მაია ლუნდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაია ლუნდე
ნორვ. Maja Lunde
დაბადების თარიღი 30 ივლისი, 1975(1975-07-30)[1] [2] [3] (48 წლის)
დაბადების ადგილი ოსლო
საქმიანობა სცენარისტი, საბავშვო მწერალი[4] და მწერალი[5]
მოქალაქეობა  ნორვეგია
ალმა-მატერი ოსლოს უნივერსიტეტი
Magnum opus ფუტკრების ამბავი[4] და Over grensen
ჯილდოები Norwegian Booksellers' Prize[6] , Fabelprisen, Q12371750?[7] , Rachel Carson Prize და Vidar Sandbecks kulturpris[8]
საიტი majalunde.com

მაია ლუნდე (დ. 1975) — ნორვეგიელი მწერალი.

განათლება მიიღო ოსლოს უნივერსიტეტში.[9] მისი ლიტერატურული დებიუტი 2012 წელს საბავშვო რომანით „საზღვრის მიღმა“ შედგა. ესაა თრილერი, რომელშიც მოქმედება 1942 წელს მიმდინარებს, მისი პროტაგონისტები კი ებრაელი ბავშვები, სარა და დანიელი, არიან, რომლებიც გერმანიის მიერ ნორვეგიის ოკუპაციის პირობებში ნაცისტებისგან თავის დაღწევას და ნეიტრალურ შვედეთში გაქცევას ცდილობენ.[10][11]

2015 წელს ლუნდემ რომანისთვის „ფუტკრების ამბავი“ ნორვეგიის წიგნების გამყიდველთა ჯილდო მიიღო.[12] ესაა ანტიუტოპიური რომანი, რომელშიც აღწერილია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები სამი ოჯახის ყოფა გლობალური კრიზისის ფონზე. პირველი ნაწილი 1852 წლის ინგლისში მცხოვრებ უილიამზე მოგვითხრობს, იგი ბიოლოგი და მცენარეების თესლეულის მაღაზიის მფლობელია, რომელიც ცდილობს, ააგოს ახალი ტიპის სკები, რათა მეფუტკრეებს საქმეს გაუადვილოს. მეორე ნაწილი 2007 წლის აშშ-ში მცხოვრებ მეფუტკრე ჯორჯზე მოგვითხრობს, რომელიც საოჯახო ფერმის გადასარჩენად იბრძვის. მესამე ნაწილში მოქმედება 2098 წლის ჩინეთში მიმდინარეობს. მისი პროტაგონისტი თაო ეხილის თითოეულ ყვავილს ხელით მტვერავს მას შემდეგ, რაც წლების წინ ფუტკრები გაქრნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  2. Munzinger Personen
  3. ПроДетЛит — 2019.
  4. 4.0 4.1 ესტონური ვიკიპედია — 2002.
  5. Czech National Authority Database
  6. http://www.bokhandlerforeningen.no/maja-lunde-fikk-bokhandlerprisen-for-romanen-bienes-historie
  7. https://www.elk.ee/?page_id=1886
  8. Sandbeckprisen til Maja Lunde
  9. Maja Lunde. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 18 January 2017.
  10. Maja Lunde. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 18 January 2017.
  11. Over grensen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 18 January 2017.
  12. Bienes historie er vinner av Bokhandlerprisen 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 18 January 2017.