ლე მონდ დიპლომატიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ლე მონდ დიპლომატიკი“ (ფრანგ. Le Monde diplomatique) — საფრანგეთის ყოველთვიური გაზეთი და ქართულად ითარგმნება როგორც „დიპლომატიური სამყარო“. ამ გაზეთს მისი მკითხველებში შემოკლებით „ლე დიპლოს“ უწოდებენ. გამოცემის რედაქცია მთავარ ამოცანად ისახავს საერთაშორისო პოლიტიკის დაწვრილებით ანალიზსა და კომენტარს, ასევე კულტურის სხვადასხვა თემებს.

გაზეთის პირველი ფრანგულენოვანი გამოცემა 1954 წელს გამოვიდა სათაურით „ძველი დიპლომატია – ახალი დიპლომატია“. დღესდღეობით მისი ტირაჟი 300.000 ეგზემპლარია. გარდა ამისა, 38 გამოცემა გამოდის მსოფლიოს 16 სხვადასხვა ენაზე, რითაც მისი მკითხველების საერთო რაოდენობა დაახლ. 2,2 მილიონს აღწევს. გაზეთს აქვს 26 ონ-ლაინ გამოცემა.

ყოველ ორ თვეში გამოდის ჟურნალი სახელწოდებით „მანიერ დე ვუარ“ (ფრანგ. – "Manière de voir", ქართულად „თვალსაზრისი“, სიტყვასიტყვით „ხედვის მანერა“). ამ ჟურნალს მხოლოდ ფრანგულ ენაზე გამოსცემენ და ყოველთვის მხოლოდ ერთ რომელიმე თემას უძღვნიან. სახელწოდებით „მანიერ დე ვუარ“ გამოიცემა ასევე გარკვეულ თემებს მიძღვნილი ატლასები და ცნობარები. მაგ.; ერთ-ერთი ასეთი გამოცემა იყო „გლობალიზაციის ატლასი“.

დიპლოს 49% ეკუთვნის „დიპლომატიური სამყაროს მეგობართა ასოციაციას“ (ფრანგ. – L'association des Amis du Monde diplomatique), დანარჩენი 51% კი გაზეთ ლე მონდს ეკუთვნის. პუბლიკაციების დამოუკიდებლობის შენარჩუნება განცხადებათა შეზღუდვით და მკითხველთა ფინანსური თანამონაწილეობით ხდება შესაძლებელი.

გამოცემას ძირითადად კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ეკონომიკური ლიბერალიზმისა და მისი მსოფლიო მასშტაბით გავრცელების მიმართ და წარმოადგენს თავის პოზიციას მემარცხენე სპექტრში.

1997 წელს გამოცემის მთავარი რედაქტორის იგნასიო რამონეს მეწინავე სტატია, სადაც ის ფინანსური ბაზრების დერეგულირებას აკრიტიკებდა, გახდა მიზეზი იმისა, რომ შეიქმნა გაერთიანება სახელწოდებით ატტაკ, ანუ ფრანგული აბრევიაციით იგივე Attac, რომელსაც ფრანგულადვე ჰქვია association pour une taxation des transactions financières pour l'aide aux citoyens, ხოლო ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც „გაერთიანება ფინანსურ ტრანსაქციებზე დაწესებული გადასახადების მოქალაქეთა სასარგებლოდ გამოყენებისათვის“. ატტაკი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იბრძვის ტობინის გადასახადის შემოღების წინააღმდეგ.

სხვადასხვა ენაზე გამომავალი გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფრიკაანსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ აფრიკაში გამოდის ყოველთვიურად „დი ფრიე აფრიკაანი“ს დამატება.

არაბულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულგარულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყოველთვიური 4000 ეგზემპლარი

გერმანულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასევე შვეიცარიაში გამოდის „ლე მონდ დიპლომატიკის“ გერმანული ვერსია ვოცის“ დამატების სახით (13 600 ეგზემპლარი). იგი გამოდის ყოველ მეორე პარასკევს, თუმცა შესაძლებელია მისი ცალკე აბონირება.

ინგლისურად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპერანტოზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლე მონდ დიპლომატიკ ენ ესპერანტო“ არის საინტერნეტო გამოცემა.

ეს ვერსის 2005 წელს დააარსა ესპერანტისტთა საზოგადოებამ, რომელსაც ჰქვია Monda Asembleo Socia (შემოკლ. MAS) ("„სრულიად მსოფლიო სოციალური კრება“").

ფარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინურად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამოდის „ვოიმას“ დანართის სახით ყოველ მეოთხედწელიწადში

ფრანგულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 270 000 ეგზემპლარი საფრანგეთში

ბერძნულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიურად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორეულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორვატიულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყოველთვიური გაზეთი 10 000 ეგზემპლარი

ნორვეგიულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამოსცემს ყოველთვიური გაზეთი საკვირაო ჟურნალი მორგენბლადეტი დამატების სახით (20 000 ეგზემპლარი)

პოლონურად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყოველთვიური გაზეთი 10 000 ეგზემპლარი

რუსულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერბულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნინის“ ყოველკვირეულ დანართი (30 000 ეგზემპლარი)

სლოვენურად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამოდის როგორც ყოველთვიური გაზეთი (8000 ეგზემპლარი)

ესპანურად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნგრულად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყოველთვიურად 101 500 ეგზემპლარი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]