მახრასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მხარასებრნი
მახრა (Gryllotalpa gryllotalpa)
ბოსტანა (Gryllotalpa gryllotalpa)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  სწორფრთიანები
ოჯახი:  მახარასებრნი
ლათინური სახელი
Gryllotalpidae
გავრცელება

მწვანე ფერით აღნიშნულია

მახრასებრნი, ბოსტანასებრნი (ლათ. Gryllotalpidae), მწერების ოჯახი სწორფრთიანთა რიგისა. ცხოვრობენ ტენიან ნიადაგში. ნაირჭამია მავნებლებია, აზიანებენ როგორც ბოსტნეულ, ტექნიკურ და მარცვლოვან კულტურებს, ისე ხემცენარეებს, განსაკუთრებით სანერგე მეურნეობაში. ოჯახში 45 სახეობაა, გავრცელებულია ყველა კონტინენტზე. ყოფილ სსრკ-ში გვხვდება 3 სახეობა, რომელთაგან ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივი მახრა ანუ ბოსტანა (Gryllotalpa gryllotalpa). იგი განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა დასავლეთ საქართველოში, სადაც ძლიერ აზიანებს მინდვრის, ბოსტნის და ბაღჩის კულტურებს. აღმოსავლეთ საქართველოში მეტწილად ბოსტნებშია გავრცელებული. იკვებება ძირითადად ფესვებით, ძირხვენებით, თესლით, ღეროებით და ახალგაზრდა აღმონაცენით, მახარასებრთა სრულ განვითარებას საქართველოში ერთი წელი სჭირდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]