ლუგანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ლუგანო
იტალ. Lugano
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
კანტონი ტიჩინო
შიდა დაყოფა Q1875992?, Lugano East Subdistrict და Circle of Lugano North
კოორდინატები 46°00′00″ ჩ. გ. 8°57′00″ ა. გ. / 46.00000° ჩ. გ. 8.95000° ა. გ. / 46.00000; 8.95000
მმართველი Marco Borradori და Michele Foletti
ფართობი 32,09 კმ²
ცენტრის სიმაღლე 273
ოფიციალური ენა იტალიური ენა
მოსახლეობა 54 667 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1 708 კაცი/კმ²
აგლომერაცია 145 000
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 091
საფოსტო ინდექსი 6900
საავტომობილო კოდი TI
ოფიციალური საიტი lugano.ch
ლუგანო — შვეიცარია
ლუგანო

ლუგანო — ქალაქი სამხრეთ შვეიცარიაში, იტალიურენოვან ტიჩინოს კანტონში, იტალიის საზღვართან. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 54 667 ადამიანს შეადგენს, ურბანული აგლომერაციის კი 145 000-ს. მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, წარმოადგენს შვეიცარიის მე-9 ქალაქს და იტალიის ფარგლებს გარეთ არსებულ უდიდეს იტალიურენოვან ქალაქს.

გაშენებულია ლუგანოს ტბის ნაპირებზე. მისი თბილი კლიმატი მრავალ ადამიანს იზიდავს, ბოლო წლებში კი განსაკუთრებით ცნობილ ადამიანებს. ხშირად მას ზედმეტსახელად „შვეიცარიის მონტე-კარლოს“ უწოდებენ.[1][2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკვე IX საუკუნეში, ლუგანო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. იტალიურ ომებში, 1512 წელს ქალაქი შვეიცარიის კავშირს გადაეცა. საფრანგეთის რევოლუციის დროს, ლუგანო იგივე ჰელვეციის რესპუბლიკაში შედიოდა და თავისივე სახელწოდების კანტონის მთავარი ქალაქი იყო. 1803 წელს ის ტიჩინოს კანტონს გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ 1881 წელს ადმინისტრაციული უფლებები ქალაქ ბელინცონას გადაეცა, ლუგანო მაინც დარჩა პოლიტიკური, კულტურული, ვაჭრობისა და კომერციის ცენტრად.

დემოგრაფიული ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუგანოს პანორამული ხედი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Svizzera – Lugano – Guida alle città svizzere Italian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 24 November 2008.
  2. Hôtels à Lugano French. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი: 24 November 2008.