კრისტა კიურუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტა კიურუ
კრისტა კიურუ
საოჯახო საკითხებისა და საბაზისო სერვისების მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა6 ივნისი, 2019
პრემიერ-მინისტრი  ანტი რინე, სანა მარინი
წინამორბედიანიკა საარიკო

ფინეთის განათლების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 აპრილი, 2014 – 29 მაისი, 2015
წინამორბედიპია ვიიტაინენი
მემკვიდრესანი გრან-ლაასონენი

საცხოვრებელი მშენებლობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ივნისი, 2011 – 23 მაისი, 2013
წინამორბედიიან ვაპაავუორი
მემკვიდრეპია ვიიტაინენი

დაბადებული5 აგვისტო, 1974
პორი, ფინეთი
პოლიტიკური პარტიაფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია
საიტიkristakiuru.fi

კრისტა კიურუ (ფინ. Krista Kiuru; დ. 5 აგვისტო 1974, პორი, ფინეთი) — ფინელი პოლიტიკოსი. ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ედუსკუნტის წევრი 2007 წლის 21 მარტიდან. 2019 წლის 6 ივნისიდან საოჯახო საკითხებისა და საბაზისო სერვისების მინისტრი სანა მარინის კაბინეტში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1974 წლის 5 აგვისტოს ქალაქ პორიში, ფინეთის დასავლეთ ნაწილში. განათლებით მასწავლებელია, 2001 წელს დაასრულა ტურკუს უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი.[1]

ედუსკუნტის დეპუტატად აირჩიეს 2007 წლის 18 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგად. 2011 წლის 22 ივნისს დანიშნეს საცხოვრებელი მშენებლობის მინსიტრად იურკი კატაინენის მთავრობაში.

2012 წელს პარტიის ყრილობაზე აირჩიეს ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პირველ მოადგილედ.

2013 წლის 17 მაისს კატაინენის მთავრობაში ცვლილება განხორციელდა: კიურუ დანიშნეს განათლების მინისტრად, ხოლო მის ადგილზე დანიშნეს პია ვიიტაინენი.

2019 წლის 6 ივნისს მიიღო საოჯახო საკითხებისა და საბაზისო სერვისების მინისტრის პორტფელი ანტი რინეს, ხოლო 2019 წლის 10 დეკემბრიდან სანა მარინის მთავრობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Krista Kiuru. Eduskunta. ციტირების თარიღი: 2019-12-12.