კრისტალ რიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტალ რიდი

რიდი 2012 წელს, San Diego Comic-Con -ზე
დაბადების სახელი კრისტალ მარია რიდი
დაბადების თარიღი 6 თებერვალი, 1985
დეტროიტი, მიჩიგანის შტატი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2012-დღემდე
მეუღლე(ები) პეტერ ჯონ ნოტოლი (2008-2012)
პარტნიორ(ებ)ი ოლივერ ტრენევა (2011),
დენიელ შარმანი (2012-2013),
დარენ მაკმულენი (2013-2019)

კრისტალ მარია რიდი (ინგლ. Chrystal Reed; დ. 6 თებერვალი, 1985)[1][2]ამერიკელი მსახიობი. მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა MTV-ის სერიალ „თინეიჯერ მგელში“ შესრულებულმა მთავარმა, ელისონ არჯენტის როლმა (2011-2014; 2016)[3]. იგი ასევე მონაწილეობას იღებდა სერიალ „გოთემში“, 2017 წლიდან 2018 წლამდე, სადაც სოფია ფალკონის როლს ასრულებდა. რიდი გადაღებულია შემდეგ ფილმებსა და სერიალებში: „სკაილაინი“ (2010), „ვნება“ (2013), „ჭაობის არსება“ (2019).

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტალ რიდი დაიბადა და გაიზარდა დეტროიტში, წარმოშობით არის პოლონელი და ამერიკელი.[4] მას ჰყავს ერთი უფროსი ძმა კორი. კრისტალი გაიზარდა კონსერვატიულ კათოლიკურ ოჯახში, ასევე არსებობს ცნობები რომ კრისტალი ბაპტისტურ ეკლესიაში იზრდებოდა, თუმცა მას იქ ყოფნა არ სიამოვნებდა. „მე აბსოლუტურად მძულდა ეს, და მე ვიცოდი რომ ამას ვერასდროს მოვერგებოდი“ ამბობს რიდი.[5]

2003 წელს, მან როუზვილის უმაღლესი სკოლა დაამთავრა.[6] ცეკვა ადრეული ასაკიდან დაიწყო, სკოლაში მოცეკვავეთა გუნდის კაპიტანი იყო. იგი ადგილობრივი საზოგადოების თეატრის აქტიური წევრი იყო. მონაწილეობა მიღებული აქვს რამდენიმე მიუზიკლში, მათ შორისაა: „ენი“, „მევილიონე სახურავზე“ და „ბრიოლინი“.

სწავლა უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო, იყო სახვითი ხელოვნების ბაკალავრის პროგრამის მონაწილე, თუმცა როდესაც თავის თავს კითხა, იყო თუ არა ეს საქმე მისთვის შესაფერისი, მან პროგრამაში მონაწილეობა შეწყვიტა.[7] შემდეგ კრისტალი ჩიკაგოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ადგილობრივ სპექტაკლში. 2008 წლის დეკემბერში იგი ჰოლივუდში გაემგზავრა, სამსახიობო კარიერის გასაგრძელებლად.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს, გამოჩნდა რამდენიმე სატელევიზიო სერიალში, მათ შორისაა: „დანაშაულის ადგილი: ლას-ვეგასი“, „დანაშაულის ადგილი: ნიუ-იორკი“, „რიზოლი და აილესი“, „The Hard Times of RJ Berger“ და სხვა.

კრისტალმა ელისონ არჯენტის როლით, MTV-ს სერიალ თინეიჯერ მგელში მიიღო მონაწილეობა, სერიალის პრემიერა 2011 წელს შედგა. სერიალის მესამე სეზონამდე რიდს სურდა რომ სერიალი დაეტოვებინა და სხვა ფილმებში თუ სერიალებში მიეღო მონაწილეობა, სწორედ ამის გამო, მისი მონაწილეობა თავისი პერსონაჟის, ელისონის სიკვდილით მთავრდება.[8][9]

მან ფილმ „სულელი, უაზრო სიყვარული“-ში მონაწილეობა ემა სტოუნთან ერთად მიიღო.

რიდი გადაღებული იქნა საშინელებათა ჟანრის ფილმში „მოჩვენებების ქვეყანა“, რომლის რეჟისორი ფრანგი, პასკალ როუგიელია. ფილმი პირველად 2018 წლის 14 მარტს გამოქვეყნდა.

2017 წელს კრისტალი მონაწილეობას იღებდა „გოთემის“ მეოთხე სეზონში, სადაც იგი ასრულებდა სოფია ფელკონის როლს. გოთემის მეოთხე სეზონის პრემიერა 2017 წლის 21 სექტემბერს შედგა.[10] 2018 წელს რიდი მონაწილეობდა DC Universe-ის სატელევიზიო სერიალ „ჭაობის არსებაში“, სადაც იგი ები ერკეინის როლს ასრულებდა. სერიალის პრემიერა 2019 წლის 31 მაისს შედგა.

2019 წლის 9 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ რიდი მონაწილეობას იღებდა ფილმ „Escape the Field“-ში. ფილმის გამოშვების დრო დღემდე უცნობია.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტალი და პიტერ ჯონ ნოტოლი მიჩიგანში, 2008 წელს დაქორწინდნენ, თუმცა 2011 წელს დაშორდნენ, ხოლო 2012 წლის 31 მაისში განქორწინდნენ. იგი 2011 წლის ივნისიდან-სექტემბრამდე ოლივერ ტრევენას ხვდებოდა. 2012 წლიდან 2013 წლამდე, მას ურთერთობა ჰქონდა, სერიალ „თინეიჯერი მგლის“ მსახიობ დენიელ შარმანთან, ხოლო 2013 წლიდან 2019 წლამდე სასიყვარულო ურთიერთობა რიდის დარენ მაკმულენთან ჰქონდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Reed, Crystal. (June 26, 2013) Bday. Twitter. ციტირების თარიღი: February 6, 2013.
  2. Joan Rivers (Host), Crystal Reed (Guest). (August 2, 2013). Fashion Police. [TV]. E! Entertainment Television.
  3. Tyler Posey and Crystal Reed Exclusive Interview TEEN WOLF (MTV's Reboot Airing in 2011). Collider.com. ციტირების თარიღი: 2015-01-07.
  4. Rocca, Jane. What I know about women: Darren McMullen. Sydney Morning Herald (25 August 2016). ციტირების თარიღი: 22 August 2019.
  5. Michael Jensen. (2011-08-15) "Teen Wolf"'s Crystal Reed: "Nothing Infuriates Me More Than Small-Minded People". Thebacklot.com. ციტირების თარიღი: 2015-01-08.
  6. Cheney, Alexandra. (2011-06-15) My First Job: 'Teen Wolf's' Crystal Reed. blogs.wsj.com. ციტირების თარიღი: September 3, 2011.
  7. Oliver M. Pulumbarit (July 16, 2011). „Crystal Reed, horror fan turned 'Wolf' lover“. Philippine Daily Inquirer.
  8. Sandra Gonzalez. (2014-03-17) 'Teen Wolf' post-mortem: [spoiler talks about leaving the show -- EXCLUSIVE]. Insidetv.ew.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-07. ციტირების თარიღი: 2015-01-07.
  9. Andy Swift. (2014-03-18) Teen Wolf's Latest Victim Speaks Out: Why I Asked To Leave the Show. Tvline.com. ციტირების თარიღი: 2015-01-07.
  10. Comic-Con: ‘The Expanse’ Taps ‘Lost’ Alum Elizabeth Mitchell For Recurring Role, Unveils New Trailer en-US. Deadline (July 22, 2017). ციტირების თარიღი: July 23, 2017.