მარიამ წიკლაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარიამ წიკლაური
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1960(1960-03-18) (64 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი, მთარგმნელი, მწერალი და საბავშვო მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი ლირიკა და მოთხრობა
Magnum opus მარადისობის რიტუალი
ჯილდოები გალა
საიტი armuri.georgianforum.com/t439-topic

მარიამ წიკლაური (დ. 18 მარტი, 1960) — ქართველი პოეტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია „გალას“ ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიამ გურამის ასული წიკლაური დაიბადა თბილისში, საქართველოში 1960 წლის 18 მარტს.

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ქიმიის ფაკულტეტი.

მუშაობდა პედაგოგად, სხვადასხვა გამომცემლობის რედაქტორად. რადიო „ივერიაში“ უძღვებოდა ორ საავტორო გადაცემას: „საუბრები საბავშვო ლიტერატურაზე“ და ლიტერატურული სალონი „ერთი საათი". კულტურის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების“ კურატორად. არის საერთაშორისო საგნმანათლებლო-ლიტერატურული პროექტების და ლიტერატურული ფესტივალების მონაწილე.

მარიამ წიკლაური არის „საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის - ლიბოს"[1] ერთ-ერთი დამაარსებელი. ეს ფონდი გახდა „ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის"[2] 2009 წლის ნომინანტი. იგი ინიციატორია საქართველოში „ქართული საბავშვო წიგნის დღის - 27 ოქტომბრის" დაწესებისა. არის ამავე ფონდის ეგიდით გამომავალი საბავშვო ლიტერატურული ალმანახის რედაქტორი.

„ქართველი პოეტი ქალები“ (ანთოლოგია), 2016

მარიამ წიკლაური არის ავტორი „ქართველი პოეტი ქალების“[3] ქართულ-ინგლისური ანთოლოგიისა[4], სადაც შესულია 32 ქართველი პოეტი ქალის ლექსები. ასევე არის გამომცემლობა „საუნჯის“ პროექტის „ბიბას“ („ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის“)[5] ავტორი და ხელმძღვანელი.

მარიამ წიკლაურის ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულში, ანთოლოგიაში, სახელმძღვანელოში. მისი ლექსები, თარგმანები, წერილები, ესეები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. მისი ლექსები თარგმნილია ლიტვურ, ინგლისურ, გერმანულ, შვედურ, უკრაინულ, იტალიურ, რუსულ, სომხურ, ჩეხურ, სლოვაკურ, პოლონურ ენებზე.

თავადაც მრავალი მთარგმნელობითი პროექტის მონაწილეა. თარგმნილი აქვს: ბერძნული, ჩინური, ნორვეგიული, ლიტვური, რუსული, ინგლისური, პოლონური, უკრაინული პოეზიის არაერთი ნიმუში.

მარიამ წიკლაურის ლექსები შესულია 2011 წლის "მსოფლიო პოეზიის ალმანახში" (World Poetry Almanac 2011, 180 Poets from 100 Countries)[6]. ასევე თანამედროვე ქართული პოეზიის იტალიურ და უკრაინულ ანთოლოგიებში.

მარიამ წიკლაური ცხოვრობს თბილისში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შეხვედრა, თბ. ბაკმი, 2000
  • შემომძახიან ლექსები, თბ. ბაკმი, 2001, ISBN 99928-910-0-9
  • ნისლის ფრთას გავშლი, თბ. თობალისი, 2006, ISBN 99940-3635-1
  • მეფარნე, თბ. ზენაარი, 2009, ISBN 978-9941-9058-1-0
  • თეთრი ხბორები, თბ. პეგასი, 2010, ISBN 978-9941-9146-5-2
  • მარადისობის რიტუალი, თბ. საუნჯე, 2012, ISBN 978-9941-9242-9-3
  • მზის დაუჯდომელი, თბ. საუნჯე, 2014, ISBN 978-9941-451-28-7
  • 100 ლექსი, თბ. ინტელექტი, 2014, ISBN 978-9941-454-64-6
  • დღეისდღე (ჩანაწერები), თბ. ინტელექტი, 2015, ISBN 978-9941-458-28-6
  • დაჯერებისთვის[7], თბ. elliti, 2016
  • ქუჩის გადაჭრა[8], თბ. ინტელექტი, 2018, ISBN 978-9941-482-35-9
  • HAPPY SOVIETICUS (მინიატურები), თბ. ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო, ISBN 978-9941-9609-5-6
  • სიყვარულის ჩიტი, თბ. „მერიდიანი“, 2021, ISBN 978-9941-34-047-5
  • რისკჯგუფი (პოეზია), 2021, გამომცემლობა „ინტელექტი“, ISBN 978- 9941-31-384-4

