ლინა ჰიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლინა ჰიდი
მშობლიური სახელი ინგლ. Lena Kathren Headey
დაბადების სახელი ლინა ქეთრინ ჰიდი
დაბადების თარიღი 3 ოქტომბერი, 1973 (1973-10-03) (50 წლის)
ჰამილტონი, ბერმუდა
ეროვნება ინგლისელი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2012-დან დღემდე
მეუღლე(ები) პიტერ ლოურენი (2007-2013)
პარტნიორ(ებ)ი დან კადანი (2015–2019)
შვილ(ებ)ი 2

ლინა ქეთრინ ჰიდი (ინგლ. Lena Kathren Headey, დ. 3 ოქტომბერი, 1973)[1]ინგლისელი მსახიობი. მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა სერსეი ლანისტერის ცნობილი როლისთვის HBO–ის ეპიკურ ფანტასტიკურ დრამატულ სერიალში „სატახტოთა თამაში“ (2011–2019). როლის შესრულებისთვის იგი ოთხჯერ იყო ნომინირებული ემიზე (2014, 2015, 2016, და 2018),[2][3][4][5] ასევე ოქროს გლობუსზე (2016).[6]

ჰიდის სამსახიობო დებიუტი შედგა 1992 წლის ბრიტანულ მისტიკურ დრამაში. მან განაგრძო სტაბილური მუშაობა ბრიტანულ და ამერიკულ ფილმებში და ტელევიზიაში. მოგვიანებით მან აღიარებას მოიპოვა ფილმებში: ძმები გრიმები (2005) და 300 (2007). მის სხვა ფილმებში შედის „დღის ნარჩენები“ (1993), “ჯუნგლების წიგნი“ (1994), „ქალბატონი დალოვეი“ (1997), „რიპლის თამაში“ (2002), „წარმოიდგინე მე და შენ“ (2005), „დრედი“ (2012), „წმენდა“ (2013), 300: იმპერიის აღზევება (2014), „სიამაყე და ცრურწმენა და ზომბები“ (2016) და „ბრძოლა ჩემს ოჯახთან“ (2019).

ჰიდიმ ასევე ითამაშა სანა კონორის როლი სატელევიზიო სერიალში ტერმინატორი:სარა კონორის ქრონიკები (2008-2009). მან პერსონაჟები გაახმოვანა მოქმედებით როლურ ვიდეო თამაშში ამაღლება და კინგსლეივი: ბოლო ფანტაზია XV. მან ასევე მიიღო მონაწილეობა ანიმაციურ სერიალებში: საშიში თაგუნა (2015-2017) და ტროლებზე მონადირეები (2017–2018). ლინამ გაახმოვანა პერსონაჟები თოჯინებით შექმნილ ანიმაციურ სერიალში მუქი კრისტალი: წინააღმდეგობის ხანა (2019).

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიდი დაიბადა ჰამილტონში, ბერმუდაში ინგლისელი მშობლების, სუ და ჯონ ჰიდების ოჯახში.[1] მისი მამა, იორკშირის პოლიციის თანამშრომელი იყო, რომელიც იმ დროს ბერმუდის პოლიციაში იყო გაგზავნილი. მას ჰყავს ერთი უმცროსი ძმა, ტიმი.[7] ჰიდს ირლანდიური ფესვებიც აქვს.[8] როდესაც ლინა ხუთი წლის იყო, მისი ოჯახი ინგლისში დაბრუნდა და თავდაპირველად დასახლდა სამერსიტში, 11 წლის ასაკში კი მისმა ოჯახმა საცხოვრებელი კვლავ შეიცვალა და ამჯერად ჰაიბურტონში, დასავლეთ იორკშირში დასახლდა.[7] ბავშვობაში ის ბალეტის გაკვეთილებზე დადიოდა.[9]

ჰიდიმ მსახიობობის პირველი გამოცდილება კოლეჯში სწავლის დროს მიიღო. იგი შენიშნეს 17 წლის ასაკში, სამეფო ნაციონალური თეატრის სასკოლო დადგმაში გამოსვლისას და 1992 წელს გადაღებულ ფილმში სამსახიობო ჯგუფის წევრად აირჩიეს.[10]

საზოგადოებრივი იმიჯი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი გამოჩნდა TV Guide- ს, G3- ის, Sunday Mirror- ისა და გერმანიის Filmstar- ის გარეკანზე. მან 2007 წლის ჟურნალ Maxim–ის Hot 100-ის სიაში 64–ე ადგილი დაიკავა. იგი 2007, 2008 და 2009 წლებში იყო AfterEllen-ის Hot ასეულის ჩამონათვალის მე-4, მე-10 და მე-3 ნომერი.[11]

ლინა ჰიდი 2007 წელს

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიდი ვეგეტარიანელი იყო, თუმცა, 2011 წლის ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მეტწილად ვეგანურ კერძებს მიირთმევს ვიდრე ვეგეტარიანულს.[12] ჰიდის არაერთი ტატუ აქვს. ზურგზე მას დიდი ყვავილები ახატია.[13] მან Esquire-სთაბ ინტერვიუში განაცხადა:„მე მიყვარს ტატუები. ვფიქრობ, რომ ეს მამშვიდებს“.[14] მუშაობისას მას ტატუების დაფარვა ხშირად უწევს.

