ლოგანი
იერსახე
ლოგანი | |
---|---|
ლოგანი | |
კოორდინატები: 60°34′02″ ჩ. გ. 140°24′10″ დ. გ. / 60.56722° ჩ. გ. 140.40278° დ. გ. | |
ქვეყანა | კანადა |
სიმაღლე | 5959 მ |
ქედი | წმინდა ილიას მთები |
ლოგანი (ინგლ. Mount Logan) — მწვერვალი წმინდა ილიას მთებში. კანადის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 5959 მ. მოქცეულია კლუანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. აგებულია გრანიტებით. დაფარულია მოზრდილი მყინვარებით, რომლებიც თითქმის მთის ძირამდე აღწევენ. დასაბამს აძლევს ხეობის ტიპის მყინვარებს. კალთაზე ეშვება დიდი მყინვარი ჰაბარდი. აღსანიშნავია აგრეთვე ლოგანის მყინვარი. სახელი ეწოდა უილიამ ედმუნდ ლოგანის (1798-1875) პატივსაცემად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლოგანი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)