მარინა ვლადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარინა ვლადი
დაბადების სახელი ეკატერინა (მარინა) ვლადიმიროვნა პოლიაკოვა
დაბადების თარიღი 10 მაისი, 1938 (82 წლის)
კლიში-ლა-გარენი, საფრანგეთი
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
პროფესია მსახიობი, მომღერალი, მწერალი, სკულპტორი
ჯილდოები

კანის კინოფესტივალი- პრიზი ქალის საუკეთესო როლისათვის (1963); საფრანგეთი-ხელოვნების და კულტურის ორდენის კომანდორი;

პუშკინის მედალი.

მარინა ვლადი (ფრანგ. Marina Vlady; ეკატერინა მარინა ვლადიმიროვნა პოლიაკოვა-ბაიდაროვა; დ. 10 მაისი, 1938, კლიჩი-ლა-გარენი, საფრანგეთი) — რუსული წარმოშობის ფრანგი მსახიობი და მომღერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკატერინა მარინა ვლადიმიროვნა პოლიაკოვა-ბაიდაროვა დაიბადა 1938 წლის 10 მაისს, პარიზის მახლობლად, კლიში-ლა-გარენის კომუნაში. მისი მამა იყო საოპერო მომღერალი ვლადიმერ პოლიაკოვი, რომელმაც დატოვა რუსეთი პირველი მსოფლიო ომის დროს, ხოლო დედა იყო ბალერინა მილიცა ენვალდი, რომელიც 1919 წელს საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მარინა ოჯახში ოთხი ქალიშვილიდან უმცროსი იყო.

დების მსგავსად, მარინაც გატაცებული იყო ხელოვნებით. თერთმეტი წლის ასაკში  ერთ-ერთ დასთან ერთად ითამაშა იტალიურ ფილმში „ზაფხულის ჭექა-ქუხილი“. მოგვიანებით, დებმა ჩამოაყალიბეს ტრიო „დები პოლიკოვები“, ასრულებდნენ  რუსულ ხალხური სიმღერებს.  ითამაშეს ჩეხოვის „სამ დაში“, პარიზის ებერტოს თეატრში. მამის გარდაცვალების შემდეგ მარინამ მიიღო ფსევდონიმი „ვლადი“. მან ითამაშა ბევრ იტალიურ ფილმში, ასრულებდა როგორც დრამატულ, ასევე კომედიურ როლებს. მას ხშირად სლავური წარმოშობის გოგონების როლს სთავაზობდნენ რუსი ავტორების: ჩეხოვის, ლევ ტოლსტოის, დოსტოევსკის, კუპრინის და სხვათა ნამუშევრების მიხედვით შექმნილ ფილმებში. მარინა ვლადიმ მიიღო საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო 1963 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმისთვის „თანამედროვე ისტორია, ან ფუტკრების დედოფალი“ (1963).[1] 1965 წელს იყო მოსკოვის მე-4 საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი[2].[3]

ვლადის პირველი ქმარი იყო ფრანგი რეჟისორი რობერ ოსეინი. მსახიობი მასთან ერთად ცხოვრობდა 1955 წლიდან 1959 წლამდე, შეეძინა ორი ვაჟი. 1963 წლიდან 1966 წლამდე ვლადი დაქორწინებული იყო ფრანგ ავიატორზე ჟან-კლოდ ბრიუეზე. 1970-დან 1980 წლამდე მარინა ვლადი ვლადიმერ ვისოცკისთან ცხოვრობდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა სსრკში. ვისოცკის გარდაცვალების შემდეგ იგი საფრანგეთში დაბრუნდა[4].[5] იქ მან მეოთხედ იქორწინა და 23 წელი გაატარა ონკოლოგ ლეონ შვარცენბერგთან, რომელიც 2003 წელს გარდაიცვალა.

