მარია საქსენ-ალტენბურგელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია საქსენ-ალტენბურგელი
მშობლიური სახელი Marie von Sachsen-Altenburg
დაბადების თარიღი 14 აპრილი, 1818
ჰილდბურგჰაუზენი, თიურინგია
გარდაცვალების თარიღი 9 იანვარი, 1907 (88 წლის)
გმუნდენი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
დაკრძალულია გმუნდენი, ავსტრია
მეუღლე(ები) ჯორჯ V
შვილ(ებ)ი ერნესტ ავგუსტუს II ჰანოვერელი
პრინცესა ფრედერიკა
პრინცესა მარია
მშობლები მამა: იოზეფ საქსენ-ალტენბურგელი
დედა: ამელია ვიუტემბერგელი

მარია საქსენ-ალტენბურგელი (სრული სახელი ალექსანდრა მარია ვილჰელმინა ეკატერინე შარლოტ ტერეზა ჰენრიეტა ლუიზ პაულინ ელისაბედ ფრედერიკა გეორგინა გერმ. Alexandrina Mary Wilhelmina Catherine Charlotte Theresa Henrietta Louise Pauline Elizabeth Frederica Georgina; დ. 14 აპრილი, 1818 — გ. 9 იანვარი 1907) — ჰანოვერის სამეფოს დედოფალი და ჯორჯ V-ის მეუღლე. მეფე ჯორჯ III-ის და დედოფალ შარლოტ მეკლებურგელის შვილიშვილი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი მარია ოჯახთან ერთად

მარია დაიბადა ჰილდბურგჰაუზენში, როგორც პრინცესა მარია ჰილდბუგჰაუზენი. ის იყო ჰილდბუგჰაუზენის მემკვიდრე პირცნის, იოზეფის და ჰერცოგინია ამელიას უფროსი ქალიშვილი. 1826 წელს ოჯახის გადავიდა ალტენგურგის გვარზე რათა მიეღოთ ტერიტორიები და დიდძალი ქონება, რის შედეგადაც მარია იწოდებოდა საქსენ-ალტენბურგის პრინცესად.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1843 წლის 18 თებერვალს მარია დაქორწინდა ჰანოვერის სამეფოს კრონპრინც ჯორჯზე. მათ შეეძინათ სამი შვილი — პრინცი ერნესტ ავგუსტი, პრინცესა ფრედერიკა და პრინცესა მარია.

ჰანოვერის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1851 წლის 18 ნოემბერს ერნესტ ავგუსტ Iის გარდაცვალების შემდეგ, წყვილი მეფედ და დედოფლად გამოცხადდა. 1866 წელს მარიას მეუღლე გადასახლებაში იმყოფებოდა იმ მიზიზით, რომ ავსტრო-პრუსიის ომში, იგი მხარს ავსტრიას უჭერდა, რის შედეგადაც 1866 წლის 20 სექტემბერს სამეფო პრუსიამ შეიერთა. მიუხედავად ამისა, ჯორჯი არასოდეს გადამდგარა ტახტიდან; ის, მარია და მათი შვილები გადასახლებში ცხოვრობდნენ გმუნდენში, ავსტრიაში ჯორჯის გარდაცვალებამდე 1878 წელს. 1872 წლის 18 სექტემბერში დედოფალი მარია გადა დედოფალი ვიქტორიას შვილიშვილის, პრინცესა მარია ავგუსტენბურგელის ნათლია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Georg (Kronprinz von Hannover): Denkmal gesetzt der Vermählung ... Georg[s] von Hannover mit Ihrer Durchlaucht der Prinzessin Marie von Altenburg, Herzogin zu Sachsen, 1843 (Digitalisat)
  • Wilhelm Rothert: Allgemeine Hannoversche Biografie Band 1: Hannoversche Männer und Frauen seit 1866, Sponholtz, Hannover 1912, S. 219–224
  • Ingrid Spitzbart: König Georg V. von Hannover und seine Familie im Gmundener Exil. Seiten 67-80 in: Gudrun Keindorf und Thomas Moritz (Hrsg. im Auftrag des Vereins "Freunde der Burg Plesse" e.V.): "Größer noch als Heinrich der Löwe." König Georg V. von Hannover als Bauherr und Identitätsstifter. Begleitband zur Ausstellung. Staats- und Universitätsbibliothek Göttingen, Paulinerkirche. Mecke Verlag, Duderstadt 2003. ISBN 3-936617-16-3
  • Local-Nachrichten. Im Schlosse Weilburg sind anwesend…. In: Badener Bezirks-Blatt, 11. Juni 1881, S. 2 (Online bei ANNO)
  • Local-Nachrichten. Hoher Badegast.. In: Badener Bezirks-Blatt, 11. Juni 1881, S. 2 (Online bei ANNO)
  • Horst-Peter Wolff: Biographisches Lexikon zur Pflegegeschichte, S. 190 f.