საბავშვო წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დედის ნამღერი ლექსი, 1997
  • წიკო-მიკო, 2000
  • ბრანდი-ბრუნდი, თბ. ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2005, ISBN 99940-27-66-2
  • ნატვრისთვლო მზისაო, თბ. პეგასი, 2009, ISBN 978-9941-9073-3-3
  • ნანინები (აუდიო-დისკით), თბ. პეგასი, 2009, ISBN 978-9941-9073-2-6
  • ქუჩა და შუქნიშანი, თბ. გორგა, 2010, ISBN 978-9941-9152-2-2
  • ვიმეგობროთ საპნის ბუშტთან, თბ. : გორგა, 2010, ISBN 978-9941-9152-1-5
  • გასაფერადებელი ლექსები, თბ. შემეცნება, 2010, ISBN 978-9941-9109-9-9
  • მხიარული ციფრები, თბ. : გორგა, 2010, ISBN 978-9941-9121-8-4
  • ჭიჭიტა, თბ. : ანბანი, 2011, ISSN 1987-7005; ISBN 978-99940-24-63-6
  • ზღაპარ იყო, თბ. : ანბანი, 2011, ISBN 978-9941-433-19-1
  • ანბანის სამეფო, თბ. საუნჯე, 2012, ISBN 978-9941-442-10-0
  • ქართული ანბანი, თბ. სულაკაური, 2013, ISBN 978-9941-15-754-7
  • მხიარული რეცეპტები, თბ, „სეზანი“, 2016, ISBN 978-9941-0-8600-7
  • უჩვეულო კვირადღე (პროზა), 2020, გამომცემლობა „ბაკმი“, ISBN 978-9941-483-21-9
  • რა ჰქვია შენს მეგობარს?, გამომცემლობა „შემეცნება“, ილუსტრატორი ნანული ბურდული, 2022, ISBN 978-9941-9753-1-8
  • ბარათები შემეცნებითი თამაშებისათვის სახალისო ლექსებით (30 ლექსი+ბარათი), ილუსტრატორი ნანა მელქაძე, გამომცემლობა „შემეცნება“, 2022, ISBN 978-9941-9752-7-1
  • ჩემი აფრიკელი ბებია (საბავშვო რომანი), ილუსტრატორი ირინა ცინცაძე, გამომცემლობა პალიტრა-L, 2022, ISBN 9789941352232
  • ჩვენი სახლი, ილუსტრატორი ნანიკო ბურდული, გამომცემლობა პალიტრა-L, 2023, ISBN 978-9941-35-646-9

წიგნები უცხო ენებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Камешек и волна[9] (ქართველი პოეტების ლექსები ბავშვებისათვის), გამომცემლობა „დეტგიზი“, სანქტ-პეტერბურგი, 2015, ISBN 978-5-85388-082-5
  • მე ბევრი ვარ (ქალების ხმა საქართველოდან), 12 ქართველი პოეტი ქალის ლექსების კრებული, მთარგმნელი საბინე შიფნერი, პროექტის ავტორი ირმა შიოლაშვილი, გამომცემლობა პოპ-ვერლაგი, 2018, ISBN 978-3-86356-230-4
  • Ein außergewöhnlicher Sonntag / უჩვეულო კვირადღე[10], საბავშვო ლექსები, მთარგმნელი ირმა შიოლაშვილი, გამომცემლობა პოპ-ვერლაგი, 2020, ISBN 978-3-86356-312-7
  • უსაზღვროდ. თანამედროვე ქართველი ქალების პროზა[11], 13 ქალის მოთხრობების კრებული, მთარგმნელი ირმა შიოლაშვილი, გამომცემლობა პოპ-ვერლაგი, 2021, ISBN 978-3-86356-332-5
  • Una Domestika Insolita, Giuliano Landolfi Editore, 2021, ISBN 978-88-6644-591-3
  • Sausas Mėnulio veidas. Šiuolaikiniai Sakartvelo moterų apsakymai[12] (მთვარის მშრალი სახე. ქართველ ქალთა თანამედროვე მოთხრობები) ლიტუანიურად, 2021, ISBN 978-609-425-308-9
  • Je suis nombreuses - Quinze poètes géorgiennes[13] (მე ბევრი ვარ - 15 ქართველი პოეტი), ფრანგულად თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძე, გამომცემლობა L’inventaire, პარიზი, 2021, ISBN 978-2-35597-046-7

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მისუძუ კანეკო — იაპონური ექო - მისუძუ კანეკოს დაკარგული ლექსები, თბ. „სეზანი“, 2023, ISBN 978-9941-8-5469-9
  • ნატალია ტროხიმი — მცხრალი მზე („ლიტერატურა საზღვრებს გარეშე“), თბ. „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო“, 2018, ISBN 978-9941-955-44-0
  • გიორგოს სეფერისი — შემობრუნება („ნობელიანტები“), თბ. „ინტელექტი“, 2015, ISBN 978-9941-454-52-3
  • ოდისეას ელიტისი — შვიდი დღე მარადისობისთვის, („ნობელიანტები“), თბ. ინტელექტი, 2015, ISBN 978-9941-454-53-0
  • ვლადას ბრაზიუნასი — დღის გახსნა, თბ. ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო, 2018, ISBN 978-9941-9554-9-5
  • იოჰან ლუდვიგ რუნებერგი — მედროშე სტოლის ნაამბობი (ჰეროიკული პოემა), შვედურიდან ბწკარედები თარგმნა ნათია მერებაშვილმა, პოეტური თარგმანი მარიამ წიკლაურის, თბ. გამომცემლობა MTP, 2021, ISBN 978-9941-2-7821-1

