიმენის მიწა. მეორე ვერსიით, კუნძული აღმოაჩინა სხვა ნიდერლანდელმა მოგზაურმა პიტერ პიტერსმა (პიტერსზონმა) 1636 წელს და მან დაარქვა მას ვან-დიმენის მიწა. მაგრამ, პიტერს მელვილი ეგონა ავსტრალიის მატერიკის ნაწილი[1]. 1818 წელს მას სახელი გადაერქვა და ეწოდა კუნძული მელვილი დიდი ბრიტანეთის საადმირალოს პირველი ლორდის რობერტ დანდასის, მეორე ვიკონტ მელვილის პატივსაცემად. მის პატივსაცემადაა დარქმეული ასევე კუნძულ მელვილის სახელიც კანადის არქტიკულ არქიპელაგში. ცოტა მოგვიანებით, 1824 წელს, ბრიტანელებმა გააკეთეს პირველი ცდები დაესახლებინათ ავსტრალიის ჩრდილოეთი სანაპიროები და დააარსეს კუნძულზე პირველი ევროპული დასახლება — ფორტ-დუნდასი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახლება მილიკაპიტში ცხოვრობს — 559 ადამიანი, ხოლო პირლანგიმპიში — 440. დასახლება მილიკაპიტიდან დასავლეთით 27 კმ-ში კუნძულის სანაპიროზე ცხოვრობს 5 ოჯახი 30 ადამიანით. სულ კუნძულზე ცხოვრობს 1029 ადამიანი (2010).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მაგიდოვიჩი ვ. ი., მაგიდოვიჩი ი. პ. გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორიის ნარკვევები. ტ. 2. მ., 1983. გვ. 372.