მაილს ჰორტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაილს ფელის ჰორტონი (დ. 9 ივლისი, 1905 — გ. 19 იანვარი, 1990) — ამერიკელი პედაგოგი, სოციალისტი და ჰილერისის ფოლკლორული სკოლის თანადამფუძნებელი. ცნობილია თავისი როლით სამოქალაქო უფლებების მოძრაობებში (მოძრაობის ლიდერი ჯეიმზ ბეველი ჰორტონს უწოდებდა „სამოქალაქო უფლებების მოძრაობების მამას“). ჰორტონის სწავლებებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ეპოქის უმეტესობა ლიდერებზე. მაგალითად მარტინ ლუთერ კინგ უმცროსზე, როზა პარკსზე (რომელიც სწავლობდა ჰორტონთან ერთად, სანამ არ გადაწყვიტა, რომ თავისი ადგილი შეენარჩუნებინა მონტგომერის ავტობუსში, ალაბამა 1955 წელი), ჯონ ლევისზე, ჯეიმზ ბეველზე, ბერნარდ ლეფეიტეზე, რალფ აბერნატიზე, ჯონ ბი ტომპსონზე და სხვა ბევრი.

ჰილერისის (მაღალმთიანი სკოლის) თანადამფუძნებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღარიბი თეთრკანიანი მამაკაცი სავანაჰიდან, დასავლეთ ტენესე, ჰორტონის სოციალური და პოლიტიკური შეხედულებები ძლიერ გავლენას ახდენდა თეოლოგი რეინჰოლდ ნიებუჰრზე, რომელთანაც ის სწავლობდა ნიუ-იორკის კავშირის სასულიერო სემინარიაში. დონ ვესტთან და მეთოთდისტულ მინისტრ ჯეიმზ ა. დუმბროვსკი ნიუ ორლეანელებთან ერთად, ჰორტონმა დააარსა მაღალმთიანი ფოლკლორის სკოლა (დღესდღეობით ჰანდელერის კვლევისა და განათლების ცენტრი) მონტეგელში მშობლიურ ტენესეში 1932 წელს. იგი მის დირექტორადდ დარჩა 1973 წლამდე, მოგზაურობდა მასთან ერთად, რათა აღედგინა ის მას შემდეგ რაც მთავრობამ 1961 წელს სკოლა დახურა.

ჰორტონი და ვესტი ორივე ერთად წავიდნენ დანიაში, რათა ეწავლათ მათ ხალხურ სკოლებში, შედეგად კი გააძლიერებდნენ ახალგაზრდების განათლებასა და საზოგადოებას. საბოლოოდ მონტეგელის სკოლა, ტენესეში დაფუძნებული იყო დანიაში წარმოშობილ კონცეფციაზე: „რომ შევიწროებული ადამიანები ერთობლივად აკონტროლებენ განმანთავისუფლებელ სტრატეგიებს, რომლებიც ცალკეულ ინდივიდებს დაკარგული აქვთ...მაღალმთიანი სკოლა იყო სამოთხე მთის ფუნქციური რადიკალებისთვის ოცდაათიან წლებში“. სკოლა შეიქმნა სოციალური ცვლილებისთვის მოზრდილების განათლებასა და მისწრაფებაზე.

ტერნიმი „კომუნისტი“ წამოვიდა სწორედ ჰორტონის სწავლებებიდან და მაღალმთიანი სკოლა, თავისი ფილოსოფიის გამო, რომელიც თეთრსა და შავს აერთიანებდა მთლიანად არღვევდა სეგრეგაციის კანონებს. სკოლა მხარს უჭერდა სამუშაო კლასს, ასევე ღარიბებს და სკოლის სწავლებები მიმართული იყო აქტივიზმის ამაღლებისკენ. პარკსი თავისი ცნობილი საქციელიდან, როდესაც მან თავისი ადგილი დაიცვა ავტობუსში, ცოტა ხანშივე ესტუმრა მაღალმთიან სკოლას, სადაც მან იპოვა „გამბედაობა, სიმამაცე, რომ ვგრძნობდეთ, ჩვენ მარტო არ ვართ“.

