ლიგურიის რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლიგურია (მრავალმნიშვნელოვანი).

ლიგურიის რესპუბლიკა (იტალ. Repubblica Ligure) — სახელმწიფო იტალიაში 1797 წლის ივნისიდან 1805 წლის ივნისამდე. დაარსდა საფრანგეთის ჯარების მიერ გენუის ოლიგარქიული რესპუბლიკის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ. ლიგურიის რესპუბლიკის კონსტიტუცია შედგენილი იყო (1797 წ.) საფრანგეთის რესპუბლიკის 1795 წლის კონსტიტუციის მიხედვით. ძალაუფლება ფაქტობრივად ფრანგებს ეკუთვნოდათ. ლიგურიის რესპუბლიკა ფაქტობრივად ავსტრიისა და საფრანგეთის ბრძოლის ასპარეზი იყო. 1800 წელს იგი მცირე ხნით ავსტრიის მიერ იყო ოკუპირებული. მარენგოს ბრძოლის შემდეგ ლიგურიის რესპუბლიკას ფაქტობრივად ნაპოლეონის გენერალი დეჟანი მართავდა 1802 წლამდე. 1805 წელს შეუერთდა საფრანგეთს, ხოლო ვენის კონგრესის (1814-1815) გადაწყვეტილებით სარდინიის სამეფოს.