მეიო (მეიოს საგრაფო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მეიო
Maigh Eó

მეიოს მონასტრის ნანგრევები
ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
დაქვემდებარება სოფელი
პროვინცია კონაქტი
საგრაფო მეიოს საგრაფო
კოორდინატები 53.7500°00′00″ ჩ. გ. 9.1167°00′00″ დ. გ. / 53.75000° ჩ. გ. 9.11670° დ. გ. / 53.75000; -9.11670
ცენტრის სიმაღლე 72
მოსახლეობა 426 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
მეიო (მეიოს საგრაფო) — ირლანდიის რესპუბლიკა
მეიო (მეიოს საგრაფო)

მეიო (ინგლ. Mayo; ირლ. Maigh Eó, „ურთხელის ველი“) — სოფელი ირლანდიაში, მდებარეობს მეიოს საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში. მეიო კლერმორისიდან ჩრდილო-დასავლეთით დაშორებულია 10 კმ-ით, ხოლო კასლბარიდან სამხრეთით – 10 კმ-ით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VII-VIII საუკუნეების გელურ და ანგლო-საქსურ ქრისტიანულ სამყაროში მეიო მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. წმინდა გერალდმა საქსონელი ბერებისთვის აქ მონასტერი დააარსა, ხოლო პირველი აბატი 670 წელს წმინდა გერალდი გახდა. დანიელმა თავდამსხმელებმა მონასტერი 783 და 805 წლებში დაარბიეს,[1] ხოლო საბოლოოდ იგი ვიკინგმა ტურგესიუსმა გაანადგურა 818 წელს.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 The Heritage of Mayo by Áine Ní Cheanáinn 3rd edition 1988, page 94