მადი უოტერსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მადი უოტერსი

მადი უოტერსი 1975 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მაკინლი მორგანფილდი
დაბ. თარიღი 4 აპრილი, 1913
დაბ. ადგილი ისაკუენა, მისისიპი, აშშ
გარდ. თარიღი 30 აპრილი, 1983 (70 წლის)
გარდ. ადგილი ვესტმონტი, ილინოისი, აშშ
დასაფლავებულია Restvale Cemetery[1]
ეროვნება აფრო-ამერიკელები[2]
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მუსიკოსი
  • სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
  • ჰარმონიკა
აქტიური 1941–1982
ლეიბლ(ებ)ი
საიტი muddywatersofficial.com
მადი უოტერსი ვიკისაწყობში

მადი უოტერსი (ინგლ. Muddy Waters; ნამდვილი სახელი მაკინლი მორგანფილდი (ინგლ. McKinley Morganfield დ. 4 აპრილი, 1913 — გ. 30 აპრილი, 1983),[3][4]) — ამერიკელი ბლუზის მუსიკოსი, მომღერალი და გიტარისტი, რომელიც მიჩნეულია „თანამედროვე ჩიკაგო ბლუზის მამად“.[5]

მადი უოტერსმა 17 წლის ასაკში, სონ ჰაუზის და რობერტ ჯონსონის მიბაძვით დაიწყო გიტარასა და ჰარმონიკაზე დაკვრა. 1943 წელს გადავიდა ჩიკაგოში, სადაც იქცა პროფესიონალ მუსიკოსად. 1946 წელს თავისი პირველი ჩანაწერი ჩაწერა Columbia Records-ში და შემდეგ Aristocrat Records-ში.

1950-იანი წლების დასაწყისში, მადი უოტერსმა და მისმა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ ლიტლ უოლტერი (ჰარმონიკა), ჯიმი როჯერსი (გიტარა), ელგინ ევანზი (დრამი) და ოტის სპენი (პიანინო), ჩაწერეს ბლუზის რამდენიმე განთქმული კომპოზიციები (ზოგიერთი უილ დიქსონთან ერთად), მათ შორის: „Hoochie Coochie Man“, „I Just Want to Make Love to You“ და „I'm Ready“. 1960 წელს გამოვიდა მისი პირველი საკონცერტო ალბომი At Newport 1960.

მადი უოტერსმა გავლენა მოახდინა არა მარტო ბლუზის და რიტმ ენ ბლუზის, არამედ როკ-ენ-როლის, მძიმე როკის, ჯაზისა და ქანთრის განვითარებაზე. 2010 წელს ჟურნალ „Rolling Stone“-მა მადი უოტერსს თავის სიაში „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებელი“ 17-ე ადგილი მიუჩინა.[6] 1987 წელს უოტერსი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. მისი ოთხი სიმღერა „Rollin' Stone“ (1950), „Hoochie Coochie Man“ (1954), „Mannish Boy“ (1955) და „Got My Mojo Working“ (1957) შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის სიაში „500 Songs that Shaped Rock and Roll.“[7] გარდა ამისა, არის გრემის შვიდ გზის ლაურეატი.[8]

მადი უოტერსი გარდაიცვალა 1983 წლის 30 აპრილს გულის უკმარისობით, საკუთარ სახლში, უესტმონტში, ილინოისის შტატში.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dahl, Bill (1996). „Muddy Waters“. In Erlewine, Michael (ed.). All Music Guide to the Blues. San Francisco: Miller Freeman Books. ISBN 0-87930-424-3.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Dixon, Willie; Snowden, Don (1989) I Am the Blues. Da Capo Press. ISBN 0-306-80415-8. 
  • Gillett, Charlie (1972). The Sound of the City, 2nd. Laurel printing 1973, New York City: Dell Publishing. 
  • Gioia, Ted (2008). Delta Blues, Norton Paperback 2009, New York City: W. W. Norton. ISBN 978-0-393-33750-1. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Find a Grave — 1996.
  2. BlackPast.org — 2004.
  3. Palmer, Robert (1 მაისი, 1983). „Muddy Waters, Blues Performer, Dies“. New York Times. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. Gordon, Robert (2002). Can't Be Satisfied: The Life and Times of Muddy Waters. New York City: Little, Brown. ISBN 0-316-32849-9. 
  5. Muddy Waters: Can't Be Satisfied. Winstar Communications.
  6. 100 Greatest Artists:Muddy Waters. Rolling Stone (2 დეკემბერი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-23. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2017.
  7. 500 Songs That Shaped Rock and Roll. Rockhall.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 თებერვალი, 2009. ციტირების თარიღი: 2009-07-18.
  8. Grammy Awards search engine. Grammy.com (2009-02-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-20. ციტირების თარიღი: 2009-07-18.