ლუი დე ბურბონი (1729-1765)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი დე ბურბონი
საფრანგეთის დოფინი
მმართ. დასაწყისი: 4 დეკემბერი, 1729
მმართ. დასასრული: 20 დეკემბერი, 1765
წინამორბედი: ლუი დე ბურბონი
მემკვიდრე: ლუი ავგუსტ დე ბურბონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 სექტემბერი, 1729
დაბ. ადგილი: ვერსალის სასახლე, პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 20 დეკემბერი, 1765, (36 წლის)
გარდ. ადგილი: ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: მარია ტერეზა ესპანელი
(ქ. 1744 - გარდ. 1746)
მარია ჟოზეფა საქსონიელი
(ქ. 1747)
შვილები: მარი ტერეზა, მადამ როიალი
მარი ზეფირინა, მადამ როიალი
ლუი, ბურგუნდიის ჰერცოგი
ლუი XVI, საფრანგეთის მეფე
ლუი XVIII, საფრანგეთის მეფე
შარლ X, საფრანგეთის მეფე
მარი კლოტილდა, სარდინიის დედოფალი
ელიზაბეტი, მადამ როიალი
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი XV, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია ლეშჩინსკა
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ლუი დე ბურბონი (ფრანგ. Louis de Bourbon, დ. 4 დეკემბერი, 1729, ვერსალის სასახლე, პარიზი, საფრანგეთი – გ. 20 დეკემბერი, 1765, ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთი) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ლეშჩინსკას უფროსი ვაჟი. დაბადებიდან გარდაცვალებამდე იყო საფრანგეთის დოფინი და ასევე საფრანგეთის შვილი (ფრანგ. Fils de France). იქორწინა ორჯერ საიდანაც შეეძინა თოთხმეტი შვილი, მათ შორის საფრანგეთის სამი მეფე ლუი XVI, ლუი XVIII და შარლ X.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რა წლის ლუი თავის სასწავლო ოთახშიხ

ლუი დაიბადა 1729 წლის 4 დეკემბერს ვერსალის სამეფო სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ლეშჩინსკას პირველი ვაჟი, თუმცა არა პირველი შვილი. მისმა დაბადებამ სამეფო კარზე მარია ლეშჩინსკას მდგომარეობა გაამყარა, რომელსაც მანამდე ეჭვის თვალით უყურებდნენ, რადგან იგი ვაჟის გაჩენას ვერ ახერხებდა. მარიამ ლუიმდე სამი ქალიშვილი გააჩინა. ვინაიდან იგი ოჯახში პირველი ვაჟი იყო მას დაბადებისთანავე საფრანგეთის დოფინის, ანუ ტახტის მემკვიდრისა და ასევე საფრანგეთის შვილის (ფრანგ. Fils de France) მიენიჭა.

ლუი 1737 წლის 27 აპრილს მოინათლა, რის შემდეგაც შვიდი წლის ასაკში დაარქვეს სახელი. იგი კარდინალმა არმან დე როანმა მონათლა, მისი ნათლიები კი ორლეანის ჰერცოგი ლუი I და ბურბონის ქვრივი ჰერცოგინია ლუიზ ფრანსუაზი იყვნენ.

ლუის აღმზრდელი ძიძა მადამ დე ვენტადური იყო, რომელიც მანამდე მამამისის, მეფე ლუი XV-ის აღმზრდელი იყო. ტრადიციის მიხედვით, როდესაც მას შვიდი წელი შეუსრულდა ქალებს მოაშორეს და მამაკაცთა საზოგადოებაში დაიწყეს მისი აღზრდა, სადაც იგი შატიიონის ჰერცოგს მიაბარეს აღსაზრდელად.

ადრეულ ასაკშივე ლუი დიდ ინტერესს ამჟღავნებდა სამხედრო ხელოვნებისადმი. იგი მწარედ იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც მამამისმა ავსტრიული მემკვიდრეობის ომში წასვლის ნება არ დართო. მალევე ლუიმ შური იძია და როცა მამამისი მეცში საშინლად დაავადდა და მონახულება სთხოვეს იგი თავის საძინებელში გამოიკეტა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ დაავადებამ იმსხვერპლა ლუის და ასევე ლუი XV-ის არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ მთელი მათი ურთიერთობაც. მანამდე მამა-შვილს ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ამის შემდეგ კი გაუცხოვდნენ. სამაგიეროდ ლუის ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა თავის სამ უფროს დასთან.

ქორწინებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1744 წლიდან საფრანგეთის მეფე ლუი XV-სა და მის ბიძაშვილს, ესპანეთის მეფე ფილიპე V-ს შორის დიდი საქორწინო მოლაპარაკებები გაჩაღდა. ლუი XV თავის 15 წლის ვაჟს, საფრანგეთის დოფინ ლუის აქორწინებდა ფილიპე V-ისა და მისი მეორე იტალიელი ცოლის, დედოფალ ელიზაბეტა ფარნეზეს შუათანა ქალიშვილ მარია ტერეზა ესპანელზე. საქორწინო ხელშეკრულება 1744 წლის 13 დეკემბერს გაფორმდა. 1744 წლის 18 დეკემბერს მადრიდში მარიონეტული, ხოლო 1745 წლის 23 თებერვალს ვერსალში ლუისა და მარია ტერეზას ნამდვილი ქორწინება შედგა.

ლუისა და მარია ტერეზას ერთმანეთი ნამდვილი, წრფელი სიყვარულით უყვარდათ. თუმცა 1746 წლის 19 ივლისს მარია ტერეზამ გოგონა გააჩინა, რომლის მშობიარობის დროსაც ინფექცია შეეჭრა და სამ დღეში, 22 ივლისს გარდაიცვალა კიდეც. ამ დროს მარია ტერეზა 20-ის, ხოლო ლუი 16 წლის იყო. იგი ცოლის დაკარგვას ძალიან განიცდიდა, მაგრამ გრძნობდა, რომ მემკვიდრის დატოვება იყო საჭირო, რის გამოც მეორე ქორწინებაზე დასთანხმდა.

1746 წელს თავისი ბიძისგან და ამავდროულად სიმამრისგან, ესპანეთის მეფე ფილიპე V-სგან ლუიმ ოქროს საწმისის ორდენი მიიღო.

1747 წლის 10 იანვარს ლუიმ ცოლად შეირთო პოლონეთის, ლიტვისა და საქსონიის მეფე ავგუსტ III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია იოზეფა ავსტრიელის 15 წლის ქალიშვილი მარია ჟოზეფა საქსონიელი. საქორწინო ცერემონიალი 1747 წლის 9 თებერვალს შედგა ვერსალში. მათი ქორწინება არც ისეთი ბედნიერი იყო, თუმცა ლუისა და მარია ჟოზეფას 13 შვილი შეეძინათ, რომელთაგან სამი მომავალში საფრანგეთის მეფე გახდა.

პიროვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი საკმაოდ მელანქოლიური ხასიათის იყო, რაც პირველი ცოლის გარდაცვალებამ კიდევ უფრო გაუმძაფრა. იგი კარგად განათლებული და სწავლული კაცი იყო, მას უყვარდა ხელოვნება, მუსიკა, თეატრში სიარული, საუბრები, ნადირობა და ბურთით თამაში. მაღალი ზნეობის მატარებელი ლუი, მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარდა, ყოველთვის თბილად და დიდი გრძნობით ეპყრობოდა თავის მეორე ცოლს, მარია ჟოზეფას.

იგი ძალიან მედიდური და ქრისტიანობის დამცველი იყო. როგორც მისი დედა და დები, იგიც ხელმძღვანელობდა ბიბლიით და ყოველთვის სულის გადარჩენაზე ფიქრობდა. ისიც და მისი დებიც დიდი ქრისტიანული იდეის მატარებელნი იყვნენ, რაც დედამისის დამსახურება იყო, მათი მამა კი ყოვლად აღვირახსნილი და არარელიგიური კაცი იყო, რის გამოც შვილებსა და მეუღლეს საკმაოდ შორეული ურთიერთობა ჰქონდათ ლუი XV-თან.

დარჩენილი ცხოვრება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი მთავრობაში მამასთან ერთად მსახურობდა, სადაც მას გარს მოაზროვნე და თავდაჭერილი ადამიანები ეხვია, რომლებიც მისი გამეფების შემდეგ თავიანთი გავლენების ზრდას ივარაუდებნდნენ.

1765 წლის 20 დეკემბერს, 36 წლის ასაკში ლუი ტუბერკულოზით დაიღუპა, ისე, რომ ტახტზე ასვლა ვერ მოასწრო. მამამისი ლუი XV, დედამისი მარია ლეშჩინსკა და ბაბუამსი, ლოთარინგიის ჰერცოგი სტანისლავ ლეშჩინსკი მასზე გვიან, თუმცა სულ რამდენიმე წელიწადში დაიხოცნენ. დედამისი 1768 წელს გარდაიცვალა, ხოლო 1774 წელს ლუი XV-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ლუი XVI ავიდა.

