ლეოპოლდ სედარ სენგორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეოპოლდ სედარ სენგორი
ლეოპოლდ სედარ სენგორი
სენეგალის 1-ლი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 სექტემბერი, 1960 – 31 დეკემბერი, 1980
მემკვიდრეაბდუ დიუფი

დაბადებული9 ოქტომბერი, 1906
ჟოალი სენეგალი
გარდაცვლილი20 დეკემბერი, 2001 (95 წლის)
ნორმანდია საფრანგეთი

ლეოპოლდ სედარ სენგორი (დ. 9 ოქტომბერი, 1906, ჟოალი, სენეგალი — გ. 20 დეკემბერი, 2001, ნორმანდია, საფრანგეთი) — სენეგალელი პოეტი, ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, სენეგალის პირველი პრეზიდენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეოპოლდ სედარ სენგორი დაიბადა 1906 წლის 9 ოქტომბერს ბიზნესმენის ოჯახში, დაკარის სამხრეთით, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქ ჟოალში. მამამისი ეკუთვნოდა სერერის ტომს. მისი მეორე სახელი „სედარი“ სერერის ენაზე ნიშნავს „ის, ვისაც არ უნდა იყოს დამცირებული“, ხოლო გვარი წარმოდგება პორტუგალიური სიტყვისაგან „სენიორ“.

საფრანგეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928 წელს, მას შემდეგ რაც ლეოპოლდმა მიიღო კათოლიკური განათლება, გაემგზავრა საფრანგეთში, დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1939 წელს შევიდა საფრანგეთის არმიაში. 1940 წელს ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. ომის შემდეგ დაიწყო სახელმწიფო სამსახური საფრანგეთში. 1945-1960 წლებში ეკავა მინისტრების პოსტები საფრანგეთში, იყო დეპუტატი, საფრანგეთის ეროვნული კრების ვიცე-სპიკერი. 1948 წელს დააარსა სენეგალის დემოკრატიული ბლოკი, რომელსაც 1959 წელს ეწოდა სენეგალის პროგრესული კავშირი.

სახელმწიფოს მეთაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წელს გახდა სენეგალის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი. 1962–1970 წლებში პარალელურად ასრულებდა მთავრობის მეთაურის მოვალეობასაც. დატოვა თანამდებობა მეხუთე საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდგომ.

1983 წელს გახდა საფრანგეთის აკადემიის პირველი აფრიკელი წევრი.

გარდაიცვალა 2001 წელს საფრანგეთში, სადაც გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები.

კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მწუხრის სიმღერები“ (1945)
  • „სიმღერები ნაეტისათვის“ (1949)
  • „ლექსები“ (1964)
  • „შავი მსხვერპლი“ (1948)
  • „ჩაკა“ (1949)

1948 წელს გამოსცა „ახალი ზანგური და მალაგასიური პოეზიის ანთოლოგია“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
სენეგალის პრეზიდენტი

19601980
შემდეგი:
აბდუ დიუფი