ლიბრევილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
ლიბრევილი
ფრანგ. Libreville
გერბი

ქვეყანა გაბონის დროშა გაბონი
პროვინცია ესტუარის პროვინცია
კოორდინატები 0°23′24″ ჩ. გ. 9°27′00″ ა. გ. / 0.39000° ჩ. გ. 9.45000° ა. გ. / 0.39000; 9.45000
დაარსდა 1849
პირველი ხსენება 1849
ცენტრის სიმაღლე 13 მეტრი
მოსახლეობა 703 939 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+1
ოფიციალური საიტი mairie-libreville.org
ლიბრევილი — გაბონი
ლიბრევილი

ლიბრევილი (ფრანგ. Libreville) — გაბონის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი, ესტუარის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე კომოს ჩრდილოეთ ნაპირზე, გვინეის ყურის სიახლოვეს. 2013 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 703,939 ადამიანს შეადგენს[1][2]. ეს ტერიტორია დასახლებული იყო მპონგვეს ხალხით, სანამ ფრანგებმა მიიღეს ეს მიწა 1839 წელს. მოგვიანებით ეს იყო ამერიკული ქრისტიანული მისიისა და მონების განსახლების ადგილი, სანამ გახდებოდა საფრანგეთის ეკვატორული აფრიკის კოლონიის მთავარი პორტი. 1960 წელს გაბონის დამოუკიდებლობის პერიოდში ქალაქი იყო სავაჭრო პუნქტი და მცირე ადმინისტრაციული ცენტრი, რომლის მოსახლეობაც 32000 კაცი იყო. 1960 წლიდან, ლიბრევილი სწრაფად გაიზარდა და ამჟამად მას ეროვნული მოსახლეობის თითქმის ნახევარი აქვს. ოფიციალურად დაარსეს 1849 წელს პორტუგალიურ გემში მყოფმა მონობიდან განთავისუფლებული აფრიკელებმა.

დღეისათვის ლიბრევილი ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო კვანძია, ფლობს საოკეანო და სამდინარო პორტებს, რომელიც ხე-ტყის რეგიონის მთავარი სავაჭრო ცენტრია. ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი. არსებობს კვების, ტექსტილის, ხე-ტყის გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოები, გემშემკეთებელი ქარხანა და უნივერსიტეტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანამ, სანამ ამ მიწაზე 1839 წელს ფრანგები მოვიდოდნენ, რეგიონში მპონგვეს ტომი სახლობდა. 1846 წელს, ლოანგოს სამეფოს სიახლოვეს ფრანგებმა დაატყვევეს ბრაზილიური გემი L'Elizia, რომელსაც გასაყიდად მონები გადაჰყავდა. გათავისუფლებულმა მონებმა 1848 წელს ლიბრევილი დააარსეს (ფრანგ. Librevilleთავისუფალი ქალაქი).

ლიბრევილის სახელის დარქმევისას ქალაქ ფრიტაუნს მიბაძეს. იგი ნელა იზრდებოდა და 1960 წლისთვის, როდესაც გაბონმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, მისი მოსახლეობა მხოლოდ 32 000 ადამიანს შეადგენდა. ამის შემდეგ ქალაქმა სწრაფი ზრდა იწყო და დღეისათვის მასში ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ცხოვრობს.

1886-1888 წლებში პატარა ქალაქი იყო საფრანგეთის კოლონია კონგოს გუბერნატორის რეზიდენცია; 1888-1891 წლებში გახდა გაფართოებული ფრანგული კოლონია გაბონ-კონგოს, რომელსაც შემდგომში ეწოდა საერთო სახელი საფრანგეთის კონგო, ადმინისტრაციული ცენტრი. კოლონია ორი პროვინციისაგან შედგებოდა — გაბონი და შუა კონგო. ლიბრევილი გაბონის ადმინისტრაციული ცენტრი იყო, ხოლო ბრაზავილი — შუა კონგოსი.

1904 წელს ლიბრევილში ცხოვრობდა დაახლოებით 1500 ადამიანი, რომელთაგან 200 ევროპელი იყო; აქ მდებარეობდა სამი მსხვილი სავაჭრო ფაქტორია, კათოლიკური და მეთოდისტური (ამერიკული) მისიები, გენერალ-გუბერნატორის რეზიდენცია და მასთან არსებული მცირე გარნიზონი; ვაჭრობის დიდი ნაწილი (დაახლოებით 4 მილიონი გერმანული მარკა) ეკუთვნოდა გერმანელ ვაჭრებს.

