ლუიზა მარია ორლეანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუიზა მარია ორლეანელი
Louise Marie d'Orléans
ბელგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 9 აგვისტო, 1832
მმართ. დასასრული: 11 ოქტომბერი, 1850
წინამორბედი: წოდება შეიქმნა
მემკვიდრე: მარია ჰენრიეტა ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 აპრილი 1812
დაბ. ადგილი: პალერმო, სიცილია
გარდ. თარიღი: 11 დეკემბერი 1850, (38 წლის)
გარდ. ადგილი: ოსტენდე, ბელგია
მეუღლე: ლეოპოლდ I
მამა: ლუი-ფილიპ I
დედა: მარია ამალია ნეაპოლელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ლუიზა მარია ორლეანელი (სრული სახელი ფრანგ. Louise Marie Thérèse Charlotte Isabelle d'Orléans; დ. 3 აპრილი, 1812, პალერმო, სიცილია — გ. 11 დეკემბერი, 1850, ოსტენდე, ბელგია) — ბელგიის დედოფალი. ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-ის ცოლი. დაბადებიდან ორლეანის პრინცესა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზა მარია ორლეანელი იყო საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპეს და მისი ცოლის, მარია ამალია ნეაპოლელის ქალიშვილი. მამის მხრიდან ის იყო ლუი ფილიპ ორლეანელის შვილიშვილი, ხოლო დედის მხრიდან — ორი სიცილიის სამეფოს მეფე ფერდინანდ I-ის შვილიშვილი.

ბავშვობაში ლუიზა მარიამ მიიღო ბურჟუაზიული განათლება დედის და მამიდის, მარია ადელაიდა ორლეანელის ხელშეწყობით, რომელიც ძალიან ახლოს იყო ძმისშვილთან. აბატი გიონი მას ასწავლიდა რელიგიას, ჟულ მიშლე — ისტორიას, ხოლო პიერ-ჟოზეფ რედუტე — ფერწერას.

1832 წლის 9 აგვისტოს ლუიზა დაქორწინდა ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-ზე. მათ შეეძინათ 4 შვილი:

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 3 აპრილი 1812 — 9 აგვისტო 1830 — მისი უკეთილშობილესობა ორლეანის პრინცესა
  • 9 აგვისტო 1830 — 9 აგვისტო 1832 — მისი უდიდებულესობა საფრანგეთის პრინცესა
  • 9 აგვისტო 1832 — 11 ოქტომბერი 1850 — მისი აღმატებულება ბელგიის დედოფალი

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]