მარი ლაფორე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარი ლაფორე

მარი ლაფორე ვენეციის 54-ე კინოფესტივალზე-1994 წ.
დაბადების თარიღი მაიტენა მარი ბრიჯიტ დუმენაკი
სულაკ-სიურ-მერი, ჟირონდი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 2 ნოემბერი, 2019 (80 წლის)
ჟენოლიე, შვეიცარია
დაკრძალულია პარიზი, პერ-ლაშეზის სასაფლაო
მოქალაქეობა

საფრანგეთის დროშა საფრანგეთი (1929-1978);

შვეიცარიის დროშა შვეიცარია (1978-2019)
პროფესია მსახიობი, მომღერალი
აქტიური 1958-2008

მარი ლაფორე (ფრ. Marie Laforêt,  ნამდვილი სახელი მაიტენა მარი ბრიჯიტ დუმენაკი (დუმენაში), ფრ. Maïtèna Marie Brigitte Doumenach; 5 ოქტომბერი 1939, სულაკ-სიურ-მერი, ჟირონდა, საფრანგეთი— 2 ნოემბერი 2019, ჟენოლიე, ნიონი, ვო, შვეიცარია) — ფრანკო-შვეიცარიელი მომღერალი და მსახიობი.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიტენა დუმენაკი დაიბადა 1939 წლის 5 ოქტომბერს, ჟორონდის ფრანგული დეპარტამენტის ქალაქ სულაკ-სიურ-მერში, ინჟინერ-მათემატიკოსის, სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის თანამშრომლის, ჟან ეჟენ დენის დუმენაკის (ფრ. Jean Eugène Denis Douménach; 1909—1983) და დიასახლის მარია- ლუიზა სენ-ჟილის (ფრ. Marie Louise Saint Guily; 1912—1993) ოჯახში.  სახელი  მაიტენა ბასკური წარმოშობისაა და ნიშნავს "საყვარელს"; იგი საკმაოდ გავრცელებულია აკვიტანიაში. მეორე სახელი, მარი, დედის,  ასევე მაიტენას დეიდის - მარი-ტერეზის (ფრ.Marie-Thérèse) პატივსაცემად დაარქვეს. გვარი დუმენაკი კატალონიურია: მარი ლაფორეტის მამის ოჯახი ცხოვრობდა აღმოსავლეთ პირენეის სოფელ ოლეტში.[1][2][3]

მომღერლის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წელი

მომავალი მომღერლის კარიერა შემთხვევით დაიწყო. 19 წლის ასაკში მაიტენამ, მომზადების გარეშე, მონაწილეობა მიიღო ევროპის N 1 რადიოსადგურში გამართულ  კონკურსში "ვარსკვლავის დაბადება". კონკურსში მონაწილეობა მის დას უნდა მიეღო, მაგრამ ავად გახდა და მაიტენამ შეცვალა. შემთხვევითობა წარმატებული აღმოჩნდა და ახალგაზრდა მომღერალმა გაიმარჯვა კონკურსში. მალე, 1963 წელს, მარი ლაფორემ ჩაწერა სიმღერა, რომელიც გახდა მისი პირველი ნამდვილი ჰიტი - დენიელ ჯერარდის Les vendanges de l'amour „(სიყვარულის მოსავალი“). შემდეგი პოპულარული ჰიტი იყო Manchester et Liverpool(1967, საკმაოდ ცნობილი მელოდია ყოფილი საბჭოთა მსმნელებისათვის, რადგან პროგრამა "ვრემიას" ამინდის პროგნოზი, სწორედ ამ მუსიკით მთავრდებოდა.ასევე 60-70იან წლებში ჩაწერა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა Ivan, Boris et moi, Viens Viens და სხვები.[4][5]

1994 წელი

 მისი მოულოდნელი პოპულარობა დიდწილად განპირობებული იყო  განსაკუთრებული მანერითა და სტილით, რომელიც  აბსოლუტურად განსხვავდებოდა 1960-იანი წლების მუსიკალური მოდისგან. მარი ლაფორეს სიმღერებს საერთო არაფერი ჰქონდათ მხიარულ საცეკვაო სტილ "ye-ye" - სთან, რომელმაც იმ დროს საფრანგეთის სცენა დაიპყრო.

