ლიზა ფონსაგრივსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიზა ფონსაგრივსი
დაბ. თარიღი 17 მაისი, 1911
დაბ. ადგილი ვესტრა-გეტალანდი, შვედეთი
გარდ. თარიღი 4 თებერვალი, 1992
სიმაღლე 170 სმ
ეროვნება შვედი

ლიზა ფონსაგრივსი (ინგლ. Lisa Fonssagrives; შვედ. Lisa Fonssagrives; დ. 17 მაისი, 1911 — გ. 4 თებერვალი, 1992) დაბადებული ლიზა ბირგიტა ბერნსტოუნიშვედი მოდელი. მსოფლიოში ცნობილია როგორც პირველი სუპერმოდელი. ბავშვობაში სწავლობდა ფერწერას. ემზადებოდა ცეკვაში ბერლინში. შვედეთში დაბრუნების შემდეგ გახსნა ცეკვის სკოლა. პარიზში გაიცნო ფოტოგრაფი ფერნანდ ფონსაგრივსი, რომელმაც გაუხსნა მას გზა სამოდელო ბიზნესისაკენ. მალე ვოგმაც გამოაქვეყნა მისი სურათები. 1935 წელს იქორწინა ფერნანდ ფონსაგრივსზე. 1950 წელს ისინი დაშორდნენ და ლიზა მეორედ იმავე წელს უკვე ფოტოგრაფ ირვინგ პენს გაჰყვა ცოლად. ჰყავდა ორი შვილი. გარდაიცვალა 80 წლის ასაკში ნიუ-იორკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Seidner, David (ed): Lisa Fonssagrives: Three Decades of Classic Fashion Photography, New York: Vendome Press, 1996, ISBN 0-86565-978-8