ლუკა სინიორელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლუკა სინიორელი, (დ. 1444-1450 წლებს შორის, კორტონა, უმბრია — გ. 16 ოქტომბერი, 1523) — იტალიელი ფერმწერი, პიერო დელა ფრანჩესკას მოწაფე. მხატვრული გამოსახვის ფორმებით სინიორელი იყო მიქელანჯელოს უშუალო წინნამორბედი. მისი ნამუშევრებიდან გამორჩეულია ფრესკები სიქსტეს კაპელაში (1481-1483), ფრესკები მონტეოლივეტო მაჯორეს მონასტერში ტოსკანაში (1497). სინიორელის დაზგური ნიმუშების დიდი ნაწილი დაცულია პერუჯის, ფლორენციისა და მიუნხენის მუზეუმებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]