ლუდვიგ რიუტიმაიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუდვიგ რიუტიმაიერი
გერმ. Karl Ludwig Rütimeyer
დაბ. თარიღი 26 თებერვალი, 1825(1825-02-26)[1]
დაბ. ადგილი ბიგლენი
გარდ. თარიღი 25 ნოემბერი, 1895(1895-11-25)[1] (70 წლის)
გარდ. ადგილი ბაზელი[2]
მოქალაქეობა  შვეიცარია
საქმიანობა პალეონტოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ზოოლოგი, scientific illustrator, გეოლოგი და ანატომი
მუშაობის ადგილი ბაზელის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბერნის უნივერსიტეტი, ლონდონის უნივერსიტეტი და ლეიდენის უნივერსიტეტი
ჯილდოები ბაზელის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი

ლუდვიგ რიუტიმაიერი (გერმ. Ludwig Rütimeyer; დ. 26 თებერვალი 1825, ბიგლენი — გ. 25 ნოემბერი, 1895, ბაზელი) — შვეიცარიელი ზოოლოგი, ანატომი და პალეონტოლოგი. ზოოარქეოლოგიის ერთ-ერთი მამამთავარი. სწავლობდა ბერნის უნივერსიტეტში. 1855 წლიდან ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1882). მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა ნამარხ ძუძუმწოვრებსა და შინაური ცხოველების წარმოშობის საკითხებს. რიუტიმაიერი — ერთ-ერთი პირველი პალეონტოლოგია, რომელმაც აღიარა ჩარლზ დარვინის მოძღვრება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Давиташвили Л. Ш., Развитие идей и методов в палеонтологии после Дарвина, М. — Л., 1940.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Base biographique
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #11670005X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.