მათე (სრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მათე ჰაბსბურგი
Matthias Habsburg
საღვთო რომის 24-ე იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 13 ივნისი, 1612
მმართ. დასასრული: 20 მარტი, 1619
წინამორბედი: რუდოლფ II
მემკვიდრე: ფერდინანდ II
ჰაბსბურგთა ავსტრიის მე-6 ერცჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 25 ივნისი, 1608
მმართ. დასასრული: 20 მარტი, 1619
წინამორბედი: რუდოლფ II
მემკვიდრე: ფერდინანდ II
უნგრეთისა და ხორვატიის მეფე
კორონაცია: 19 ნოემბერი, 1608, პრესბურგი
მმართ. დასაწყისი: 25 ივნისი, 1608
მმართ. დასასრული: 1 ივლისი, 1618
წინამორბედი: რუდოლფ II
მემკვიდრე: ფერდინანდ II
ბოჰემიის მეფე
კორონაცია: 23 მაისი, 1611, პრაღა
მმართ. დასაწყისი: 11 მარტი, 1611
მმართ. დასასრული: 20 მარტი, 1619
წინამორბედი: რუდოლფ II
მემკვიდრე: ფერდინანდ II
სხვა წოდებები: რომაელ-გერმანელთა მეფე
ბურგუნდიის ჰერცოგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 თებერვალი, 1557
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 20 მარტი, 1619
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: ანა ჰაბსბურგ-ტიროლელი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: მაქსიმილიან II
დედა: მარია ესპანელი

მათე, მატიას (დ. 24 იანვარი, 1557, ვენა – გ. 20 მარტი, 1619, იქვე) — ავსტრიის ერცჰერცოგი, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 1612–1619 წლებში. იმპერატორ მაქსიმილიან II-ისა და მარია ესპანელის უმცროსი ძე. მამის მხრიდან ფერდინანდ I-ის, ხოლო დედის მხრიდან კარლ V-ის შვილიშვილი.

1593 წლიდან თავისი სულით ავადმყოფი ძმის რუდოლფ II-ის ნაცვალი ზემო და ქვემო ავსტრიაში. 1608 წელს აიძულა რუდოლფ II დაეთმო მისთვის ავსტრია, უნგრეთი, მაზოვია; ხოლო 1611 წელს - ჩეხეთი, სილეზია და ლუჟიცი.

ჩეხეთსა და უნგრეთში თავის ნაცვლად დანიშნა ფანატიკოსი კათოლიკე და მომავალი საღვთო რომის იმპერატორი – ფერდინანდ II შტირიელი, ამან ბიძგი მისცა ჩეხეთის აჯანყებას (1612-1620 წწ.), რომელიც ოცდაათწლიანი ომის დაწყების საბაბად იქცა. უშვილოდ დარჩენილი მათე 1619 წელს გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]