1980-იანი წლებიდან იგი იშვიათად თამაშობდა ფილმებში. გამოაქვეყნა მოთხრობების კრებული „მილიცას მოთხრობები“, მემუარების წიგნი „ვლადიმერი ან შეწყვეტილი ფრენა“, მრავალი რომანი, მემუარები და ესეები.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარინა ვლადი ვლადიმერ ვასილიევიჩ პოლიაკოვ-ბაიდაროვის (01.19.1890-04.04.1952) ოთხი ქალიშვილიდან უმცროსია. მამა, საოპერო მომღერალი,  წარმოშობით მოსკოვიდან იყო პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში გადავიდა. გამოდიოდა პარიზისა და მონტე-კარლოს საოპერო სცენებზე.  დედა - მილიცა ევგენიევნა ენვალდი (1899-1972), ბალერინა, რუსი გენერლის ევგენი  ენვალდის ქალიშვილი (1862-1925). მარინამ   ფსევდონიმი "ვლადი" მამის პატივსაცემად აიღო, მისი გარდაცვალების შემდეგ.

დები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  •  ოლგა (Olga de Poliakoff-Baïdaroff, 5 მაისი 1928 — 3 სექტემბერი 2009), ტელერეჟისორი, ცნობილი იყო ფსევდონიმით ოლგა ვარენი.
  •  ტანია (Tania de Poliakoff-Baïdaroff, 15 ივნისი 1930 — 23 ივნისი1980), მსახიობი, ფსევდონიმი- ოლგა ვერუსა.
  • მილიცა  (Militza de Poliakoff-Baïdaroff, 2 აპრილი1932 — 1 აგვისტო 1988), მსახიობი, ფსევდონიმი ელენ ვალიე.      

ქმრები და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1. მსახიობი და რეჟისორი რობერ ოსეინი (1955-1959 წწ. 23 დეკემბერი); ვაჟები: იგორი (ცხოვრობს საფრანგეთის პირენეებში) და პიტერი (პიერი, გიტარისტი და ბალალაიკა, ცხოვრობს სამხრეთ საფრანგეთში).

2. ჟან-კლოდ ბრიუეტი, მფრინავი და ავიაკომპანიის მფლობელი აფრიკაში (1963-1966); შვილი ვლადიმერი (ცხოვრობს ტაიტიზე)

3. პოეტი და მსახიობი ვლადიმერ ვისოცკი (1970-1980). ვლადის იყო ვისოცკის უკანასკნელი მეუღლე . არის ავტორი წიგნისა მოგონებებისა მის შესახებ - "ვლადიმერი, ან შეწყვეტილი ფრენა ..." (1987), ასევე მღეროდა  მის სიმღერებს მის მუსიკასა და ლექსებზე. 2006 წელს ვლადიმ, რეჟისორ ჟან ლუკ ტარდიესთან ერთად დადგა სპექტაკლი ფრანგულ ენაზე "ვლადიმერი, ან გაწყვეტილი ფრენა ..." ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით.[6]

4  ექიმი-ონკოლოგი ლეონ შვარცენბერგი (1981-2003)

ჯილდოები და ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 "Festival De CannesThe Conjugal Bed". festival-cannes.com. Retrieved 25 February 2009.
  2. 4th Moscoe International Film Festival (1965) moscowfilmfestival.ru (in Russian). Archived from the original on 16 January 2013. Retrieved 18 May 2015.
  3. Williams, James S. (10 October 2017). "Anne Wiazemsky obituary". The Guardian. ISSN 0261-3077[მკვდარი ბმული]. Retrieved 24 May 2019.
  4. Караев, Николай. "Марина Влади: Володя живет во мне – всегда". PostTimees. Retrieved 17 მაისი 2013.
  5. Abdulova, Julia. "Юлия Абдулова: "Родителей познакомил Высоцкий"". gazeta.ru. Retrieved 17 May 2013.
  6. Karayev, Nikolai. "Марина Влади: Володя живет во мне – всегда". Postimees (რუსულ ენაზე). Retrieved 17 May 2013.