მანმოჰან სინგჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანმოჰან სინგჰი
Manmohan Singh
ਮਨਮੋਹਨ ਸਿੰਘ
მანმოჰან სინგჰი Manmohan Singh ਮਨਮੋਹਨ ਸਿੰਘ
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 მაისი, 2004 – მაისი, 2014
პრეზიდენტი  აბდულ ქამელი
პრატიბა პატილი
წინამორბედიატალ ბიჰარი ვაჯპაი
მემკვიდრენარენდრა მოდი

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ნოემბერი, 2005 – 24 ოქტომბერი, 2006

ინდოეთის ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ივნისი, 1991 – 16 მაისი, 1996

დაბადებული26 სექტემბერი 1932
გაჰი, ამჟამად პაკისტანი
პოლიტიკური პარტიაინკ
პროფესიაეკონომისტი
რელიგიასიქიზმი

მანმოჰან სინგჰი (დევანაგარი: मनमोहन सिंह; დ. 26 სექტემბერი, 1932, გაჰი, დასავლეთ პენჯაბი, თანამედროვე პაკისტანი) — ინდოელი სახელმწიფო მოღვაწე. ინდოეთის მე-14 პრემიერ-მინისტრი ინდოეთის ნაციონალური პარტიიდან, 2004 წლის 22 მაისიდან. სარწმუნოებით სიქჰი, ის გახდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე პირველი არაინდუსი პოლიტიკოსი.

1982-1985 წლებში ის იყო ინდოეთის სარეზერვო ბანკის მმართველი. 1991-1996 წლებში ინდოეთის ფინანსთა მინისტრი. 2005-2006 წლებში ის ერთდროულად იკავებდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრების პოსტს. 2008 წლის დეკემბერსა და 2009 წლის იანვარში ის კვლავ იკავებდა ინდოეთის ფინანსთა მინისტრის პოსტს პრემიერ-მინისტრის პოსტთან ერთად.

რამდენიმე პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში, მეცნიერებათა დოქტორი, რამდენიმე სამეცნიერო შრომის ავტორი ეკონომიკაში. 1993 წელს ჟურნალმა "Euromoney" ის დაასახელა წლის საუკეთესო ფინანსთა მინისტრად, ხოლო ჟურნალმა "Asiamoney" ის ორჯერ ცნო საუკეთესო მინისტრად 1993 და 1994 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანმოჰან სინგჰი (Manmohan Singh) დაიბადა 26 სექტემბერს (სსხვა მონაცემებით — 4 თებერვალს) 1932 წელს პენჯაბის სოფელ გაჰში, რომელიც დღეს მდებარეობს თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე, სიქჰების ოჯახში. ოჯახი ძალიან გაჭირვებული იყო, რის გამოც გადავიდა საცხოვრებლად ავღანეთის პეშავარში, სადაც მამა მოეწყო ხილის ვაჭრობით დაკავებულ კომპანიაში სამუშაოდ.

1947 წლის მარტში სინგჰმა ჩააბარა გამოცდები ჩანდიგარჰში, პენჯაბის უნივერსიტეტში. სწავლების თავდაპირველ ეტაპზე მას ხელი შეუშალა ბრიტანეთის ინდოეთის ორ ნაწილად — ინდოეთად და პაკისტანად გაყოფამ, რომელსაც თან ახლდა მუსულმანებს, ინდუსებსა და სიქჰებს შორის შეტაკებები. ევაკუაციის დროს ინდოეთში დაიკარგა სინგჰის მამა — ოჯახი კვლავ გაერთიანდა მხოლოდ 1948 წლის იანვარში. 1948 წელს მანმოჰარს მოუწია მეორედ ჩაებარებინა გამოცდები პენჯაბის უნივერსიტეტში. მოგვიანებით მან მიიღო სტიპენდია კემბრიჯის უნივერსიტეტში ეკონომიკის შესასწავლად. კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ 1957 წლიდან, სტიპენდიის პირობების თანახმად, სინგჰი სამი წლის მანძილზე ასწავლიდა სტუდენტებს პენჯაბის უნივერსიტეტში. ამის შემდეგ ის დაბრუნდა ბრიტანეთში, სადაც ის გახდა ოქსფორდის უნუვერსიტეტთან არსებული ნეფილდის კოლეჯის თანამშრომელი. აქვე, მან დაიცვა დისერტაცია 1962 წელს ინდურ ეკონომიკაში. 1964 წელს ოქსფორდში გამოვიდა აგრეთვე სინგჰის მონოგრაფია.

1966-1969 წლებში ის მუშაობდა ნიუ-იორკში, გაეროს კონფერენციაში ვაჭრობის და განვითარების შესახებ, ხოლო 1969 წელს დაბრუნდა ინდოეთში.

2014 წლის იანვარიში, 81 წლის მონმოჰან სინგჰმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა[1]. ინდოეთის პრეზიდენტმა დააკმაყოფილა განცხადება, ამასთანავე სთხოვა დარჩეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ოფიციალური

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. მანმოჰან სინგჰი გადადგება ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან