მარგარეტ ჰამილტონი (მეცნიერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარეტ ჰამილტონი

ჰამილტონი 1995 წელს
დაბადების სახელი მარგარეტ ჰიფილდი
დაბადების თარიღი 17 აგვისტო, 1936 (1936-08-17) (87 წლის)
პაოლი, ინდიანა, აშშ.
განათლება ერლემის უნივერსიტეტი
მიჩიგანის უნივერსიტეტი
საქმიანობა „ჰამილტონის ტექნოლოგიების“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
კომპიუტერული მეცნიერი
მეუღლე(ები) ჯეიმზ კოქს ჰამილტონი (განქორწინებული)
ნათესავები ჯეიმზ კოქს ჩემბერსი (სიძე)
ჯილდოები თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი[1]

მარგარეტ ჰიფილდ ჰამილტონი (დ. 17 აგვისტო, 1936[2]) — ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერი, პროგრამების ინჟინერი და ბიზნესმენი. ის იყო პროგრამული ინჟინერიის განყოფილების დირექტორი[3] მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინსტრუმენტალურ ლაბორტორიაში, სადაც შექმნა კიდეც აპოლოს კოსმოსში გასაფრენად საჭირო პროგრამა[3]. 1986 წელს გახდა „ჰამილტონის ტექნოლოგიების“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კემბრიჯში, მასაჩუსეტსში[4]. ჰამილტონმა გამოაქვეყნა 130-ზე მეტი ნაშრომი, 60-ზე მეტი პროექტის მოხსენება და 6 ძირითადი პროგრამა, რაშიც თვითონ უშუალოდ მონაწილეობდა. 2016 წლის 22 ნოემბერს მარგარეტ ჰამილტონი NASA-ს აპოლოს მთვარის მისიაში წამყვანი როლისათვის აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ დაჯილდოვდა თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით[1][5].

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტ ჰიფილდი დაიბადა პაოლიში, ინდიანას შტატში, კინეტ ჰიფილდისა და რუთ ესთერის ოჯახში[6]. ჰენკოკის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ 1955 წელს სწავლობდა მათემატიკას მიჩიგანის უნივერსიტეტში, სადაც ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა[7][8]. მოკლე პერიოდის განმავლობაში უმაღლეს სკოლაში ასწავლიდა მათემატიკასა და ფრანგულს, რათა დაეფინანსებინა ქმრის განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში. გარკვეული ხნის შემდეგ კი გადასახლდა ბოსტონში, მასაჩუსეტსში, ბრანდეისის უნივერსიტეტში აბსტრაქტული მათემატიკის შესასწავლად. მას ტექნოლოგიური სამყაროს შეცნობის გარდა სხვა ინტერესიც ჰქონდა და თვლიდა, რომ მამამისმა, რომელიც იყო ფილოსოფოსი და პოეტი და ბაბუამ (სკოლის დირექტორი) მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინეს მისი ფილოსოფიისკენ სწრაფვაზე[9]. 1961 წლიდან 1963 წლამდე მარგარეტი მუშაობდა SAGE პროექტზე ლინკოლნის ლაბორატორიაში, სადაც პროგრამა AN/FSQ-7 computer (the XD-1)-ის ერთ-ერთი შემქმნელთაგანი იყო, იმ მოწყობილობისათვის, რომელსაც უნდა აღმოეჩინა მტრულად განწყობილი სამხედრო თვითმფრინავები.

NASA[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰამილტონი 1969 წელს, დგას იმ სანავიგაციო პროგრამის გვერდით, რომელიც მან და მისმა გუნდმა პროექტ აპოლოსათვის შეიმუშავეს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში
ჰამილტონი ასრულებს მოვალეობას, როგორც აპოლოს მთავარი პროგრამული დიზაინერი

ჰამილტონი შემდგომში შეუერთდა ჩარლზ სტარკ დრეიპერის ლაბორატორიას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც მიმდინარეობდა აპოლოს კოსმოსურ მისიაზე მუშაობა[10]. ჰამილტონის გუნდის მიზანი იყო შეექმნათ ხომალდის შიდა საფუნქციონირო პროგრამა[11], რომელიც შეიცავდა სხვადასხვა მეცნიერის მიერ დამუშავებულ ალგორითმებს[3][12]. გუნდის მეორე ნაწილი კონცენტრირებული იყო პროგრამის შეცდომის აღმომჩენი და გამომოსწორებელი ნაწილის დამუშავებასა და დახვეწაზე[13]. მარგარეტმა შესანიშნავი გამოცდილება მიიღო იმ პერიოდში, როდესაც კომპიუტერული მეცნიერების შემსწავლელი კურსები არც ისე აქტუალური იყო, ხოლო პროგრამული ინჟინერიის კურსები არც კი არსებობდა[3].

