ლიპარიტისუბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიპარიტისუბანი, „ლამაზი საყდარი“XII საუკუნის მიწურულსა და XIII საუკუნის დასაწყისის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გომარეთის ჩრდილოეთით[1], მდინარე ხრამის ხეობის მარცხენა შენაკად ჭოჭიანას მარცხენა ფერდზე. სამონასტრო კომპლექსში შედიოდა ერთნავიანი ეკლესია (XII-XIII საუკუნეები), კოშკი (შუა საუკუნეები), სასახლე (XII-XIII საუკუნეები), ბჭე (XIII საუკუნე), გალავანი (შუა საუკუნეები) და სხვა ნაგებობანი (შუა საუკუნეები). შემორჩენილია ნანგრევები. სამონასტრო კომპლექსთან ახლოს გასული საუკუნის 50-იან წლებში ხრამჰესის მეორე კასკადის მშენებლობის დროს წარმოებული აფეთქებების შედეგად 1956 წელს ტაძარი ერთიანად ჩამოინგრა [2].

ეკლესია აუშენებიათ თამარ მეფის დროს. სამხრეთ კარიბჭის თავზე არსებული ვრცელი წარწერის ნაწილები აღმოჩენილია (ფრაგმენტები ინახება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში) და ახალი წაკითხვის შედეგად ასე იკითხება:

ვიკიციტატა
„წ. სახ{ელ}ითა ღ{მრთ}ის{აჲ}თა დამ(ეო)ხ(ე)ბითა ყ(ოვლა)დწ{მიდ}ისა ღ{მრთ}ისმშ{ო}ბ{ე}ლ{ი}ს{აჲ}თა და ყ{ოველ}თა წ{მიდა}თა მ[ი]სთა, მე, თ{ეოდორ}ე [ღო]დომისძე ღირსვიქმ{ე}ნ [აღშ(ე)ნ(ე)ბ(ა)დ] ს{ა}ყდრ{ი}სა ყ(ოვლა)დწ{მიდ}ისა ღ{მრთ}ისმშ{ო}ბ{ე}ლის{ა}სა, ად(იდე)ნ და და{აამყარენ} ღ(მერთმა)ნ მეფ(ო)ბ(ა)სა თამ{ა}რ [და] დ(ავი)თის(ა)ს[ა], ს(ა)ლ(ო)ცველ(ა)დ ჩ(ე)მთ(ჳ)ს, მშ{ო}ბ{ე}ლთა [და ძმ(ა)თა ჩ(ე)მთ(ა)თ(ჳ)ს.

წ. ჵ, ყ{ოველ}თა უმ{ე}ტ{ე}სო, უფრ{ო}ს{ა}დ კ(ურთ)ხ(ეუ)ლო დ(ე)დ(ო)ფ(ა)ლო, რ(ომელმა)ნ ჰშ{ე}ვ ქ(რისტ)ე ღ(მერ)თი, შ(ე)იწირე ჩ(ე)მგ(ა)ნ თე(ოდორე)ს მ(იე)რ აღშ{ე}ნ{ე}[ბ{უ}ლ]ი ესე [ს](ა)ყდ(ა)რი და საწ[(უ)თ(ო)სა ამ(ა)ს ძმ(ი)თ(უ)რთ მ(ე)ს(ა)ფ(ა)რვ(ე)ლე], ხ(ოლო) ს(აუ)კ(უ)ნ(ო)ს(ა) მ(ა)ს მოხა{ი}შნე ექმენ წ(ინაშ)ე ძისა შ(ე)ნისა, რ(აჲთ)ა აჴოც[ო]ს ყ(ოველ)ნ იც{ო}დვ{ა}ნი ქმნ(ილნ)ი და ს{უ}ფ{ე}ვ{ა}სა მ{ი}[სს]ა მიმცვალე[ს].

წ. პ(ირვე)ლ წ(მიდა)თა წ{ინას}წ{აჲრმეტ}ყ{ჳ}ლთ[ა] ქ{ა}დ{ა}გ{ე}ბ{უ}ლო, ჵ, დ(ე)დ(ა)ო ღ{მრთი}ს{ა}ო, ბჭ(ე)დ, დაკრძ(ა)ლ(უ)ლ(ა)დ, კიბ(ე)დ, სასაკმ(ე)ვლ(ე)დ, ს(ა)ყდ(რა)დ, ს{ა}ს{ა}ნთლ{ე}დ, კ(უ)რთხ(ევა)დ, აღყვ{ავე}ბ{უ}ლ{ა}დ, თ{ი}რ ს(ა)ყ(დ)არი შეიწ[ირე].[2]

წარწერა სამშენებლო ხასიათისაა და იხსენიებს თამარ მეფესა და დავით სოსლანს, რის საფუძველზეც მეცნიერები მას თამარისა და დავითის თანაცხოვრების პერიოდით, 1089-1207 წლებით ათარიღებენ[2].

კარ-სარკმლებს ამკობდა დიდი ოსტატობით გამოკვეთილი სხვადასხვა სახის ჩუქურთმა. მოჩუქურთმებული იყო კარნიზიც, ხოლო ეკლესიის კედლები — შიგნიდან მოხატული.

„ლამაზი საყდრის მონასტერი“ 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად გახდა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლი[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 248.
  • ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, ტ. I, დმანისის რაიონი, თბ., 2017
  • შუბითიძე ვ., ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები, თბ., 2012

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5638

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]