ჰიდი 2008 წლის მაისში დაქორწინდა მუსიკოს პიტერ ლოურანზე.[15] მათი ვაჟი, უილი ლოურანი, დაიბადა 2010 წლის 31 მარტს.[16][17] მას მშობიარობის შემდეგ დეპრესია დაეწყო.[18] ჰიდი და ლოფრანი ერთმანეთს 2011 წელს დაშორდნენ. ლინამ განქორწინების შესახებ სარჩელი სასამართლოში 2012 წლის ივლისში შეიტანა, განხილვა კი 2013 წლის დეკემბერში დასრულდა.[15][19] 2015 წლის 10 ივლისს ჰიდიმ შეეძინა მეორე შვილი, ქალიშვილი ტედი, რეჟისორ დენ კადანისგან (მისი ბავშვობის მეგობარი, რომელიც ასევე მუშაობდა ჰიდისთან მის მოკლემეტრაჟიან ფილმზე „ეშმაკის ქორწილი“).[20] 2019 წლის ივნისში წყვილი ერთმანეთს დაშორდა.[21]

მას ასევე კარგი ურთიერთობა აქვს სატახტოთა თამაშების მსახიობებთან, პედრო პასკალსა და პიტერ დინკლიჯთან, რომლებმაც სატახტოთა თამაშების პროდიუსერთა გუნდს ლინა სერსეი ლანისტერის როლის სათამაშოდ შესთავაზეს.[22]

ლინა მხარს უჭერს ლგბტ უფლებების დამცველ ორგანიზაციას NOH8-ს[23] და 2015 წლის აპრილში გააპიარა ამ კომპანიის მიერ შექმნილი მაისურზე და გაიყიდა Represent.com–ზე NOH8-ის ფონდის გაზრდისთვის.[24] იგი მონაწილეობდა საერთაშორისო სამაშველო კომიტეტის (IRC) ჰუმანიტარულ პროექტში, რომელიც ეხმარებოდა მიგრანტებს, რომლებიც საბერძნეთში ევროპის საემიგრაციო კრიზისის დროს მოხვდნენ.[25] 2018 წელს ჰიდიმ მონაწილეობა მიიღო Alzheimer's Research UK-ის სარეკლამო პროგრამაში, რომელიც ალცჰეიმერის მსოფლიო დღის (21 სექტემბერი) წინ გაეშვა.[26]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Lena Headey. TV Guide.
  2. Brown, Tracy (10 ივლისი, 2014). „Emmys 2014: Complete list of nominees“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 10 ივლისი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. „Emmy Award Nominations: Full List of 2015 Emmy Nominees“. Variety. 16 ივლისი, 2015. ციტირების თარიღი: 16 ივლისი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. Rice, Lynette (14 ივლისი, 2016). „Emmy nominations 2016: See the full list“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 14 ივლისი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  5. „Emmys: Netflix Beats HBO With Most Nominations“. The Hollywood Reporter. 12 ივლისი, 2018. ციტირების თარიღი: 12 ივლისი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  6. The 74th Annual Golden Globe Awards (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-14. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2016.
  7. 7.0 7.1 Wolff, Jennifer (5 October 2010). „Lena Headey Profile: She's Beautiful When She's Angry“. Men's Health. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 December 2014. ციტირების თარიღი: 28 January 2015.
  8. Headey, Lena (12 February 2019). Interview with Anna Faris. "Episode 160". Unqualified. დაარქივებულია ორიგინალიდან 5 აგვისტო 2020-ში. https://web.archive.org/web/20200805141624/https://www.unqualified.com/2019/02/12/ep-160-lena-headey/. წაკითხვის თარიღი: 6 მარტი 2021.
  9. Lena Heady on Letterman (1 April 2008). ციტირების თარიღი: 28 January 2015
  10. Campling, Katie (16 January 2008). „Lena gets ready to terminate TV ratings“. Huddersfield Daily Examiner. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 March 2012.
  11. Warn, Sarah. (11 May 2009) The 2009 AfterEllen.com Hot 100. ციტირების თარიღი: 10 October 2011
  12. Imagine Me and You Fansite. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 28 January 2015
  13. „Lena Headey Sexy Photos – Game of Thrones Queen Cersei Sexy Photos“. Esquire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 December 2014. ციტირების თარიღი: 28 January 2015.
  14. „Lena Headey Tattoos“. Esquire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 July 2014. ციტირების თარიღი: 28 January 2015.
  15. 15.0 15.1 „Game of Thrones Star Lena Headey Files for Divorce“. People. 25 July 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 March 2014.
  16. Wiley's birthdate (1 April 2011). ციტატა: „Wylie was a year old yesterday ..“
  17. de Bertodano, Helena (25 March 2014). „Game of Thrones star Lena Headey: I believe Cersei is very frightened and paranoid“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 February 2015. ციტირების თარიღი: 28 January 2015.
  18. de Bertodano, Helena (25 March 2014). „Game of Thrones star Lena Headey: I believe Cersei is very frightened and paranoid“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 February 2015. ციტირების თარიღი: 28 January 2015.
  19. 'Game of Thrones' star Lena Headey strikes divorce settlement with ex“. Toronto Sun. 26 December 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 December 2013. ციტირების თარიღი: 4 May 2014.
  20. Lee, Esther. (7 July 2017) 'Game of Thrones' Star Lena Headey Is Engaged to Childhood Friend Dan Cadan. The Knot. ციტირების თარიღი: 8 July 2017
  21. Anthony, Andrew (16 June 2019). „Lena Headey: 'I wanted a better death for Cersei'. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 June 2019.
  22. Wang, Helena; Aquino, Tara. 25 Things You Didn't Know About Peter Dinklage (25 June 2013). ციტირების თარიღი: 13 November 2015
  23. Familiar Faces Part 6. ციტირების თარიღი: 13 November 2015
  24. Lena Headey Exclusive "NOH8" Merch!!. ციტირების თარიღი: 13 November 2015
  25. 'Fight for the Good': Lena Headey of Game of Thrones on Her Work With Migrants. ციტირების თარიღი: 2 March 2019
  26. McAlees, Melissa. (20 September 2018) Game of Thrones star joins fight against dementia. ციტირების თარიღი: 2 March 2019