მეი-ბრიტ მოსერი (May-Britt Moser; დ. 4 იანვარი, 1963) — ნორვეგიელი ნევროფიზიოლოგი და ნევროლოგი. 2014 წელს მიენიჭა ნობელის პრემია მედიცინის დარგში ჯონ ო’კიფისა და ედვარდ მოსერთან ერთად.[11]
აღსანიშნავია, რომ მეი-ბრიტ მოსერმა ნობელის პრემია ქმართან — ედვარდ მოსერთან ერთად მიიღო, რაც პრემიის ისტორიაში მეხუთე შემთხვევაა.[12]