ლუის ანდერძის მიხედვით, მისი გული სენ-ეტიენის, ხოლო სხეული სენ-დენის ბაზილიკაში დაკრძალეს.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა გარდ. ასაკი დინასტია სამშობლო მამა დედა
მარია ტერეზა 11 ივნისი, 1726 22 ივლისი, 1746 20 წლის ბურბონები ესპანეთი ფილიპე V,

ესპანეთის კოლონიური

იმპერიის მეფე

ელიზაბეტა ფარნეზე
მარია ჟოზეფა 4 ნოემბერი, 1731 13 მარტი, 1767 35 წლის ვეტინები საქსონია ავგუსტ III,

პოლონეთის მეფე,

ლიტვის დიდი მთავარი

და საქსონიის

კურფიურსტი

მარია იოზეფა

ავსტრიელი

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ქორწინებიდან:

  1. მარი ტერეზა (დ. 19 ივლისი, 1746 – გ. 27 აპრილი, 1748), მადამ როიალი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

მეორე ქორწინებიდან:

  1. მკვდარშობილი ვაჟი (30 იანვარი, 1748);
  2. მკვდარშობილი ვაჟი (10 მაისი, 1749);
  3. მარი ზეფირინა (დ. 26 აგვისტო, 1750 – გ. 1 სექტემბერი, 1755), მადამ როიალი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ლუი ჟოზეფი (დ. 13 სექტემბერი, 1751 – გ. 22 მარტი, 1761), ბურგუნდიის ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. მკვდარშობილი ქალიშვილი (9 მარტი, 1752);
  6. ხავიერი (დ. 8 სექტემბერი, 1753 – გ. 22 თებერვალი, 1754), აკვიტანიის ჰერცოგი, გარდაიცვალა ჩვილობაში;
  7. ლუი XVI (დ. 23 აგვისტო, 1754 – გ. 21 იანვარი, 1793), საფრანგეთის მეფე, ცოლად შეირთო მარია ანტუანეტა ავსტრიელი რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, თავი მოჰკვეთეს ფრანგმა რევოლუციონერებმა მეუღლესთან ერთად;
  8. ლუი XVIII (დ. 17 ნოემბერი, 1755 – გ. 16 სექტემბერი, 1824), საფრანგეთის ორგზის მეფე, ცოლად შეირთო მარია ჟოზეფინა სავოიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
  9. მკვდარშობილი ვაჟი (1756);
  10. შარლ X (დ. 9 ოქტომბერი, 1757 – გ. 6 ნოემბერი, 1836), საფრანგეთის მეფე, ცოლად შეირთო მარია ტერეზა სავოიელი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი, ტახტიდან ჩამოაგდო მისმა ბიძაშვილმა ლუი ფილიპ ორლეანელმა, რევოლუციის გზით;
  11. მარი კლოტილდა (დ. 23 სექტემბერი, 1759 – გ. 7 მარტი, 1802), ცოლად გაჰყვა სარდინიის მეფე კარლო ემანუელე IV-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
  12. მკვდარშობილი ვაჟი (1762);
  13. ელიზაბეტი (დ. 3 მაისი, 1764 – გ. 10 მაისი, 1794), არ გათხოვილა და არც შვილები ჰყოლია, სიკვდილით დასაჯეს ფრანგმა რევოლუციონერებმა;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Broglie, Emmanuel de, Le fils de Louis XV, Louis, dauphin de France, 1729-1765. Paris: E. Plon, 1877.
  • Dechêne, Abel, Le dauphin, fils de Louis XV. Paris: Librairie du dauphin, 1931.
  • Ducaud-Bourget, François. Louis, dauphin de France: le fils du Bien-Aimé. Paris: Conquistador, 1961.
  • Hours, Bernard. La vertu et le secret: le dauphin, fils de Louis XV. Paris: Champion, 2006.
  • Huertas, Monique de, Marie-Josèphe de Saxe: mère de nos trois derniers rois de France et de Madame Élisabeth, Paris: Pygmalion, 1995.
  • Proyart, Liévin-Bonaventure. Vie du dauphin, père de Louis XVI, Lyon: Bruyset-Ponthus, 1788.
  • Rozoir, Charles du, Le dauphin, fils de Louis XV et père de Louis XVI et de Louis XVIII, Paris: Eymery, 1815.
  • Zieliński, Ryszard, Polka na francuskim tronie, Warszawa: Czytelnik, 1978.