მასინისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მასინისა, ნუმიდიის მეფე.

მასინისა (დ. დაახლ. ძვ. წ. 240 — გ. ძვ. წ. 149) — ნუმიდიის მეფე. აღმ. ნუმიდიის მეფის ძე. აღიზარდა და განათლება მიიღო კართაგენის კარზე. ცოლად ჰყავდა ჰასდრუბალის ასული. წლების მანძილზე გარდამავალი უპირატესობით ეომებოდა დასავლეთ ნუმიდიის მეფეს — სიფაკს. ამ პერიოდში კართაგენის ერთგული იყო, მაგრამ მოგვიანებით სციპიონებს დაუახლოვდა და მთელი ცხოვრების მანძილზე რომის მოკავშირე იყო კართაგენის წინააღმდეგ ბრძოლაში. რომაელთა დახმარებით ძვ. წ. 202 წელს ზამის ბრძოლაში კართაგენის დამარცხების შემდეგ დასავლეთ ნუმიდიაც შეიერთა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]