მარაკაიბოს ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარაკაიბოს ტბა
მარაკაიბოს ტბა
მარაკაიბოს ტბა
კოორდინატები: 09°48′57″ ჩ. გ. 71°33′24″ დ. გ. / 9.81583° ჩ. გ. 71.55667° დ. გ. / 9.81583; -71.55667
მდებარეობა ვენესუელის დროშა ვენესუელა
სიმაღლე ზღვის დონიდან
სიგრძე 76 კმ
სიგანე 67 კმ
ფართობი 13,210 კმ²
მოცულობა 280 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 5,678 კმ
მაქსიმალური სიღრმე 60.0 
ჩამდინარე მდინარეები კატატუმბო, პალმარი
მარაკაიბოს ტბა — ვენესუელა
მარაკაიბოს ტბა

მარაკაიბოს ტბა (ესპ. Lago de Maracaibo) — მარილიანი ყურე[1][2][3][4] ვენესუელაში, ვენესუელის ყურის (კარიბის ზღვა) სამხრეთით, რომელთანაც შეერთებულია წყალმარჩხი სრუტით. მდებარეობს დასავლეთით — სიერა-დე-პერიხის და აღმოსავლეთით — კორდილიერა-მერიდის ქედების მთათაშუა ქვაბულში.

ტბის სამხრეთ ნაწილში წყალი მტკნარია, ჩრდილოეთში — მომლაშო. მარაკაიბოს ნაპირები დაბალია და დაჭაობებული. საზრდოობს მრავალრიცხოვანი მდინარეებით, რომელთაგან უდიდესია კატატუმბო. მარაკაიბო ჩვეულებრივ განიხილება როგორც ტბა, და არა ყურე ან ლაგუნა. ფართობი 13,210 კმ². მოცულობა 280 კმ³. გეოლოგიური მონაცემების საფუძველზე ცნობილია, რომ მარაკაიბო წარსულში ტბას წარმოადგენდა, რომლის ქვაბულის ასაკი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში (მარაკაიბოს ასაკი განისაზღვრება 20-36 მლნ. წლით).[5][6] საპორტო ქალაქების მარაკაიბოსა და კაბიმასისთვის ტბა წარმოადგენს სავაჭრო გემების მთავარ მარშრუტს. მარაკაიბოს აუზში არის ნავთობის დიდი მარაგი, რითაც ტბას ეკონომიკური თვალსაზრისით ვენესუელის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად აქცევს.[6]

მარაკაიბოს ტბაში მდებარეობს გენერალ რაფაელ ურდანეტას სახელობის ხიდი, რომელიც მარაკაიბოს აკავშირებს ქვეყნის დანარჩენ დიდ ნაწილთან. მდინარე კატატუმბოს შესართავთან, მარაკაიბოს ტბაში წარმოიქმნება ატმოსფერული ფენომენი — კატატუმბოს ელვა. სანაპიროზე გაშენებულია ქალაქები: მარაკაიბო, კაბიმასი, სიუდად-ოხედა და სხვა.

ევროპელთაგან პირველმა მარაკაიბოს ტბა მოინახულა ალონსო დე ოხედამ 1499 წელს. 1529 წელს ტბის დასავლეთ სანაპიროსთან დაარსდა ქალაქი მარაკაიბო. 1821 წელს ტბასთან გაიმართა ბრძოლა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში. ნავთობის წარმოება დაიწყო 1914 წელს პატარა ჭაბურღილებით, რომელიც გაითხარა კომპანია „Bataafsche Petroleum Maatschappij“-ის მიერ. 1964 წლის 6 აპრილს 236 000 ბარელის ტევადობის დატვირთულმა სუპერტანკერმა „Esso Maracaibo“ გენერალ რაფაელ ურდანეტას სახელობის ხიდთან ავარია განიცადა. ტანკერი ხიდს შეეჯახა, რომლის შედეგად ჩამოიქცა ხიდის 259 მეტრიანი სექცია. ტანკერს სერიოზული დაზიანება არ მიუღია. სამაგიეროდ დაზიანდა ხიდი. 2004 წლის მონაცემებით ტბის ზედაპირის 18% დაფარულია წყლის პერით.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. DEME: Lake Maracaibo
  2. The Compass of Sigma Gamma Epsilon (1939:184)
  3. Ralph Alexander Liddle (1946:24) The Geology of Venezuela and Trinidad‎
  4. Kenneth Knight Landes (1951:535) Petroleum Geology
  5. Lake Profile: Maracaibo. LakeNet.
  6. 6.0 6.1 Maracaibo, Lake დაარქივებული 2006-12-21 საიტზე Wayback Machine. . The Columbia Encyclopedia, Sixth Edition.