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წელს დები დუმენაკები თეატრში წავიდნენ მოსმენაზე, სადაც მარი შენიშნა რეჟისორმა რენე კლემენტმა.  იგი  ეძებდა მთავარი როლის შემსრულებელს თავისი ახალი დეტექტიური ფილმისთვის "თაკარა მზეში". ამ სურათში მარიმ ალენ დელონთან ერთად ითამაშა. ფილმის გამოსვლის შემდეგ მსახიობმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1961 წელს იგი დაქორწინდა ჟან-გაბრიელ ალბბიკოკოზე, რომელმაც იგი გადაიღო მის ზოგიერთ ნამუშევარში, მათ შორის იყო ფილმი"ოქროსთვალა გოგონა". გადაღებული ონორე დე  ბალზაკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.  მსახიობი მონაწილეობდა 32 ფილმში. უფრო გვიანდელ პერიოდში მარი ლაფორემ ითამაშა ფილმებში: "ავანტურისტები"(1984), "მხიარული აღდგომა"(1984) ჟან პოლ ბელმონდოსთან ერთად და "რვაფეხა-3"(1987).

გვიანდელი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერ-ლაშეზი- პარიზი

1978 წელს მომღერალი საცხოვრებლად ჟენევაში გადავიდა, შვეიცარიის მოქალაქეობა მიიღო. მან იქვე გახსნა სამხატვრო გალერეა და მთლიანად ჩამოსცილდა მუსიკას.[6]

მომდევნო 30 წლის განმავლობაში მარი ლაფორე თითქმის აღარ ასრულებდა სიმღერებს და არ მართავდა  სოლო  კონცერტებს. მან თავი კინოს და თეატრს მიუძღვნა. 1999 წელს ლაფორე ტრიუმფალურად გამოვიდა თეატრის სცენაზე მარია კალასის როლში.  1990-იანი წლების დასაწყისში მან ჩაწერა დისკი, რომელიც შედგებოდა საკუთარი კომპოზიციისა და სიმღერებისაგან, დაკავებული იყო ჟურნალისტიკით. 2005 წელს, 30 წლიანი პაუზის შემდეგ, იგი  დაუბრუნდა სიმღერას და რამდენიმე კონცერტი გამართა. 2007 წელს  გამოსამშვიდობებელი ტურნე დააანონსა, რომელიც მოგვიანებით ჯანმრთელობის გაუარესების გამო გააუქმა.[7]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანგი მსახიობი და მომღერალი მარი ლაფორე გარდაიცვალა შვეიცარიის ქალაქ ჟენოლიერის კლინიკურ საავადმყოფოში 81 წლის ასაკში 2019 წლის 2 ნოემბერს. ფართო საზოგადოებისთვის გარდაცვალების მიზეზი არ გამოცხადებულა. 7 ნოემბერს პარიზის სენტ-ევსტაშის ტაძარში ჩატარებული პანაშვიდის შემდეგ, ლაფორე დაკრძალეს პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით.[8]

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pierre Fageolle & Egon Kragel, Marie Laforêt , éd. ... Car rien n'a d'importance, 1994
  • Pierre Saka, Yann Plougastel (dir.), La Chanson française et francophone, Guide Totem, Larousse/HER, 1999 (ISBN 2-03-511346-62-03-511346-6)
  • Alain Wodrascka, Marie Laforêt - La femme aux cent visages, éd. L'Étoile du Sud, 1999
  • Alain Wodrascka, Marie Laforêt - Portrait d'une star libre, éd. Didier Carpentier, 2009 (ISBN 978-2-84167-612-5[მკვდარი ბმული])

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "a statistics of the name Maitena". Aufeminin.com. 15 September 2006. Retrieved 1 November 2011.
  2. "in an interview for VSD". Vsd.fr. Archived from the original on 29 September 2011. Retrieved 1 November 2011.
  3. R. Zebulun a book about Soulac
  4. interview in a TV program Family, I love you – in French
  5. "accessed 20 October 2010". 10 July 2010. Retrieved 1 November 2011 – via YouTube.
  6. https://www.washingtonpost.com/local/obituaries/marie-laforet-french-singer-and-actress-with-the-golden-eyes-dies-at-80/2019/11/03/f42ebaba-fe55-11e9-8bab-0fc209e065a8_story.html[მკვდარი ბმული]
  7. Gavillet, Pascale. Pour Marie Laforêt, depuis 1978, c’était «Genève ou bien…». Tribune de Genève (ფრანგ.) (3 ნოემბერი 2019). მიმართვის თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  8. https://www.gala.fr/l_actu/news_de_stars/marie-laforet-sa-fille-revele-les-causes-de-sa-mort_456811[მკვდარი ბმული]