მალიქიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მალიქიტები ― ერთ-ერთი მაზჰაბის მიმდევრები სუნიტურ ისლამში. შეიქმნა მედინაში VIII საუკუნეში. დააარსა მალიქ იბნა ანასმა. მკაცრად იცავენ სუნასა და ჰადისებს. დასაშვებად მიიჩნევენ ლოგიკისა და კიასის (შედარება, ანალოგია) მეთოდების გამოყენებას, მაგრამ მიმართავენ ისთისლაჰისს (გაუმჯობესება) პრინციპს. მალიქიტების მოძღვრება გაბატონებული იყო არაბეთში, IX საუკუნიდან ის გავრცელდა ზემო ეგვიპტეში, ჩრდილო აფრიკასა და არაბულ ესპანეთში. მალაქიტები უმრავლესობას შეადგენენ ტუნისში, ალჟირში, მაროკოში, სუდანსა და ზემო ეგვიპტეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]