ლაგოსის შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტატი
ლაგოსის შტატი
ინგლ. Lagos State
დროშა გერბი

ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
ადმ. ცენტრი Ikeja[1]
შიდა დაყოფა Alimosho[2] [3] , Ajeromi-Ifelodun[2] [3] , Kosofe[3] , Mushin[2] [3] , Ojo[2] [3] , Oshodi-Isolo[2] [3] , Ikorodu[2] [3] , Agege[2] [3] , Ifako-Ijaiye[2] [3] , Surulere[2] [3] , Shomolu[2] [3] , Lagos Mainland[2] [3] , Amuwo-Odofin[2] [3] , Ikeja[2] [3] , Badagry[2] [3] , Eti-Osa[2] [3] , Apapa[2] [3] , Ibeju-Lekki[2] [3] , Epe[2] [3] და Lagos Island[2] [3]
კოორდინატები 6°35′00″ ჩ. გ. 3°45′00″ ა. გ. / 6.58333° ჩ. გ. 3.75000° ა. გ. / 6.58333; 3.75000
მმართველი Babajide Sanwo-Olu
დაარსდა 27 მაისი, 1967[1]
ფართობი 3345 კმ²
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მოსახლეობა 9 113 605 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 2724,55 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
ოფიციალური საიტი lagosstate.gov.ng

ლაგოსის შტატი (ინგლ. Lagos State) — შტატი ნიგერიის სამხრეთში. ფართობის მიხედვით ყველაზე უფრო პატარა და მოსახლეობის მიხედვით მეორე (კანოს შტატის შემდეგ) შტატი, ასევე ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებული შტატი[4]. შტატი მოიცავს ქალაქ ლაგოსს, ნიგერიის უდიდეს საქალაქო აგლომერაციას.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი იკეჯა.
  • ფართობი — 3345 კმ², მოსახლეობა — 9 113 605 ადამიანი (2006).[5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაგოსის შტატი შეიქმნა 1967 წლის 27 მაისს, ნიგერიის ადმინისტრაციული დაყოფის რეფორმის დროს, რომლის დროსაც ქვეყანა დაიყო 12 შტატად. მანამდე ლაგოსის მუნიციპალიტეტი უშუალოდ იმართებოდა ფედერალური მთავრობის მიერ, რომლის შემადგენლობაში იმყოფებოდა სამინისტრო ლაგოსის საქმეების შესახებ, ხოლო დანარჩენი ოლქები, რომლებიც შევიდნენ ახალ პროვინციაში, შედიოდნენ დასავლეთის ოლქის შემადგენლობაში. შტატმა ფუნქციონირება დაიწყო 1968 წლის 11 აპრილს, ამასთან ლაგოსი იყო, როგორც შტატის, ასევე ფედერალური სახელმწიფოს დედაქალაქიც. 1976 წელს ლაგოსის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი გადავიდა ქალაქ იკეჯაში, ხოლო 1991 წლის 12 დეკემბერს ფედერალური ქვეყნის დედაქალაქი — აბუჯაში. მაგრამ ქალაქი ლაგოსი რჩება ნიგერიის საქმიან ცენტრად.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაგოსის შტატი შედგება 5 ადმინისტრაციული ერთეულისაგან, რომლებიც საერთო ჯამში დაყოფილია 20 თვითმმართველობის რაიონად.

თვითმმართველობის რაიონი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2006)
ადმინისტრაციული ცენტრი საფოსტე კოდი
Agege 11 459 939 Agege 100
Alimosho 185 1 277 714 Ikotun 100
Ifako-Ijaye 27 427 878 Ifako 100
Ikeja 46 313 196 Ikeja 100
Kosofe 81 665 393 Kosofe 100
Mushin 17 633 009 Mushin 100
Oshodi-Isolo 45 621 509 Oshodi-Isolo 100
Somolu 12 402 673 Somolu 101
იკეჯის ოლქი 424 4 801 311
Apapa 27 217 362 Apapa 101
Eti-Osa 192 287 785 Ikoyi 101
Lagos Island 9 209 437 Lagos Island 101
Lagos Mainland 19 317 720 Lagos Mainland 101
Surulere 23 503 975 Surulere 101
ლაგოსის ოლქი 270 1 542 279
Ajeromi-Ifelodun 12 684 105 Ajeromi-Ifelodun 102
Amuwo-Odofin 135 318 166 Festac Town 102
Ojo 158 598 071 Ojo 102
Badagry 441 241 093 Badagry 103
ბადაგრის ოლქი 746 1 841 435
Ikorodu 394 535 619 Ikorodu 104
იკოროდუს ოლქი 394 535 619
Ibeju-Lekki 455 117 481 Akodo 105
Epe 1 185 181 409 Epe 106
ეპეს ოლქი 1 640 298 890

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]