კუენკის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუენკას მდებარეობა ესპანეთში

კუენკა (ესპ. Cuenca) — პროვინცია ცენტრალურ ესპანეთში, ავტონომიური რესპუბლიკის, კასტილია-ლა მანჩას აღმოსავლეთ ნაწილში. მას ესაზღვრება ესპანეთის შემდეგი პროვინციები: ვალენსია, ალბასეტე, სიუდად-რეალი, ტოლედო, მადრიდი, გვადალახარა და ტერუელი.

პროვინციაში ცხოვრობს 211,375 ადამიანი (2007 წლის აღწერით). მისი დედაქალაქია კუენკა, სადაც მოსახლეობის თითქმის ერთი მეოთხედი ცხოვრობს (დაახლ. 52,980). კუენკაში არის 238 მუნიციპალიტეტი.