ადრეულ ეტაპზე ჰორტონის ნაშრომებმა დიდი გავლენა მოახდინა ოზონეს მთაში მცხოვრებ ღარიბ ხალხზე, ტენესეში. სწორედ მათგან შეიტყო, რომ პრობლემების თავისუფალი განხილვა, ნებისმიერი წინასწარგანსაზღვრული იდეების ინდოქტრინაციის გარეშე, იწვევს სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებასა და ჯგუფში ახალი იდეების გაჩენას. მას სურდა, რომ შავკანიანი და თეთრკანიანი ადამიანები შეხვედროდნენ ერთამანეთს და გამოესწორებინათ საკუთარი ცხოვრება. ჰორტონმა შთააგონა ლიბერალებსა და სამხრეთელ სადიკალებს, რომ ერთობრივი ადგილი მოეწოვებინათ. მან ეს კონჰეპცია გამოიყენა მაღალმთიანი სკოლისთვის, რათა შეექმნა სოციალური ცვლილების ატმოსფერო (აიერს 1091).

ჰორტონი ისწრაფვოდა შეექმნა და შეენარჩუნებინა მაღალმნთიანი სკოლა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სამართალამცავებს. 1959 წელს სკოლას ბრალად ედებოდა სეგრეგაციის კანონის დარღვევა და ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა. სკოლა გაასამართლეს და დახურეს. ჰორტონმა დაუყოვნებლივ მიმართა თავიდან სასამართლოს და თავიდან გახსნა სკოლა (მაღალმთიანი სკოლა 2).

დღესდღეობით მაღალმთიანი სკოლა ფოკუსირებულია სოციალურ გარემოზე, რომელიც დაკავშირებულია გარემოსდაცვით პრობლემებთან. ჰორტონზე ასეევე ძლიერ გავლენას ახდენდა საკუთარი რელიგიური ფონი. მას სჯეროდა ისეთი საზოგადოების, სადაც ყველა თანასწორი იყო. იგი დაესწრო რადიკალური კავშირის სასულიერო სემინარიას და შეუერთდა სოციალურ სახალხო მოძრაობას. სოციალური სახალხო მოძრაობა მიიჩნევდა, რომ თუ ქრისტიანობის პრინციპები გამოყენებული იქნებოდა სოციალური პრობლემების არმოსაფხვრელად, მაშინ დედამიწა შესაძლოა სამოთხედ გადაქცეულიყო (ბრედენი 26).

1985 წლის დოკუმენტურ ფილმში „შენ უნდა იმოძრაო“, ლუსი მესი ფენიქსი და ვერონიკა სელვერი პროტოტიპულად გამოხატავდნენ ჰორტონსა და მაღალმთიან სკოლას. ჰორტონი ასევე შთაგონებული იყო დაეარსებინა მაილს ჰორტონის ორგანიზაცია ტენესეს უნივერისტეტში 1986 წელს. ჯგუფმა ორგანიზება გაუკეთა არაერთ პროტესტს და ღონისძიებას ჩატანოგაში, ტენესეს ტერიტორიაზე, მათ შორის დემონსტრაციები კუ-კლურს-კლანისა და სენტიტაუნის აშენების წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნიდა უნივერსიტეტის კამპუსსა და სამხრეთ აფრიკას.

პირადი ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაილს ჰორტონი დაიბადა 1905 წელს სევენაჰში, ტენესე, ღარიბ ოჯახში. მას ჰყავდა ორი ძმა, დანიელი და დემასი, და ერთი და ელის პერლი. ის გაიზარდა სევენაჰთან, ტენესე, ახლოს. მისი მშობლები იყვნენ ელის ფალს ჰორტონი და პერი ჰორტონი.

მისი მშობლები იყვნენ ყოფილი სკოლის პედაგოგები და პრესბიტერები. მისი მამა იყო მუშათა კლასის ალიანსის წევრი, ხოლო დედამისი მსახურობდა, როგორც პატივცემული და სოცილურად აქტიური საზოგადოების წევრი. შვილების დაბადებამდე, ელის და პერი ჰორტონები მუშაობდნენ პედაგოგებად. როდესაც მასწავლებლის სტატუსი შეიცვალა (დღესდღეობით საკმარისი უმაღლესი სკოლის მხოლოდ ერთი წლის განათლება), მათ დაკარგეს სამუშაო, რადგან არცერთ მათგანს არ ჰქონდა სავალდებულო განათლება მიღებული. ამის შემდეგ, ისინი მუშაობდნენ რამდენიმე უცნაურ სამუშაო ადგილებში, რომელთაგან იყო რამდნეიმე ქარხანაც. მაილსის მშობლები იყვნენ კარგი, მშვიდობის მოყვარე ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ შვილები პატივცემულ, მოსიყვარულე დდა ერთგულ ადამიანებად აღეზარდათ. ისინი სიღარიბეში გაიზარდნენ, მაგრამ არასდროს გრძნობდნენ თავს დაბალი კლასის წარმომადგენლად. ელის ფელს ჰორტონი ეხმარება ისეთი ადამიანების კლასს, რომელთაც ცხოვრებაში ნაკლებად გაუმართლათ და ცდილობდა ისინი უფრო განათლებულ ადამიანებად ჩამოეყალიბებინა, რომ ეპოვნათ თავიანთი ადგილი საოზოგადოებაში.

