მათის ნაითჰარდტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მათის ნაითჰარდტი ნითჰარტი, გრიუნევალდი, გოთჰარდტი (დ. 1470, ბავარია — გ. 31 აგვისტო, 1528, საქსონია ანჰალტი) — გერმანელი ფერმწერი.

მუშაობდა აშაფენბურგში, მაინის ფრანკფურტსა და მაინცში. 1508-1525 წლებში იყო მაინცის არქიეპისკოპოსების და კურფიურსტების კარის ფერმწერი, სამხატვრო მრჩეველი, არქიტექტორი. 1525-1526 წლებში იდევნებოდა გლეხთა ომის მხარდაჭერისთვის. მისი მნიშნელოვანი ნაწაროებია იზენჰაიმის საკურთხეველი (1512-1515), რომელიც 9 ნაწილისგან შედგება. საკურთხეველზე გამოსახაულია ქრისტეს ვენბათა სცენები, შობა, აღდგომა. მომდევნო პერიოდის ნამუშევრებს ეტყობა იტალიური აღორძინების ხელოვანთა გავლენა. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია „წმინდა ერაზმისა და მავრიკის შეხვედრა“ (1518, ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი) და „ტაუზერბიშოფსჰაიმის საკურთხეველი“ (1523-1524, კარლსრუე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]