1934-1946 წლებში იგი საფრანგეთის ეკვატორული აფრიკის მთავარი საპორტო ქალაქი იყო, 1940 წელს კი ცენტრალური ადგილი ეკავა გაბონის ბრძოლაში. ამის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში — 1940-1945 წლებში, ლიბრევილი გახდა «მებრძოლი საფრანგეთის» მოძრაობის ცენტრი აფრიკაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიბრევილის ხედი სატელიტიდან
ლიბრევილის სანაპირო

ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, ქალაქის ძირითადი უბნებია საცხოვრებელი ფართი ბატტერი IV, ლუის კვარტალი (ცნობილია თავისი ღამის ცხოვრებით), მონ-ბუე და ნომბაკელე (დატვირთული კომერციული ტერიტორიები), მინის უბანი (პირველი ევროპული დასახლება გაბონში), ოლუმი ( ძირითადი სამრეწველო ტერიტორია) და ლალალა, საცხოვრებელი არეალი. ქალაქის ნავსადგური და მატარებლი სადგური ტრანს – გაბონის სარკინიგზო ხაზისკენ ფრანკვილის ქვეშ მდებარეობს ოვენდოში. ამ რაიონებიდან შიდა უბნები ღარიბთა საცხოვრებელი ადგილებია. ეკვატორული გვინეას ჩრდილო-დასავლეთით არის ის ადგილი, სადაც ქალაქი დგას და რომელიც მოიხსენიება, როგორც ჩრდილო-დასავლეთ გაბონის ნაწილი. ქვეყნის მიმდებარე საზღვრების თვალსაზრისით, ჩრდილოეთით არის კამერუნი, აღმოსავლეთით არის კონგო, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით არის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ის ასევე მიჰყვება სამხრეთ ატლანტიკური ოკეანის სანაპიროებს, რომელიც ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. გარდა ამისა, წყლის გეოგრაფიის თვალსაზრისით, მდინარე კომო გადის ქალაქში და ჩაედინება ოკეანეში. მდინარე კომო ასევე წარმოადგენს ქალაქის პოტენციურ ჰიდროელექტროსადგურს. რამდენიმე საქალაქო უბანი განსხვავებულ და ცალკეულ სარგებელს აძლევს ქალაქს. ღამის ცხოვრების თვალსაზრისით, ყველაზე ცნობილია ლუის კვარტალი. ამ ზონის ერთ – ერთი მხარე მოიცავს სანაპირო ზოლს, და ეს ძლიერ გავლენას ახდენს ამ სფეროში. ლიბრევილის შიგნით მდებარე კომერციული ფართები განთავსებულია მონ-ბუესა და ნომბაკელეს რაიონებში, სადაც განთავსებულია რამდენიმე სავაჭრო ცენტრი და სადგური, რომლებიც ყიდიან შესყიდულ ნივთებს. ოლუმი მოიცავს ქალაქის ინდუსტრიის დიდ ნაწილს და აუკავშირდება სხვა მწარმოებელ რაიონებს. დაბოლოს, ლალალა და ბატერი IV არის საცხოვრებელი და საბინაო სექტორი, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს. [3]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიბრევილისთვის დამახასიათებელია ტროპიკული მუსონური კლიმატი და შეიმჩნევა ხანგრძლივი ნოტიო და ხანმოკლე მშრალი სეზონი. ქალაქის ნოტიო სეზონი გრძელდება დაახლოებით 9 თვე (სექტემბრიდან მაისის ჩათვლით). ამ დროს ქალაქში მოდის ნალექების დიდი რაოდენობა. მშრალი სეზონი გრძელდება ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, ამ პერიოდში საშუალოდ ყოველწლიურად მოდის ნალექი. მიუხედავად წვიმის ნაკლებობისა, ლიბრევილი ღრუბლიანი ქალაქია წლის განმავლობაში.

როგორც ბევრ სხვა ქალაქში, რომლებიც მდებარეობენ იმავე კლიმატურ ზონაში, ტემპერატურა ლიბრევილში რჩება შედარებით სტაბილური მთელი წლის განმავლობაში. ის თავის მაქსიმუმს აღწევს მარტში (საშუალოდ, დაახლოებით 30,2 °C), ხოლო მინიმუმს ივლისში (დაახლოებით 26,4 °C)[4].

