ლუი ფერდინან სელინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი ფერდინან სელინი
ფრანგ. Louis-Ferdinand Céline
დაბადების თარიღი 27 მაისი, 1894(1894-05-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16]
დაბადების ადგილი კურბევუა, სენა, საფრანგეთი[17] [16]
გარდაცვალების თარიღი 1 ივლისი, 1961(1961-07-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [18] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი მიოდონი, ო-დე-სენა, საფრანგეთი[17] [16]
დასაფლავებულია Longs-Réages cemetery
ფსევდონიმი Louis-Ferdinand Céline
საქმიანობა ექიმი-მწერალი, რომანისტი, მწერალი[14] [19] და სამხედრო
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[20]
ალმა-მატერი University of Rennes
ჟანრი ესე, რომანი, პამფლეტი, პიესა და ლიბრეტო
Magnum opus მოგზაურობა ღამის დასალიერში, სიკვდილი კრედიტით, Castle to Castle, Trifles for a Massacre, Normance, North, Rigadoon, Fable for Another Time, Guignol's Band, Cannon-Fodder, Conversations with Professor Y, Mea Culpa, School for Corpses, Q3230976?, Q3213660?, Q21426767?, Q21426771?, Q21426750?, Q3576699?, Q21426770?, Q21426731?, Q21426745?, Q21426729?, Q21426764? და Q21124999?
ჯილდოები რენოდოს პრემია[21] , საბრძოლო ჯვარი 1914–1918 და Médaille militaire
მეუღლე ედიტ ფოლე, Lucette Destouches და Elizabeth Craig[22]
პარტნიორ(ებ)ი Lucienne Delforge
ხელმოწერა

ლუი ფერდინან სელინი (ფრანგ. Louis-Ferdinand Céline, ნამდვილი გვარი — დეტუში, Destouches; დ. 27 მაისი, 1894, კურბევუა — გ. 1 ივლისი, 1961, მიოდონი) — ფრანგი მწერალი, განათლებით ექიმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი ფერდინან სელინი ცნობადი გახდა რომანებით „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ (Voyage au bout de la nuit, 1932) და „სიკვდილი კრედიტით“ (Mort à crédit, 1936). ეს რომანები გამოსვლისთანავე ითარგმნა მსოფლიოს რამდენიმე ენაზე. ამის მიუხედავად, რამდენიმე წელიწადში მწერალს არც თუ სახარბიელოდ წაუვიდა საქმე. ოცდაათიანი წლების ბოლოს გამოსულმა რომანებმა „ხომრობები დარბევისთვის“ (Bagatelles pour un massacre, 1937), „გვამების სკოლა“ (L'Ecole des cadavres, 1938) და „ხიფათში ჩავარდნილები“ მწერალს ანტისემიტისა და რასისტის რეპუტაცია დაუმკვიდრა. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს სელინს საოკუპაციო რეჟიმთან კავშირში დასდეს ბრალი. ასე რომ, მწერალი იძულებული შეიქნა, გერმანიის სამხრეთში, ზიგმარინგენში გაქცეულიყო, იქიდან კი დანიაში, სადაც დააკავეს და დააპატიმრეს. ოდნავ მოგვიანებით გადაასახლეს.

დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951 წელს ყველასაგან მივიწყებული ფერდინან სელინი სამშობლოში დაბრუნდა და პარიზის გარეუბან მიოდონში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ღარიბთათვის პრაქტიკოს ექიმად მუშაობდა. კიდევ ერთი, თუმცა კი დაგვიანებული წარმატება სიკვდილის წინ ეწვია სელინს, როდესაც ავტობიოგრაფიული ტრილოგია „ერთი ციხესიმაგრიდან მეორეში“ (D’un château l’autre, 1957) და „ჩრდილოეთი“ (Nord, 1960) გამოვიდა, ხოლო ტრილოგიის დამასრულებელი ნაწილი „რიგოდონი“ (Rigodon) მწერლის გარდაცვალებიდან რვა წლის შემდეგ, 1969 წელს გამოიცა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოგზაურობა ღამის დასალიერში / Voyage au bout de la nuit (1932, ქართ. თარგმანი 2008 - სიბილა გელაძე)
  • სიკვდილი კრედიტით / Mort à crédit (1936
  • მეა კულპა / Mea Culpa (1936)
  • ხომრობები დარბევისთვის / Bagatelles pour un massacre (1937)
  • გვამების სკოლა / L'Ecole des cadavres (1938)
  • ხიფათში ჩავარდნილები / Les Beaux Draps (1941)
  • თოჯინების ბენდი I / Guignol’s band (1944)
  • ტრანშეა / Casse-pipe (1949)
  • ფეერია სხვა დროისათვის I / Féerie pour une autre fois I (1952
  • ნორმანსი: ფეერია სხვა დროისათვის II / Normance: Féerie pour une autre fois II (1954)
  • ინტერვიუ პროფესორ Y-სთან / Entretiens avec le professeur Y (1954
  • ერთი ციხესიმაგრიდან მეორეში / D’un château l’autre (1957
  • ჩრდილოეთი / Nord (1960
  • ლონდონის ხიდი: თოჯინების ბენდი II / Le Pont de Londres: Guignol’s band II (1964 გამოქვეყნდა სიკვდილის შემდეგ)
  • რიგოდონი / Rigodon (1969 გამოქვეყნდა სიკვდილის შემდეგ)
  • ელვა და მეხი. პიესები, ლიბრეტო, სცენარები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 BD Gest'
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 GeneaStar
  11. 11.0 11.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  12. 12.0 12.1 Babelio — 2007.
  13. 13.0 13.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  14. 14.0 14.1 14.2 The Fine Art Archive — 2003.
  15. 15.0 15.1 Munzinger Personen
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 birth certificate
  17. 17.0 17.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118519867 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  18. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  19. Louis-Ferdinand Celine | Open Library
  20. RKDartists
  21. https://www.lefigaro.fr/histoire/archives/2017/12/06/26010-20171206ARTFIG00290--voyage-au-bout-de-la-nuit-le-figaro-etudie-en-1932-le-cas-celine.php
  22. http://data.bnf.fr/fr/12157081/elizabeth_craig/