მაგნიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნალისებრი მაგნიტი

ზეგამტარული მაგნიტი — სოლენოიდი ან ელექტრომაგნიტი, რომლის გრაგნილი ზეგამტარი მასალისაგანაა დამზადებული. გრაგნილს ზეგამტარობის მდგომარეობაში არ აქვს აქტიური (ომური) წინაღობა. თუ გრაგნილის ტემპერატურა, მასში გამავალი დენის ძალა ან გრაგნილზე მოქმედი მაგნიტური ველის დაძაბულობა სადენის მასალისათვის დამახასიათებელ კრიზისულ მნიშვნელობას აღემატება, გრაგნილი კარგავს ზეგამტარობის თვისებას. ამიტომ ზეგამტარული სადენებისათვის ისეთ მასალას იყენებენ, რომელსაც აღნიშნული პარამეტრები მაღალი აქვს. დენის სიმკვრივე რომ თანაბრად განაწილდეს, ზეგამტარ სადენებს ამზადებენ წვრილი, ათეული მკმ დიამეტრის მავთულებისაგან, რომლებიც ერთმანეთზეა გადაგრეხილი და თბური სტაბილიზაციის მიზნით მირჩილულია დიდი თბო- და ელექტროგამტარობის მქონე ლენტზე. შედარებით მცირე ზომის ზეგამტარულ მაგნიტს, რომელშიც დაგროვილი ენერგია რამდენიმე ასეულ კჯ არ აღემატება, ამზადებენ მჭიდროდ დახვეული გრაგნილისაგან; ეს უკანასკნელი 30-50 % ზეგამტარს შეიცავს. დიდი ზომის ზეგამტარული მაგნიტის გრაგნილი მხოლოდ 5-10 % ზეგამტარულ მასალას შეიცავს.

მუდმივი მაგნიტი წინასწარი დამაგნიტებული ფერო- ან ფერიმაგნიტური მასალისაგან დამზადებული ნაკეთობაა. არსებობს ნალისებრი, ზოლისებრი და სხვა სახის მაგნიტი. ფართოდ იყენებენ მუდმივი მაგნიტური ველის ავტონომიურ წყაროდ ელექტროტექნიკაში, რადიოტექნიკაში, ავტომატიკაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]