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში ოფიციალური ენაა ფრანგული[5]. ქალაქის მოსახლეობის საუბრის გაგება საკმაოდ ადვილია, მიუხედავად მათი გარკვეულწილად დამახინჯებული ფრანგულად საუბრისა. ფაქტობრივად, მათთვის ფრანგული მშობლიურ ენად ჩამოყალიბდა.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსპორტის ძირითადი დარგებია: კაუჩუკი, პალმის ზეთი, კაკაო და ხის ტროპიკული ჯიშები.

ქალაქში კარგად არის განვითარებული გემთმშენებლობის ინდუსტრია, მრეწველობა და სახერხი ქარხნები.[6]

გაბონის ავიახაზებს აქვს სათავო შტაბი ლიბრევილში. [7] მათი დაშლის დაწყებამდე, ორივე აირა გაბონის ავიახაზი და გაბონის ექსპრესო სათავეში ედგნენ ლიბრევილის საერთაშორისო აეროპორტის ბაზას.[8][9]

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიბრევილის პორტი

ქალაქიდან 11 კმ-ში მდებარე ლიბრევილის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გაბონის მსხვილი აეროპორტია. ნაციონალური ტაქსი ოპერირებს ქალაქის მასშტაბით. თითოეულ დასახლებას აქვს საკუთარი ფერის ტაქსი. ლიბრევილის ფერს წარმოადგენს წითელი. ტრანსპორტის ნაციონალურმა საზოგადოებამ ახალი ტაქსებით ოპერირება დაიწყო 2014 წელს.[10]

გაბონის სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს ავტობუსით მომსახურებას ლიბრევილის დასახლებებში.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიბრევილის ხედი ზღვიდან

ლიბრევილის ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება:

  • ხელოვნების და ტრადიციების ეროვნული მუზეუმი, რომელშიც ინახება ფანგის, მიტსოგოს და ბატეკეს ხალხის რიტუალური ნიღბების მდიდარი კოლექცია.
  • ფრანგული კულტურის ცენტრი.
  • წმინდა მარიას ტაძარი.
  • თავისი არქიტექტურით და გუნდით ცნობილი სენ-მიშელის ტაძარი, რომელიც მუსიკალური შესრულების დროს იყენებს ხალხურ მუსიკალურ საკრავებს.
  • ქალაქის მახლობლად მდებარე «კულტურული სოფლები».

განთქმული მოქალაქეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Henry H. Bucher Jr. (1979). „Liberty and Labor: The Origins of Libreville Reconsidered“. თარგი:Illm. 41.
  • François Ngolet (2005). „Libreville“, რედ. Kevin Shillington: Encyclopedia of African History. Fitzroy Dearborn, გვ. 828–829. ISBN 978-1-57958-245-6. 
  • Hugues Steve Ndinga-Koumba Binza (2006). „Demographic profiles of Libreville and Lome“, Reflections on Identity in Four African Cities. South Africa: African Minds. ISBN 978-1-920051-40-2.  (about Cape Town, Johannesburg, Libreville, Lomé)
  • (2007) „Libreville“, Encyclopedia of Antislavery and Abolition. Greenwood, გვ. 432+. ISBN 978-0-313-33144-2. 
  • Eric Young (2010). „Libreville, Gabon“, Encyclopedia of Africa. Oxford University Press, გვ. 51+. ISBN 9780195337709. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (RGPL-2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-31. ციტირების თარიღი: 2016-12-23.
  2. 2013 წლის მოსახლეობის აღწერა (geohive). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-06. ციტირების თარიღი: 2016-12-23.
  3. Libreville Geography – Information, climate and weather in Libreville. libreville.com.
  4. World Weather Information Service — Gabon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-07. ციტირების თარიღი: 2016-12-24.
  5. «De plus, le français est également devenu la langue maternelle de plus de 30 % des Librevillois et il est de plus en plus perçu comme une langue gabonaise.» დაარქივებული 2010-05-29 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
  6. Libreville – safari gateway into Gabon. Zambezi.com (2012-06-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-10. ციტირების თარიღი: 2015-01-21.
  7. Gabon Airlines: Mentions légales დაარქივებული 2009-04-01 საიტზე Wayback Machine. Retrieved 8 October 2009
  8. World Airline Directory. Flight International. 16–22 March 2004. "64"
  9. World Airline Directory. Flight International. 23–29 March 2004. 78
  10. [1] დაარქივებული 14 July 2014 საიტზე Wayback Machine.
  11. Press Association (2013-11-26). „Borussia Dortmund 3-1 Napoli | Champions League Group F Match Report | Football“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2015-01-21.