ლე დიკ ანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლე დიკ ანი
ვიეტნამის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 სექტემბერი, 1992 – 24 სექტემბერი, 1997
წინამორბედივო ტი კონგი (სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე)
მემკვიდრეჩან დიკ ლიონგი

დაბადებული1 დეკემბერი, 1920
საფრანგეთის ინდოჩინეთი
გარდაცვლილი22 აპრილი, 2019 (98 წლის)
ჰანოი, ვიეტნამი
პოლიტიკური პარტიავიეტნამის კომუნისტური პარტია
ხელმოწერა

ლე დიკ ანი (ვიეტ. Lê Đức Anh, დ. 1 დეკემბერი 1920, ფულოკი, თათენ-ჰიუე, საფრანგეთის ინდოჩინეთი — გ. 22 აპრილი, 2019, ჰანოი, ვიეტნამი) — ვიეტნამელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტი 1992-1997 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1920 წლის 1 დეკემბერს ფულოკის მაზრაში, თათენ-ჰიუეს პროვინციაში. 1945 წლის აგვისტოდან ვიეტნამის სახალხო არმიაშია. 1948 წლის ოქტომბრიდან 1950 წლამდე იყო მე-7 და მე-8 სამხედრო ოლქისა და საიგონის ადმინისტრაციული რაიონის ჩოლონის მეთაური. 1951 წლიდან 1954 წლამდე მსახურობდა შტაბის უფროსის თანაშემწედ. 1963 წლის აგვისტოდან ვიეტნამის სახალხო არმიის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეა. 1964 წლის თებერვლიდან სამხრეთ ვიეტნამში ვიეტ კონგის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეა.

1980-იან წლებში ხელმძღვანელობდა ვიეტნამის ჯარს, რომელიც შეიჭრა კამპუჩიის სახალხო რესპუბლიკაში[1].

1982 წელს ლე დიკ ანი აირჩიეს ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრად და მის შემადგენლობაში დარჩა 1997 წლამდე. 1986-1987 წლებში იყო ვიეტნამის სახალხო არმიის გენერალური შტაბის უფროსი. 1987-1991 წლებში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი. 1989 წელს, მაშIნ როდესაც კომუნიზმმა კრახი განიცადა აღმოსავლეთ ევროპაში იგი მხარს უჭერდა არმიის როლის გაზრდას საშინაო პოლიტიკაში „მაშინ როდესაც ვიეტნამის სოციალიზმი დარტყმის ქვეშ იყო“.

1991 წლიდან ლე დიკ ანი აკონტროლებდა ვიეტნამის პოლიტიკას სგარეო საქმეთა მინისტრ ნგუენ კო თატთან ერთად და მონაწილეობდა ჩინეთთან ურთიერობის ნორმალიზაციაში. მოგვიანებით, როგორც უკვე მოქმედი პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში. ეს იყო ვიეტნამის ლიდერის პირველი ვიზიტი ჩინეთში უკანასკნელი 38 წლის მანძილზე. ლე დიკ ანის ვიზიტის დროს განიხილეს ეკონმიკური თანამშრომლობისა და ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. თუმცა შეთანხმება შედგე მხოლოდ უკანასკნელ საკითხზე.

1991 წელს ლე დიკ ანმა მხარი დაუჭირა დო მიოის ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ასარჩევად.

1992 წელს ვიეტნამში პრეზიდენტის თანამდებობა აღადგინეს, ხოლო ამავე წლის წლის სექტემბერში ლე დიკ ანი პრეზიდენტად აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ ახლადაღდგენილი თანამდებობა წარმომადგენლობით ხასიათს ატარებდა, ლე დიკ ანმა შეძლო და გააფართოვა თავისი პოლიტიკური წონა.

1996 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში ინსულტის გამო მოახდინეს ლე დიკ ანის ჰოსპიტალიზაცია[2]. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება მხოლოდ 1997 წლის აპრილში შეძლო. 1997 წლის სექტემბერში ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ყრილობის შემდეგ გადადგა თანამდებობიდან და 1997-2001 წლებში იყო პარტიის ცენტრალური კომიტეტის მრჩეველი.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეუღლე — ვო თი ლე. შვილი, ლე მან ჰა — ხოშიმინის სახალხო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bolton, Kent (1999): "Domestic Sources of Vietnam's Foreign Policy: Normalizing Relations with the United States". in Thayer, Carlyle A., Amer, Ramses (ed.): Vietnamese Foreign Policy in Transition. Institute of Southeast Asian Studies, Singapore
  • Thayer, Carlyle A. (1999): "Vietnamese Foreign Policy: Multilateralism and the Threat of Peaceful Evolution". in Thayer, Carlyle A., Amer, Ramses (1999): Vietnamese Foreign Policy in Transition. Institute of Southeast Asian Studies, Singapore
  • Wurfel, David (1999): "Between China and ASEAN: The Dialectics of Recent Vietnamese Foreign Policy". in Thayer, Carlyle A., Amer, Ramses (ed.): Vietnamese Foreign Policy in Transition. Institute of Southeast Asian Studies, Singapore

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Slocomb, Margaret: «The People’s Republic of Kampuchea, 1979—1989: The revolution after Pol Pot» ISBN 978-974-9575-34-5
  2. Mydans, Seth (20 December 1996). „Domino Effect at the Top Is Looming for Vietnam“. The New York Times. ციტირების თარიღი: 24 June 2010.