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰამილტონმა შექმნა ტერმინი პროგრამული ინჟინერია აპოლოს კოსმოსური მისიის დღეებში. როდესაც მან ამ ტერმინის გამოყენება დაიწყო[14][15][16] სხვა მეცნიერების დაცინვის ობიექტი გახდა, რადგან სხვა ინჟინერიის ტიპებთნან შედარებით პროგრამულ ინჟინერიას სერიოზულად არავინ აღიქვამდა[17]. დროთა განმავლობაში მანაც ისეთი პატივისცემა და აღიარება დაიმსახურა, როგორც სხვა დისციპლინებმა[18]. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მარგარეტი ეხმარებოდა კომპიუტერული პროგრამირების ძირითადი პრინციპების შემუშავებაში, პარალელურად კი თავის კოლეგებთნ ერთდ წერდა კოდს მსოფლიოში პირველი პორტატული კომპიუტერის შესაქმნელად[19]. ჰამილტონის ინოვაციურმა მეთოდებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს მთვარეზე პირველი კოსმოსური მისიის განხორციელებაში. მარგარეტმა, სხვა ქალ ინჟინრებთან ერთად წერტილი დაუსვა მამაკაცთა დომინირებას ტექნოლოგიების სფეროში[20].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტმა ერლემის კოლეჯში გაიცნო მისი მომავალი მეუღლე ჯეიმზ ჰამილტონი. მას შემდეგ რაც 1950-იანი წლების ბოლოს ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა, ისინი დაოჯახდნენ. ჰყავთ ერთი შვილი - ლორენი[21]. შაბათ-კვირას ლორენი დედამისთან ერთად დიდ დროს ატარებდა ლაბორატორიაში. მაშინ, როცა ქალიშვილს ლაბორატორიის იატაკზე ეძინა, დედა აპოლოსთვის ქმნიდა პროგრამებს[19]. მარგარეტ ჰამილტონი და ჯეიმზ ჰამილტონი ამჟამად განქორწინებულნი არიან[22].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 White House honors two of tech's female pioneers. ციტირების თარიღი: 7 June 2017.
  2. Tiffany K. Wayne (2011). American Women of Science Since 1900. ABC-CLIO, გვ. 480–1. ISBN 978-1-59884-158-9. 
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 NASA Office of Logic Design "About Margaret Hamilton" (Last Revised: February 03, 2010)
  4. M. Hamilton, W.R. Hackler (December 2008). „Universal Systems Language: Lessons Learned from Apollo“. IEEE Computer. doi:10.1109/MC.2008.541.
  5. President Obama Names Recipients of the Presidential Medal of Freedom (16 November 2016). ციტირების თარიღი: 7 June 2017.
  6. Ruth Esther Heafield. Wujek-Calcaterra & Sons. ციტირების თარიღი: December 15, 2014.
  7. 2009 Outstanding Alumni and Distinguished Service Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 18, 2015. ციტირების თარიღი: December 15, 2014.
  8. Pioneers in Computer Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-17.
  9. „Margaret Hamilton: The Untold Story of the Woman Who Took Us to the Moon“. Futurism (ინგლისური). 2016-07-20. ციტირების თარიღი: 2016-12-12.
  10. About Margaret Hamilton. ციტირების თარიღი: 9 April 2017.
  11. NASA – NASA Engineers and Scientists-Transforming Dreams Into Reality. nasa.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-29. ციტირების თარიღი: 2018-04-05.
  12. Hoag, David. (September 1976) The History of Apollo On-board Guidance, Navigation, and Control. Charles Stark Draper Laboratory.
  13. Green, Alan. (June 1967) Keyboard and Display Program and Operation. Charles Stark Draper Laboratory.
  14. Rayl, A.J.S.. (October 16, 2008) NASA Engineers and Scientists-Transforming Dreams Into Reality. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 29, 2010. ციტირების თარიღი: December 27, 2014.
  15. Cambridge woman helped put a man on the moon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-18. ციტირების თარიღი: 2018-04-05.
  16. The NASA Heritage Of Creativity. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-29. ციტირების თარიღი: 2018-04-05.
  17. Makers:Margaret Hamilton Videos. Makers.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-05. ციტირების თარიღი: 2018-04-05.
  18. Verne. (2014-12-25) Margaret Hamilton, the Engineer Who Took the Apollo to the Moon. ციტირების თარიღი: 2016-04-29
  19. 19.0 19.1 Her Code Got Humans on the Moon—And Invented Software Itself en-US. ციტირების თარიღი: 2016-04-29
  20. Software — and a Woman — at the Heart of Lunar Triumph en-US. ციტირების თარიღი: 2016-04-29
  21. Stickgold, Emma. James Cox Hamilton Dies, at 77. Boston Globe. ციტირების თარიღი: 13 December 2017.
  22. Stickgold, Emma (August 31, 2014). „James Cox Hamilton, at 77; lawyer was quiet warrior for First Amendment“. Boston Globe. ციტირების თარიღი: December 15, 2014.