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლიტერატურული კონკურსის „შოთაობა“ დიდი პრიზი (გრან-პრი), სანდრა რულოვსის სპეციალური პრემია, ლექსისათვის „ოქროს თევზი“, 2009
  • მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემია საბავშვო ლიტერატურაში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, 2010
  • საბავშვო წიგნის მეორე ფესტივალის პრიზი "წლის საუკეთესო საბავშვო წიგნის ავტორობისთვის ("გასაფერადებელი ლექსები, გამომცემლობა "შემეცნება“), 2010
  • პოეტ ქალთა კონკურსის "ხვარამზეობა“ პრემია, 2011
  • პრემია „გალა“ ნომინაციაში: „წლის საუკეთესო წიგნი“, ლექსების კრებულისათვის „თეთრი ხბორები“, 2011
  • წმინდა ნინოს ფესტივალის გამარჯვებული, 2011
  • ფესტივალის „ქართული სული“ პრიზი და მედალი, 2012
  • ლიტერატურული კონკურსის „შოთაობა“ პირველი პრემია, 2012
  • ლიტერატურული პრემია „საგურამო“ პოეზიის ნომინაციაში, 8 ნოემბერი, 2013
  • ლიტერატურული პრემია „ხვარამზეობის“ ლაურეატი, 2015, 2016
  • გოდერძი ჩოხელის სახელობის პრემია „ერთგულების“ პრიზიორი მინიატურულ პროზაში, 2014, 2015, 2016
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია ნომინაციაში: „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“, წიგნისათვის „მხიარული რეცეპტები“, 2017
  • წარდგენილი ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე (Astrid Lindgren Memorial Award, ALMA), 2019[14] და ასევე 2010, 2020, 2021, 2022 წლებში
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია ნომინაციაში: „საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი“, სატელევიზიო პროექტისთვის „კლუბი დო“ (ნინო ჩხიკვაძესთან ერთად), 2019
  • საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო შემეცნებითი-საგანმანათლებლო წიგნი“ წიგნისათვის „უჩვეულო კვირადღე“, 2021
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია წიგნისათვის „უჩვეულო კვირადღე“, 2021
  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურული პრემია „ანა“ წიგნისათვის „რისკჯგუფი“, 2022
  • იაკობ გოგებაშვილის პრემია საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისათვის, 2023

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბელა ჩეკურიშვილი „სვლა მა­რა­დი­უ­ლი და რი­ტუ­ა­ლუ­რი“, გაზეთი „24 საათი“, 21 აპრილი
  • მაია ჯალიაშვილი „პოეზია — სამყაროს სიზმრის ახსნა“[15]
  • ნონა კუპრეიშვილი „ცისპირიდან გადაწერა“, წიგნიდან „სიტყვის დეგუსტაცია“, თბილისი, 2013, ISBN 978-9941-442-56-8
  • ნატა ვარადა „ერთი გვარის მთისშვილობისკენ, სიტყვების ფარდაგის გზამკვლევი“, წიგნიდან „ესეც ესე“[16]
  • სოფიო ჯაფარიძე „ჩემი საყვარელი დევები“[17]
  • ნინო ჩხიკვიშვილი „ჩინებული მემკვიდრე“[18]
  • გიორგი კაკაბაძე „დაბრუნება“, „ლიტერატურული გაზეთი“, # 78, 6-19 ივლისი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი — ლიბო"
  2. ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის ჯილდო (ინგლ.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-08. ციტირების თარიღი: 2012-11-14.
  3. ქართველი პოეტი ქალები (ქართულ-ინგლისური ანთოლოგია)
  4. გამოიცა ქართულ-ინგლისური ანთოლოგია „ქართველი პოეტი ქალები“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-02. ციტირების თარიღი: 2017-03-31.
  5. „ბიბა“ - ბავშვების მეგზური წიგნის სამყაროში
  6. „მსოფლიო პოეტური ალმანახი“ (ინგლ.)
  7. დაჯერებისთვის
  8. ქუჩის გადაჭრა
  9. „კენჭი და ტალღა“ (რუსულად)
  10. Mariam Tsiklauri / მარიამ წიკლაური: Ein außergewöhnlicher Sonntag / უჩვეულო კვირადღე
  11. Grenzenlos. Zeitgenössische Prosa von Frauen aus Georgien
  12. Sausas Mėnulio veidas. Šiuolaikiniai Sakartvelo moterų apsakymai (ლიტუანიურად)
  13. Je suis nombreuses - Quinze poètes géorgiennes (ფრანგულად)
  14. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ლინდგრენის პრემიაზე მარიამ წიკლაური და გიორგი ჩაჩანიძე წარადგინა
  15. მარიამ წიკლაურის ლექსების კრებულზე თეთრი ხბორები
  16. ნატა ვარადა „ესეც ესე“
  17. ჩემი საყვარელი დევები
  18. ჩინებული მემკვიდრე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-07. ციტირების თარიღი: 2017-03-31.