კრისტინ ლაგარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტინ ლაგარდი
Christine Lagarde
კრისტინ ლაგარდი Christine Lagarde
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 ნოემბერი, 2019
წინამორბედიმარიო დრაგი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-11 დირექტორ-განმკარგულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ივლისი, 2011 – 12 სექტემბერი, 2019
წინამორბედიდომინიკ სტროს-კანი
მემკვიდრეკრისტალინა გეორგიევა

საფრანგეთის ეკონომიკის, ფინანსებისა და მრეწველობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 მარტი, 2008 – 30 ივნისი, 2011
პრეზიდენტინიკოლა სარკოზი
პრემიერ-მინისტრიფრანსუა ფიიონი
წინამორბედიჟან-ლუი ბორლოო
მემკვიდრეფრანსუა ბარუენი

საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 მაისი, 2007 – 18 მარტი, 2008
პრეზიდენტინიკოლა სარკოზი
პრემიერ-მინისტრიფრანსუა ფიიონი
წინამორბედიდომინიკ ბასერო
მემკვიდრემიშელ ბარნიე

საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ივნისი, 2005 – 18 მაისი, 2007
პრეზიდენტიჟაკ შირაკი
პრემიერ-მინისტრიდომინიკ დე ვილპენი
წინამორბედიფრანსუა ლიოსი
მემკვიდრეან-მარი იდრაკი

დაბადებული1 იანვარი, 1956
პარიზი, საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიაკავშირი სახალხო მოძრაობისათვის
ხელმოწერა

კრისტინ მადლენ ოდეტ ლაგარდი[1] (ფრანგ. Christine Madeleine Odette Lagarde, დაბადებით ლალუეტი[1] (ფრანგ. Lallouette), დ. 1 იანვარი 1956, პარიზი, საფრანგეთი) — ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი 2019 წლის 1 ნოემბრიდან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელი 2011-2019 წლებში. საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრი 2008-2011 წლებში. საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის მინისტრი 2007-2008 წლებში და საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი 2005-2007 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტინ ლაგარდი დაიბადა 1956 წლის 1 იანვარს პარიზში, უნივერსიტეტის ლექტორის ოჯახში. თავდაპირველად აირჩია სპორტული კარიერა, შედიოდა საფრანგეთის სინქრონული ცურვის ეროვნულ ნაკრებში, გახდა ეროვნული პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი. მამის ადრეული გარდაცველების შემდეგ სპორტული კარიერა დაასრულა. 17 წლის ასაკშიი მიიღო გაცვლითი პროგრამა American Field Service-ის სტიპენდია და გაემგზავრა აშშ-ში ერთი წლით.

უმაღლესი განათლება მიიღო პარიზის ნანატერის უნივერსიტეტსა და ექს-ან-პროვანსის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში.

1981 წლიდან მუშაობდა მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კონსალტინგურ ფირმაში Baker & McKenzie-ში, ჩიკაგოში. აქ გაიკეთა კარიერა და 1999 წელს გახდა პირველი ქალი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ორგანიზაციას. 2002 წელს Wall Street Journal Europe-მა შეიყვანა ევროპის საქმიანი ქალების ხუთეულში. 1995-2002 წლებში მუშაოიბდა საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრში, სადაც ერთ-ერთ კომისიას ხელმძღვანელობდა ზბიგნევ ბზეჟინსკისთან ერთად. 2005 წელს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა შესთავაზა საკუთარი კარიერა შეეცვალა, დაბრუნებულიყო საფრანგეთში და დაკავებულიყო პოლიტიკით. 2005-2007 წლებში საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრია[2], 2007-2008 წლებში საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის მინისტრი[3], 2008-2011 წლებში საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრი[4][5], პირველი ქალი ამ თანამდებობაზე. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კრისტინ ლაგარდმა განაცხადა: „თუკი საფრანგეთში ბენზინი ძვირია, მაშინ ფრანგებს მოუწევთ ველოსიპედებზე გადაჯდომა“. ჟურნალისტებმა იგი მარი ანტუანეტის შეადარეს, რომელმაც თავის დროზე თქვა ასეთი სიტყვები: „ხალხს არ აქვს პური? მაშინ ჭამონ ნამცხვრები“ და ლაგარდს უწოდეს „მადამ უტაქტობა“[6].

ჟურნალ Forbes-ის ვერსიით შედის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში, 2019 წლის დეკემბერში დაიკავა მეორე ადგილი რეიტინგში და ჩამორჩა მხოლოდ ანგელკა მერკელს[7][8]. თამაშობს ტენისს და არის ორი შვილის დედა.

სსფ-ის დირექტორ-განმკარგულებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 28 ივნისს აირჩიეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებლად. მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2011 წლის 5 ივლისიდან[9].

2016 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ მეორე ვადით აირჩია დირექტორ-განმკარგულებლის თანამდებობაზე[10]. 2019 წლის 16 ივლისს გამოაცხადა დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. თანამდებობა დატოვა 2019 წლის 12 სექტემბერს[11][12].

