ლუკრეცია დ’ესტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუკრეცია დ’ესტე
დაბადების თარიღი 16 დეკემბერი 1535
გარდაცვალების თარიღი 1598
ეროვნება იტალიელი
წოდება ურბინოს ჰერცოგინია
(1570-1578)
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ფრანჩესკო მარია II დელა როვერე
მშობლები მამა: ერკოლე II დ’ესტე
დედა: რენე დე ვალუა

ლუკრეცია დ’ესტე (დ. 16 დეკემბერი 1535 — გ. 1598) — ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგ ერკოლე II-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის პრინცესა რენე დე ვალუას შუათანა ასული. ურბინოს ჰერცოგინია 1570-1578 წლებში როგორც ფრანჩესკო მარია II-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუკრეცია იყო ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგ ერკოლე II-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის პრინცესა რენე დე ვალუას შუათანა ქალიშვილი. დედის ხაზით მისი ბებია-პაპა იყვნენ საფრანგეთის მეფე ლუი XII და მისი მეორე ცოლი, დედოფალი ანა ბრეტონელი. ხოლო მამის ხაზით მისი ბებია-პაპა იყვნენ ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგი ალფონსო I და მისი მეორე ცოლი, რომის პაპ ალექსანდრე VI-ის ასული ლუკრეცია ბორჯია, ვის პატივსაცემადაც ეწოდა მას სახელი.

ლუკრეციასა და მის უმცროს დას, ელეონორას ტორკუატო ტასომ მიუძღვნა თავისი ცნობილი ნოველა O figlie di Renata, ანუ რენატას ქალიშვილები (ლუკრეციას დედას, რენეს იტალიელები რენატას ეძახდნენ).

1570 წლის 18 თებერვალს იგი დაქორწინდა ურბინოს ჰერცოგ ფრანჩესკო მარია II დელა როვერეზე. ქორწინება რვა წლის მანძილზე გაგრძელდა, მიუხედავად მათი ასაკობრივი სხვაობისა. ერთად-ერთი პრობლემა ის იყო, რომ ლუკრეციას გათხოვებამდე რომანი ჰქონდა გრაფ ერკოლე კონტრართან, რაც მისი გათხოვების შემდეგაც გაგრძელდა. მას შემდეგ რაც ეს ამბავი მისი ძმის, ჰერცოგ ალფონსო II-ის ყურამდე მივიდა, ყველაფერი აირია. მან საჯაროდ განაცხადა ეს და მოკლა ლუკრეციას საყვარელი. ამის მიუხედავადაც, ლუკრეციას ოჯახი არ აინტერესებდა და ვერც ბავშვს ვერ აჩენდა. მალე მან ახალი საყვარელი გაიჩინა.

1578 წელს ფრანჩესკო მარია II გასცილდა ლუკრეციას, რის შემდეგაც იგი ფერარაში დაბრუნდა. ამის შემდეგ ფრანჩესკომ მეორე ცოლი შეირთო, თავისი ბიძაშვილი ლივია დელა როვერე.

ლუკრეცია დ’ესტე გარდაიცვალა 1598 წელს, ფერარაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • L. Tonelli, Tasso, Torino, Paravia, 1935, p. 72
  • Mariella Carpinello, Lucrezia d'Este. Duchessa di Urbino, Milano, Rusconi, 1988
  • Gerolamo Melchiorri, Donne illustri ferraresi dal Medioevo all'Unità, a cura di Graziano Gruppioni, prefazione Enrica Guerra, Ferrara, 2G Editrice, 2014.
წინამორბედი:
ვიტორია ფარნეზე
ურბინოს ჰერცოგინია
1570-1578
შემდეგი:
ლივია დელა როვერე