შინაარსზე გადასვლა

ლესტერ ჩარლზ კინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლესტერ ჩარლზ კინგი
დაბ. თარიღი 1907[1]
დაბ. ადგილი უიმბლდონი
გარდ. თარიღი 1989[1]
გარდ. ადგილი დურბანი
მოქალაქეობა  სარ
საქმიანობა გეოლოგი[1]
ალმა-მატერი დედოფალ ვიქტორიას უნივერსიტეტი და University of New Zealand
ჯილდოები მფარველის მედალი[2] და Hamilton Award[3]
გავლენა მოახდინეს

ლესტერ ჩარლზ კინგი (ინგლ. Lester Charles King; დ. 1907, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 1989, დურბანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — ინგლისელი გეომორფოლოგი და გეოლოგი.[4] ნატალის უნივერსიტეტის პროფესორი (დურბანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). ემიგრირებული იყო ახალ ზელანდიაში, სადაც 1925 წლიდან გახდა მასწავლებელი. 1930-1934 წლებში ახალი ზელანდიის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს გეოლოგიის დარგში. 1935 წლიდან დასახლდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ნატალის უნივერსიტეტში გახდა გეოლოგიის ლექტორი. 1950 წლიდან იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამეფო საზოგადოების წევრი.[5] წამოწია რელიეფის პედიპლენიზაციის თეორია, რომელიც გამოიყენა ცალკეული ტერიტორიების (მათ შორის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ავსტრალიის, ბრაზილიისა და სხვა) გეომორფოლოგიური და აგრეთვე მთლიანობაში დედამიწის ზედაპირის ანალიზისათვის. პედიპლენი დენუდაციური ვაკეა, რომელიც წარმოიქმნება მთიანი ან ბორცვიანი რელიეფის ადგილას, არიდული ან ნახევრად არიდული ჰავის პირობებში ხეობის ღერძიდან ფერდობების პარალელური უკანდახევისა და ცალკეული მოსწორებული უბნების (პედიმენტების) შეერთების შედეგად. 1953 წელს კინგმა განავითარა ზოგადგეომორფოლოგიური კონცეფცია მდინარეთაშორისი რელიეფის განვითარების შესახებ.[6] ლესტერ ჩარლზ კინგი არაერთი ნაშრომის ავტორია. გარდაიცვალა 1989 წლის 1 აპრილს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად.[7]

  • South African scenery. A textbook of geomorphology“ (1942, 3 ed., 1963);
  • The morphology of the Earth, 1962.