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 17 სექტემბრიდან ევროპის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კრისტინ ლაგარდის კანდიდატურას ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე (394 მომხრე 206-ის წინააღმდეგ)[13][14].

2019 წლის 18 ოქტომბერს ევროკავშირის სამიტზე დაამტკიცეს თანამდებობაზე 8 წლით[15][16]. უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა 2019 წლის 1 ნოემბერს.

ბრალდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 17 დეკემბერს საფრანგეთის სასამართლოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საერთAშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე წარსდგებოდა. ყოფილ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენდა ე. წ. „ტაპის საქმის“ ერთ-ერთ ფიგურას, რომელსაც ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი გულგრილობა და კორუფცია[17]. საქმე ეხებოდა ცნობილი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის ბერნარ ტაპის მიერ 1993 წელს, კომპანია Adidas-ის საკონტროლო პაკეტის გაყიდვას. გარიგების დადების მიზნით, შეიქმნა კონსორციუმი სახელმწიფო ბანკის Credit Lyonnais-ის ხელმძღვანელობით. გაყიდვის შემდეგ ტაპმა ბანკი დაადანაშაულა თაღლითობაში და მოითხოვა ზარალის ანაზღაურება. 2007 წელს ლაგარდის ინიციატივით საქმე გადაეცა არბიტრაჟს, რომლის გადაწყვეტილებით ტაპმა მიიღო 400 მლნ ევრო ფინანსური ზარალის ასანაზღაურებლად. 2013 წელს კონსორციუმმა შეიტანა საჩივარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების წინააღმდეგ. 2015 წელს საკასაციო სასამართლომ შეცვალა არბიტრაჟის გადაწყვეტილება და დეკემბრის დასაწყისში სასამართლომ დაადგინა, რომ ტაპს უნდა დაებრუნებინა 400 მლნ ევრო. გამოძიება ლაგარდს ადანაშაულებდა კრიმინალურ დაუდევრობაში, რამაც გამოიწვია სახელმწიფო სახსრების უკანონო გაფლანგვა და 400 მილიონ ევროზე მეტი თანხის გადახდა ბერნარდ ტაპისთვის. პროკურორი დაჟინებით მოითხოვდა ლაგარდის წინააღმდეგ გამოძიების დასრულებას. თავად ლაგარდი ბრალდებას უწოდებდა „სრულიად დაუსაბუთებელს“. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლაგარდი გააგრძელებდა უფლებამოსილების შესრულებას ორგანიზაციაში[18].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 L’Expansion (2007)
  2. Décret du 2 juin 2005 relatif à la composition du Gouvernement — JORF n°128 du 3 juin 2005 page 9918 texte n° 1 (ფრანგული)
  3. Décret du 18 mai 2007 relatif à la composition du Gouvernement — JORF n°115 du 19 mai 2007 page 9714 texte n° 2 (ფრანგული)
  4. Décret du 14 novembre 2010 relatif à la composition du Gouvernement — JORF n°0265 du 16 novembre 2010 page 20344 texte n° 2 (ფრანგული)
  5. Décret du 29 juin 2011 relatif à la composition du Gouvernement — JORF n°0150 du 30 juin 2011 page 11010 texte n° 1 (ფრანგული)
  6. Мадам МВФ. «Самая американская француженка» Кристин Лагард близка к тому, чтобы стать первой женщиной во главе МВФ | Forbes.ru
  7. Nicolette Jones. The Most Powerful Women In Politics 2019: Merkel, Pelosi And The Women Running The World. Forbes. ციტირების თარიღი: 2019-12-14.
  8. Ангелу Меркель признали самой влиятельно й женщиной года по версии Forbes. ТАСС. ციტირების თარიღი: 2019-12-14.
  9. Кристин Лагард вступила в должность главы МВФ. დაარქივებული 2011-07-06 საიტზე Wayback Machine.
  10. Кристин Лагард переизбрали на пост директора-распорядителя МВФ. Украинские новости. ukranews.com (2016-02-19).
  11. Statement by Managing Director Christine Lagarde. IMF. ციტირების თარიღი: 2019-12-08.
  12. Лагард покинет пост главы МВФ, чтобы стать главой ЕЦБ. Новости Maanimo (2019-07-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-18. ციტირების თარიღი: 2019-07-18.
  13. MEPs back Christine Lagarde as next ECB president | News | European Parliament. www.europarl.europa.eu (2019-03-09). ციტირების თარიღი: 2019-12-08.
  14. Кристин Лагард избрана главой Центробанка Евросоюза. РБК. ციტირების თარიღი: 2019-12-08.
  15. European Central Bank. New President of the European Central Bank. European Central Bank. ციტირების თარიღი: 2019-12-08.
  16. Власти ЕС утвердили Лагард на пост главы Европейского Центробанка. РБК. ციტირების თარიღი: 2019-12-08.
  17. Глава МВФ предстанет перед судом. dw.com (2015-12-17).
  18. Глава МВФ предстанет перед судом по обвинению в коррупции. Украинские новости. ukranews.com (2015-12-17).