მატიე კერეკუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატიე კერეკუ
მატიე კერეკუ
ბენინის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ოქტომბერი, 1972 – 4 აპრილი, 1991
წინამორბედიჯასტინ აჰომადეგბე-ტომეტინი
მემკვიდრენისეფორ სოგლო
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 აპრილი, 1996 – 6 აპრილი, 2006
წინამორბედინისეფორ სოგლო
მემკვიდრეიაიი ბონი

დაბადებული2 სექტემბერი, 1933
კუარფა, საფრანგეთის დაგომეა
გარდაცვლილი14 ოქტომბერი, 2015
კოტონუ, ბენინი
მოქალაქეობაბენინის დროშა ბენინი
პოლიტიკური პარტიასახალხო რევოლუციის პარტია
რელიგიაქრისტიანობა, შემდეგ ისლამი, შემდეგ კვლავ ქრისტიანობა

მატიე კერეკუ (ფრანგ. Mathieu Kérékou; დ. 2 სექტემბერი, 1933, კუაფრა, საფრანგეთის დაგომეა — გ. 14 ოქტომბერი, 2015, კოტონუ, ბენინი) — ბენინის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. 1972-1991 და 1996-2006 წწ. ეკავა ბენინის პრეზიდენტის თანამდებობა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო განათლება მიიღო მალიში და სენეგალში. 1972 წლის 26 ოქტომბერს მოახდინა სამხედრო გადატრიალება. თავდაპირველად ეკავა ეროვნული პოლიტიკა, 1974 წლიდან კი ქვეყანას უწოდა ბენინი და აიღო კურსი მარქსიზმ-ლენინიზმისაკენ. 1990 წელს არადგინა მრავალპარტიული მმართველობა და ქვეყანა გადავიდა საბაზრო ეკონომიკაზე. 1991 წელს წააგო საპრეზიდენტო არჩევნები ნისეფორ სოგლოსთან. 1996 წელს მატიე კერეკუმ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა კონკურენტზე და აირჩიეს პრეზიდენტად. 2001 წელს აირჩიეს მეორე ვადით. გააგრძელა ლიბერალური რეფორმების კურსი. 2006 წელს გადადგა თანამდებობიდან რადგან ქვეყნის კონსტიტუცია უკრძალავდა მესამე ვადით არჩევას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]