ლორ ოლგა გონჯუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლორ ოლგა გონჯუ
დაბადების თარიღი 18 დეკემბერი, 1953(1953-12-18)[1] (70 წლის)
დაბადების ადგილი პარიზი
მოქალაქეობა  კოტ-დ’ივუარი

ლორ ოლგა გონჯუ (ფრანგ. Laure Olga Gondjout; (დ. 18 დეკემბერი, 1953, პარიზი) — გაბონელი სახელმწიფო, პოლიტიკური და დიპლომატიური მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1953 წლის 18 დეკემბერს პარიზში, გაბონის ეროვნული კრების (პარლამენტის) პირველი პრეზიდენტის, საფრანგეთის ყოფილი სენატორის, პოლ გონჯუს ოჯახში. პროფესიული კარიერა დაიწყო 1978 წელს აბიჯანში, აფრიკის განვითარების ბანკში.

1984 წელს დაინიშნა გაბონის რესპუბლიკის პრეზიდენტის ომარ ბონგო ონდინბას მრჩევლად აფრიკისა და საერთაშორისო საკითხებში. 1987 წელს დანიშნეს გაბონის მინისტრთა საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილედ.

1989 წლის მაისიდან გაბონის პრეზიდენტის ომარ ბონგო ოდიმბას პირადი მდივანია, 1995-1998 და 1998-2001 წლამდე ის იყო აფრიკის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს აპარატის უფროსი გაბონის, ბენინის, ბურკინა-ფასოს, კაბო-ვერდეს, კომორის კუნძულების, მალის, ნიგერის, სენეგალისა და ჩადისთვის. შემდეგ კვლავ გააგრძელა მუშაობა პრეზიდენტის კანცელარიაში. 2006 წელს დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 2007-2008 წლებში ეკავა ფოსტის, ტელეკომუნიკაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მინისტრის თანამდებობა. 2008 წლის 6 თებერვლიდან 9 ოქტომბრამდე იყო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რის შემდეგაც კვლავ ფოსტის, ტელეკომუნიკაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მინისტრია. 2014 წლიდან გაბონის რესპუბლიკის ომბუდსმენია.

2008 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სათავეში ედგა გაბონის დემოკრატიული პარტიის სიას.[2] ომბუდსმენად არჩევამდე იყო ამავე პარტიის პოლიტბიუროს წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]