შინაარსზე გადასვლა

ლუიზ მარი ტერეზ არტუელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუიზ მარი ტერეზ არტუელი
პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 19 აპრილი, 1849
მმართ. დასასრული: 27 მარტი, 1854
წინამორბედი: მარია ტერეზა სავოიელი
მემკვიდრე: მარია პია დე ბურბონ-სიცილიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 სექტემბერი, 1819
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთის სამეფო
გარდ. თარიღი: 1 თებერვალი, 1864, (44 წლის)
გარდ. ადგილი: ვენეცია, ავსტრიის იმპერია
დაკრძ. ადგილი: ნოვა-გორიცა, სლოვენია
მეუღლე: კარლო III, პარმის ჰერცოგი
შვილები: მარგერიტა, მადრიდის ჰერცოგინია
რობერტო I, პარმის ჰერცოგი
ალისი, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია
ენრიკო, ბარდის გრაფი
დინასტია: ბურბონები
მამა: შარლ ფერდინანდი, ბერის ჰერცოგი
დედა: მარია კაროლინა სიცილიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ლუიზ მარი ტერეზ არტუელი (ფრანგ. Louise Marie Thérèse de Artois, იტალ. Luisa Maria Teresa di Artois; დ. 21 სექტემბერი, 1819 — გ. 1 თებერვალი, 1864) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ X-ის უმცროსი ვაჟის, ბერის ჰერცოგ შარლ ფერდინანდისა და მარია კაროლინა სიცილიელის უფროსი ქალიშვილი. პარმისა და პიაჩენცას ჰერცოგინია 1849-54 წლებში როგორც კარლო III-ის მეუღლე. პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ რობერტო I-ის რეგენტი 1854-59 წლებში.

ლუიზ მარი ტერეზი დაიბადა 1819 წლის 21 სექტემბერს. იგი იყო საფრანგეთის მეფე შარლ X-ის უმცროსი ვაჟის, ბერის ჰერცოგ შარლ ფერდინანდისა და მისი მეუღლის, მარია კაროლინა სიცილიელის უფორისი ქალიშვილი. მისი დაბადებიდან სულ ხუთ თვეში ბონაპარტისტებმა მამამისი მოკლეს, რასაც 1830 წელს საფრანგეთის რევოლუცია მოჰყვა, რა დროსაც იგი ოჯახთან ერთად შოტლანდიაში გაიქცა. აღსანიშნავია, რომ მისი უმცროსი ძმა ანრი, რომელიც მამის გარდაცვალებიდან მალევე დაიბადა, 1830 წლის 2-დან 9 აგვისტომდე საფრანგეთისა და ნავარის მეფე იყო.

ლუიზ მარი ტერეზი თავის შვილებთან ერთად 1849 წელს
  1. მარგერიტა (1847-1893), ცოლად გაჰყვა მადრიდის ჰერცოგ კარლოს დე ბურბონს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;
  2. რობერტო I (1848-1907), პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი. პირველად ცოლად შეირთო მარია პია სიცილიელი, რომელთანაც შეეძინა თორმეტი შვილი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა მარია ანტონია პორტუგალიელზე, რომელთანაც შეეძინა ასევე თორმეტი შვილი;
  3. ალისი (1849-1935), ცოლად გაჰყვა ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფერდინანდო IV-ს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
  4. ენრიკო (1851-1905), ბარდის გრაფი. პირველად იქორწინა ლუიზა იმაკოლატა სიცილიელზე, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად შეირთო ალდეგანდეზ პორტუგალიელზე, თუმცა შვილები არც მასთან ჰყოლია.
  • Jackman, Sydney; Haasse, Hella, eds. (1989). A Stranger in The Hague: The Letters of Queen Sophie of the Netherlands to Lady Malet, 1842-1877. Duke University Press. p. 233. ISBN 978-0822308751.