მარგო რობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგო რობი

მარგო რობი 2018 წელს
მშობლიური სახელი Margot Robbie
დაბადების სახელი მარგო ელის რობი
დაბადების თარიღი 2 ივლისი, 1990 (1990-07-02) (33 წლის)
დელბი, კუინზლენდი, ავსტრალია
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საქმიანობა მსახიობი, პროდუსერი
აქტიური 2008–დღემდე
მეუღლე(ები) ტომ ეკერლი (იქ. 2016)
მშობლები მამა: დაგლას რობი
დედა: სარი კესლერი

მარგო ელის რობი (ინგლ. Margot Elise Robbie; /ˈmɑːrɡ ˈrɒbi/; დ. 2 ივლისი, 1990)[1][2][3]ავსტრალიელი მსახიობი. მიღებული აქვს ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები. 2017 წელს მარგო რობი მოხვდა ჟურნალ „ტაიმის“ მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.[4] კარიერა დაიწყო 2000-იანებში, დამოუკიდებელ კინოფილმებში მონაწილეობით. 2008-2011 წლებში თამაშობდა საპნის ოპერაში „მეზობლები“ — როლმა მას „ლოგის“ ორი ნომინაცია მოუტანა.

აშშ-ში დასახლების შემდეგ რობი მონაწილეობდა ABC-ის ტელესერიალში „პანამი“ (2011–2012). 2013 წელს შედგა მისი დებიუტი დიდ ეკრანზე, რიჩარდ კერტისის რომანტიკულ კომედიურ დრამატულ ფილმში „დროის შესახებ“. რობიმ ამავე წელს ითამაშა მარტინ სკორსეზეს ბიოგრაფიულ შავ კომედიაში „უოლ-სტრიტის მგელი“. 2015-ში მონაწილეობა მიიღო დრამატულ კომედიურ „ფოკუსში“, დრამატულ „ფრანგულ სუიტაში“ (მეორე მსოფლიო ომის შესახებ) და სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში „ზ ნიშნავს ზაქარიას“. იმავე წელს მან საკუთარი თავი შეასრულა „დიდ შემცირებაში“. 2016 წელს განასახიერა ჯეინ პორტერი სათავგადასავლო „ტარზანის ლეგენდაში“ და ჰარლი კუინი სუპერგმირულ „თვითმკვლელთა რაზმში“

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2008 ვიჯილანტე Vigilante კასანდრა
2008 მიმოხილვა მაილზ ბარლოუსთან Review with Myles Barlow კელი
2008–პრინსცესა სპილოების პრინსცესა The Elephant Princess ბატერფლაი
2008 მკვლელობის განყოფილება City Homicide კეიტლინ ბრენტფორდი
2008–2011 მეზობლების Neighbours დონა ფრიდმანი
2009 გხედავ I.C.U ტრისტან უოტერსი
2009–2011 პანამი Pan Am ლორა კამერონი
2013 სიყვარულის დრო ABOUT TIME შარლოტა
2013 უოლ-სტრიტის მგელი The Wolf of Wall Street ნაომი ლაპალია
2015 დფ Top Gear Top Gear თვითონ
2015 Z - ნიშნავს ზახარიას Z for Zachariah ენ ბურდენი
2015 ფოკუსი Focus ჯეს ბარეტი
2015 ფრანგული სიუიტა Suite Française სელინი
2015 დიდი შემცირება The Big Short თვითონ
2016 ვისკი ტანგო ფოქსტროტი Whiskey Tango Foxtrot ტანია ვანდერპოლი
2016 ლეგენდა ტარზანზე The Legend of Tarzan ჯეინ პორტერი
2016 თვითმკვლელთა რაზმი Suicide Squad ჰარლი კვინი
2017 ნახვამდის კრისტოფერ რობინ Goodbye Christopher Robin დაფნა მილნი
2017 მე, ტონია I, Tonya ტონია ჰარდერი
2018 კურდღელი პიტერის თავგადასავალი Peter Rabbit ფლოპსი
2018 ფლოპსი Flopsy Turvy ფლოპსი
2018 ტერმინალი Terminal ენი
2018 სლაზერჰაუსის წესები Slaughterhouse Rulez ოდრი
2018 მერი – შოტლანდიის დედოფალი Mary Queen of Scots ელისაბედ I
2019 ოცნების სამყარო Dreamland ელისონ უელსი
2019 ერთხელ ჰოლივუდში Once Upon a Time in Hollywood შერონ ტეიტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Happy Birthday Margot Robbie. Neighbours official site (Freemantle Media) (1 ივლისი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 September 2008. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2008.
  2. Marcus, Stephanie. (13 მაისი, 2016) We Can Prove Margot Robbie Isn't Lying About Her Age. The Huffington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი, 2016. ციტირების თარიღი: 14 მაისი, 2016.
  3. Finger, Bobby. (16 მაისი, 2016) After All That, Margot Robbie Is Definitely 25. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-17. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2016.
  4. „Riz Ahmed cover star for Time magazine's 100 most influential“. BBC News. 21 აპრილი, 2017. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)