ლივონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლივონიის რუკა დაახლოებით 15-ე საუკუნე

ლივონია (ლივ. Līvõmō, ესტ. Liivimaa, გერმ. Livland, ლათ. Livonia) — ისტორიული მხარე აღმოსავლეთ ბალტიისპირეთში. სახელდებულია გერმანელი რაინდი-ჯვაროსნების მიერ იმხანად ბალტიისპირეთში მცხოვრები ერთ-ერთი ფინურ-უგრული ტომის — ლივების სახელის მიხედვით.

ტერმინის განმარტება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XII—XIII საუკუნეების მიჯნაზე ლივონიაში მხოლოდ ლივთა განსახლების არეალი იგულისხმებოდა: დასავლეთ დაუგავის ჩრდილოეთით მდებარე მიწები, რიგის ყურის სანაპირო ტერიტორიები, სამხრეთით კი კურლანდიის მიწები. XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან 1461 წლამდე უკვე გერმანელი რაინდი-ჯვაროსნების მიერ დაპყრობილი თანამედროვე ესტონეთისა და ლატვიის მთელი ტერიტორიები იგულისხმება.

სახელმწიფოს ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლივონია XVII საუკუნის დამლევს

კურლანდიის საჰერცოგოს შექმნის შემდეგ (1561), ლივონია ეწოდება ჩრდილოეთ ლატვიას და სამხრეთ ესტონეთს. განეკუთვნებოდა ჯერ რეჩ პოსპოლიტას, შემდეგ შვედეთს. XVII საუკუნეში ტერმინი ლივონია შეცვალა ლიფლანდიამ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]