ლუკრეციუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიტუს კარუს ლუკრეციუსი
დაბადების თარიღი ძვ. წ. 99, I საუკუნე
პომპეი
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 55
რომი, რომის იმპერია

ტიტუს ლუკრეციუს კარუსი (ლუკრეციუსი) (დ. ძვ. წ. 99 — გ. ძვ. წ. 55) — ძვ. წ. I საუკუნის რომაელი პოეტი და ფილოსოფოსი. სახელი გაითქვა ფუნდაენტური ფილოსოფიური ნაშრომით De rerum natura (საგანთა ბუნება).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტუს კარუს ლუკრეციუსი დაიბადა ძვ. წ. 99 წელს. იგი ითვლება მატერიალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მხარდამჭერად.

ლუკრეციუსი სხვებისგან გამოირჩეოდა იმით, რომ მას სხვადასხვა შეხედულებები და პოზიციები ჰქონდა ღმერთების რწმენის შესახებ. სულის უკვდავებისა და ღმერთების რწმენის შემუშავებაში, ლუკრეციუსი მნიშვნელოვან როლს სიზმრებს აკისრებდა და ყველას შთააგონებდა, სწორი ახსნა მიეცათ მისთვის. სიკვდილის წინაშე შიშის გასაფანტავად მან თქვა „სიკვდილი მაშინ მოვა, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით“.

ლუკრეციუსის პოზიცია ღმერთებისა და ცრურწმენების გაგებაში ანტიმითოლოგიურ-ანტირელიგიურია, თუმა იგი ათეისტიც არ ყოფილა. ლუკრეციუსი ცდილობდა შემოქმედი და პროვინციული ღმერთის უარყოფას. იგი მეტად მკაცრი მებრძოლის როლში გამოდიოდა კერპთაყვანისმცემლობისა და კერპთმსახურების წინააღმდეგ. მას უმეცრებით გამოწვეულ ბოროტებად მიაჩნდა კერპებისათვის, ქანდაკებებისათვის, მსხვერპლშეწირვის ტრადიციის გადაცემა ადამიანთა მოდგმაში.

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუკრეციუსი ავტორია პოემის „საგანთა ბუნება“. რომელშიც განხილულია ატომისტური თეორიის გავრცელება და ადამიანის წარმოშობის საკითხები. პოემა 6 წიგნისაგან შედგება:

  • I და II წიგნში გადმოცემულია სამყაროს აგების ატომისტური თეორია;
  • III წიგნი ეძღვნება სულს;
  • IV წიგნში საუბარია ადამიანთა მოძღვრებაზე;
  • V წიგნი ეხება კოსმოგონიურ პრობლემებს, ადამიანის გვარის განვითარების ისტორიისა და ენის წარმოშობას;
  • VI წიგნი ეხება რელიგიური წარმოშობის სამ ბუნებრივ მიზეზს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]