ჰორტონი ცდილობდა სწავლის გაგარძელებას. მან დატოვა სახლი თხუთმეტი წლის ასაკში, რათა დაემთავრებინა უმაღლესი სკოლა და ცდილობდა საკუთარი თავის დასახმარებლად ემუშავა სახერხი საწარმოს და შემდეგ ყუთების ქარხანაში. ამ სამუშაოების შესრულების დროს, ჰორტონმა ისწავლა მძიმე შრომის ღირებულება. მან დაამთავრა მრავალი კოლეჯი, მათ შორის კემბრიის უნივერსიტეტი (1928 წელს დაამთავრა მისი საბაკალავრო პროგრამა), ჩიკაგოს უნივერსიტეტი და კავშირის სასულიერო სემინარია (ბრუკსი 407).

თინეიჯერობის წლებში, ჰორტონი ნერვიულობთა საბჭოთა ორგანიზაციის გამო, რადგან იგი მუშაობდა საამქროში და შესაფუთ ქარხნებში. როგორც მოზარდმა, მან თავისი აქტივობა გამოამჟღავნა თომას ქარხანაში უმაღლესი ხელფასის გაფიცვის ჩატარებით. ჰორტონმა დაამთავრა კუმბერლენდის კოლეჯი ტენესეში 1924 წელს და გააგრძო მუშაობა ადგილობრივ კავშირებთან. კოლეჯის შემდეგ, ჰორტონი სამუშაოდ წავიდა, როგორც სახელმწიფო სტუდენტი YMCA-ის მდივნად. 1929 წელს ჰორტონი კარგად გაეცნო სოციალური მრწამსის ფილოსოფიას, როდესაც ნიუ-იორკში სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. მას სურთად ეპოვნა გზა, რომელშიც სოციალური მდგომარეობა შეცვლილიყო, უფრო შრომისუნარიანი გამხდარიყო და განათლება გამხდარიყო ძალადობის წინაარმდეგ მიმართული ინსტრუმენტი. ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჰორტონმა შეიტყო ცნობები დანიის ხალხური სკოლის შესახებ. ამ სკოლის დათვალიერების შემდეგ შთაგონებულმა ჰორტონმა თავისი საგანმანათლებლო ცენტრი დააარსა, მაღალმთიანი ხალხური სკოლა, მონტეგელში, ტენესე 1932 წელს. ის მოგვიანებით დაქორწინდა ზილფია მეი ჯონსონზე 1935 წელს. ზილფია ჰორტონი მაილს ჰორტონტან ერთად სიკვილამდე (1956 წლამდე) იყო მუდმივი თანამშრომელი. ზილფია და მაილს ჰორტონებს ჰყავდათ ორი შვილი. 1962 წელს მაილს ჰორტონმა ცოლად შეირთო ეიმი ისგრიგი. 1990 წლის იანვარში მაილს ჰორტონი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • McWhorter, Diane. Carry Me Home: Birmingham, Alabama, the Climactic Struggle of the Civil Rights Revolution. New York: Touchstone, 2001. p. 91–95. ISBN 0-7432-1772-1
  • Adams, Frank, with Horton, Myles. Unearthing Seeds of Fire: The Idea of Highlander. Winston-Salem, NC: John F. Blair, 1975. ISBN 0-89587-019-3
  • Glen, John M. Highlander: No Ordinary School. Knoxville: University of Tennessee Press, 1996. ISBN 0-87049-928-9
  • Horton, Myles. "The long haul: an autobiography". New York: Teachers College Press, 1998. p. 1. ISBN 0-8077-3700-3
  • "James L. Bevel, the Strategist of the 1960s Civil Rights Movement," a 1984 paper by Randy Kryn published with a 1988 addendum in Prof. David Garrow's "We Shall Overcome Volume II" (Carlson Publishing Co., 1989)