ლივ ულმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლივ ულმანი
დაბადების თარიღი 16 დეკემბერი, 1938 (1938-12-16) (85 წლის)
ტოკიო, იაპონია
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
აქტიური 1957-დღემდე
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში

1972 — ემიგრანტები

ლივ ულმანი (ნორვ. Liv Johanne Ullmann; დ. 16 დეკემბერი, 1938) — ნორვეგიელი მსახიობი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ინგმარ ბერგმანის ათეულობით ფილმში მონაწილეობით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლივ ულმანი დაიბადა ტოკიოში, გაიზარდა კანადაში, მსახიობის ოსტატობას სწავლობდა ლონდონში, მუშაობდა სტავანგერის თეატრში, მოგვიანებით კი ოსლოს ნაციონალურ თეატრში. მისი ვარსკვლავი ამობრწყინდა 1966 წელს, როდესაც იგი გადაიღეს (ბიბი ანდერსონთან ერთად) ინგმარ ბერგმანის ფილმში „პერსონა“ ელისაბედ ფოგელერის როლში.

მანამდე ულმანმა ითამაშა უმნიშვნელო როლები 5 ნორვეგიულ და 1 შვედურ ფილმში. ფილმ „პერსონის“ დამსახურებაა, რომ ლივმა მიიღო როლები ამერიკელი რეჟისორებისგან. აგრეთვე ითამაშა ბერგმანის მრავალ ფილმში. მისგან გააჩინა ქალიშვილი, რომელიც შვედეთში ცნობილი ჟურნალისტი იყო.

ლივ ულმანი ნომინირებული იყო „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო შემსრულებელი ქალი. ბერგმანთან მუშაობის პარალელურად, ულმანი ბრწყინავდა ბროდვეიზე და ჰოლივუდში, მრავალი როლის შესრულებით ჰენრი იბსენის პიესებში.

1977 წელს გამოვიდა ულმანის ავტობიოგრაფიული ნაშრომი „ცვლილებები“. 1990-იან წლებში კი დაკავდა რეჟისურით. 2008 წლის ივნისში ლივ ულმანმა უხელმძღვანელა XXX მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1966 პერსონა Persona ელიზაბეტ ვოგლერი
1968 მგლის ჟამი Vargtimmen ალმა ბორგი
1968 სირცხვილი Skammen ევა როზენბერგი
1969 ვნება En passion ანა ფრომი
1970 ცივი ოფლი Cold Sweat ფაბიენ მარტინი
1972 ჩურჩული და კივილი iskningar Och Rop მარია
1973 სცენები ქორწინებიდან Scener ur ett äktenskap მარიანა
1973 დაკარგული ჰორიზონტი Lost Horizon კათრინი
1976 პირისპირ Ansikte Mot Ansikte ჯენი ისაკსონი
1977 ხიდი ძალიან შორს არის A Bridge Too Far კეიტ ტერ ჰორსტი
1977 გველის კვერცხი The Serpent's Egg მანუელა როზენბერგი
1978 შემოდგომის სონატა Höstsonaten ევა
1989 ვარდის ბაღი The Rose Garden გაბრიელა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: