ლუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუა პროგრამირების ენა
ფაილის გაფართოება .lua
გამოქვეყნების თარიღი 1993
შემქმნელი რობერტო იერუსალიმში, ვალდემარ სელესი, ლუიზ ჰენრიკე დე ფიგუეირედო
ბოლო ვერსია 5.1.4
პარადიგმა ბრძანებითი, ფუნქციური, ობიექტებზე-ორიენტირებული, პროტოტიპზე დამოკიდებული
ტიპების მინიჭება დინამიური, სუსტი
ენების ზეგავლენით სქემე, სნობოლი, მოდულა, CLU, C++
ენებზე ზეგავლენა იო, GameMonkey, Squirrel, C#, ფალკონი, დაო, MiniD
მთავარი იმპლემენტირება lua, LuaJIT, LLVM-Lua, LuaCLR, Nua, Lua Alchemy
ლიზენზია MIT ლიზენზია
ოპერაციული სისტემა მრავალპლატფორმული
ვებ გვერდი http://www.lua.org

ლუა (პორტუგალიურად Lua, ნიშნავს მთვარეს ) — მსუბუქი, ამრეკლავი, ბრძანებითი და ფუნქციური პროგრამირების ენა, შექმნილი სკრიპტების დასაწერად.

ლუაში დაწერილი პროგრანების განვითარება შესაძლოა შედარებით მარტივი C ინტერფეისის მეშვეობით (ანუ C-ში დაწერილი ფუნქციების დამატება).

ლუაც და ჯავასკრიპტიც იყენებენ პროტოტიპზე დაფუძნებულ ობიექტებს და ბაძავენ სქემეს. მათი სემანტიკა ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ სინტაქსურად განსხვავდებიან.

ლუა აქტიურად გამოიყენება ვიდეო თამაშების შესაქმნელად. მისი საშუალებით, წერენ კომერციულ და არაკომერციულ პროგრამებსაც.

მაგალითები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკრანზე ბეჭდავს Hello World!-ს:

print("Hello World!")

ფაქტორიალი:

function factorial(n)
  if n == 0 then
    return 1
  else
    return n * factorial(n - 1)
  end
end

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლუა&oldid=4619567“-დან