მარია მაგდალინა ავსტრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია მაგდალინა ავსტრიელი
ტოსკანის დიდ ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 17 თებერვალი 1609
მმართ. დასასრული: 28 თებერვალი 1621
წინამორბედი: კრისტინა ლოთარინგიელი
მემკვიდრე: ვიტორია დელა როვერე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 7 ოქტომბერი 1589
დაბ. ადგილი: გრაცი, ავსტრია
გარდ. თარიღი: 1 ნოემბერი 1631 (42 წლის)
გარდ. ადგილი: პასაუ, ბავარია
მეუღლე: კოზიმო II მედიჩი
შვილები: ფერდინანდო II, ტოსკანის ჰერცოგი
კარდინალი ჯან კარლო
მარგერიტა, პარმის ჰერცოგინია
მატაისი, სიენის გრაფი
ფრანჩესკო მედიჩი
ანა, ავსტრიის ერცჰერცოგინია
ლეოპოლდო, სიენის გრაფი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: კარლ II, ავსტრიის ერცჰერცოგი
დედა: მარია ანა ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია მაგდალინა ავსტრიელი (გერმ. Maria Magdalina von Österreich, იტალ. Maria Maddalena d'Austria; დ. 7 ოქტომბერი 1589, გრაცი, ავსტრია — გ. 1 ნოემბერი 1631, პასაუ, ბავარია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ II-ისა და მისი ცოლის, მარია ანა ბავარიელის უმცროსი ქალიშვილი. 1608 წელს ცოლად გაჰყვა ტოსკანის დიდ ჰერცოგ კოზიმო II მედიჩის, რომელთანაც 8 შვილი შეეძინა. 1621 წელს, კოზიმოს გარდაცვალების შემდეგ, იგი თავის დედამთილ კრისტინა ლოთარინგიელთან ერთად გახდა თავისი ვაჟის ფერდინანდო II-ის რეგენტი. რეგენტის სტატუსის შეჩერების შემდეგ, 1628 წელს იგი პასაუში თავის ძმასთან გაემგზავრა და იქვე გარდაიცვალა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია მაგდალინა ავსტრიელი დაიბადა 1589 წლის 7 ოქტომბერს, ავსტრიის დედაქალაქ გრაცში. მისი მშობლები იყვნენ ავსტრიის ერცჰერცოგი კარლ II და მისი ცოლი, მარია ანა ბავარიელი. იგი და-ძმებთან ერთად სამეფო სასახლეში იზრდებოდა და იღებდა საუკეთესო განათლებას.

1608 წელს მარია მაგდალინა დაქორწინდა ტოსკანის პრინც კოზიმო მედიჩიზე, რომელიც იყო ტოსკანის ჰერცოგ ფერდინანდო II-ისა და მისი ცოლის, კრისტინა ლოთარინგიელის ვაჟი. კოზიმოსა და მარია მაგდალინას ქორწინება მოეწყო ესპანეთში, რომლის დედოფალიც მარია მაგდალინას და, მარგარეტ ავსტრიელი იყო. ამ დროისათვის ესპანეთს მტრული დამოკიდებულება ჰქონდა ტოსკანასთან რადგან იგი ესპანეთის დაუძინებელი მტრის, საფრანგეთის ერთგული მოკავშირე იყო.[1]

მას და კოზიმოს საკმაოდ კარგი ქორწინება ჰქონდათ, რომლიდანაც მათ 8 შვილი შეეძინათ. 1621 წელს ახალგაზრდა კოზიმო გარდაიცვალა, ჰერცოგი კი მისი და მარია მაგდალინას 10 წლის ვაჟი ფერდინანდო II გახდა. მისი მცირეწლოვანების გამო რეგენტად დაინიშნა მარია მაგდალინა და ასევე მისი დედამთილი, ფერდინანდო I-ის ქვრივი კრისტინა ლოთარინგიელი. მარია მაგდალინაც და კრისტინაც საკმაოდ ტემპერამენტიანი და პაპისტი მმართველები აღმოჩნდნენ. მათი ერთობლივი მმართველობისას ტოსკანაში კათოლიკე სასულიერო პირების რაოდენობა გაორმაგდა[2]. მას შემდეგ რაც ურბინოს ბოლო ჰერცოგი გარდაიცვალა, მას მხოლოდ ერთი მემკვიდრე, ქალიშვილი ვიტორია დელა როვერე დარჩა. მათ ფერდინანდო და ვიტორია დააქორწინეს და ამ გზით დაუმორჩილებელი ურბინო სამუდამოდ შემოიერთეს. 1626 წელს პაპის ნებართვით მათ აკრძალეს ტოსკანელი ხალხისთვის განათლების მიღება ტოსკანის საზღვრებს გარეთ. მოგვიანებით ეს აკრძალვა გააუქმა მარია მაგდალინას შვილიშვილმა კოზიმო III-მ.[3] 1627 წელს ქვრივმა ჰერცოგინიამ, მარია მაგდალინამ ფერდინანდო ევროპაში გააგზავნა სამოგზაუროდ. [4]

მარია მაგდალინა ავსტრიელი გარდაიცვალა 1631 წლის 1 ნოემბერს, 42 წლის ასაკში, ქალაქ პასაუში, თავის ძმასთან ლეოპოლდთან სტუმრობისას.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარია კრისტინა მედიჩი (24 აგვისტო 1609 - 9 აგვისტო 1632), მას ჰქონდა ფიზიკური დეფორმაციები და იყო გონებრივად ჩამორჩენილი;
  2. ფერდინანდო II მედიჩი (14 ივლისი 1610 - 23 მაისი 1670), ტოსკანის დიდი ჰერცოგი, დაქორწინდა ვიტორია დელა როვერეზე.
  3. ჯან კარლო მედიჩი (24 ივლისი 1611 - 23 იანვარი 1633), კარდინალი;
  4. მარგერიტა მედიჩი (31 მაისი 1612 - 6 თებერვალი 1679), დაქორწინდა პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ ოდოარდო ფარნეზეზე;
  5. მატაის მედიჩი (9 მაისი 1613 - 14 ოქტომბერი 1667), სიენის გრაფი;
  6. ფრანჩესკო მედიჩი (16 ოქტომბერი 1614 - 25 ივლისი 1634);
  7. ანა მედიჩი (21 ივლისი 1616 - 11 სექტემბერი 1676), დაქორწინდა ავსტრიის ერცჰერცოგ ფერდინანდ კარლ ჰაბსბურგზე;
  8. ლეოპოლდო მედიჩი (6 ნოემბერი 1617 - 10 ნოემბერი 1675), კარდინალი და სიენის გრაფი.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Acton, Harold: The Last Medici, Macmillan, London, 1980.
  • Strathern, Paul: The Medici: Godfathers of the Renaissance, Vintage books, London, 2003.
  • Hale, J.R.: Florence and the Medici, Orion books, London, 1977.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hale, p 151
  2. Acton, p 111
  3. Acton, p 192
  4. Strathern, p 375